მთავარი » კულტურა

დავით IV-ის დღემდე სრულიად უცნობი და ერთადერთი მინიატურა

სტატიის ავტორი: | თარიღი: 08.02.2016 | 1,685 ნახვა

იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივი გილოცავთ დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს და წარმოგიდგენთ დავით IV-ის საზოგადოებისთვის დღემდე სრულიად უცნობ და ერთადერთ მინიატურას (ვახუშტი ბატონიშვილი, საქართველოს ისტორია, 1808 წელი).

დავით აღმაშენებელი

ეროვნულ არქივში მიმდინარეობს ხელნაწერთა ახალი აღწერილობების შემქნა. ამ პროექტის ფარგლებში ვახუშტი ბატონიშვილის ”საქართველოს ისტორიის” ახლებური აღწერისას, ტექსტში, იქ სადაც, დავით აღმაშენებლის ისტორია იწყება, საზედაო გრაფემა “დ”-ში ჩახატული აღმოჩნდა დავით აღმაშენებლის ეს მინიატურა.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარი არ არის »

  • გიორგი says:

    თითქოს შემდეგაა ჩახატულიო ისეთი შთაბეჭდილება მრჩება. მგონი ეს პორტრეტი ამ დოკუმენტის შექმნის შემდეგ ვიღაცამ ჩახატა ამ ორნამენტში. პორტრეტის ფერებიც განსხვავებულია (თმები, ტუჩები). გარდა ამისა, თუ წმინდა მეფე დავითის პორტრეტის ჩახატვა თავიდანვე იყო განზრახული, მაშინ მისი მინიატურის ჩასახატ ფორმას ადამიანის თავის ფორმა ექნებოდა და არა ფოთლისა, რომელში ჩახატული ადამიანის თავის ფორმა გარკვეულწილად დარღვეულია, დეფორმირებულია, რადგან ჩამხატავი მოერგო უკვე არსებულ ჩარჩო პირობებს და ფოთლის ფორმაში კაცის სახე გამოიყვანა. კიდევ ერთი რამეა საინტერესო. დოკუმენტის შედგენის დროს დავითი უკვე წმინდანად ხომ არ იყო შერაცხული??? მაშინ შარავანდედი რატომ არა აქვს მას?

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი