მთავარი » პოპულარული

დავით გაბაშვილის ნამუშევრების გამოფენა

სტატიის ავტორი: | თარიღი: 18.06.2012 | 1,762 ნახვა

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო და საქართველოს ეროვნული მუზეუმი, თბილისის ისტორიის მუზეუმი, 2012 წლის, 20 ივნისს 17:00 საათზე წარმოგიდგენთ მეოცე საუკუნის ცნობილი ქართველი მხატვრის, კლასიკოსის დავით გაბაშვილის ნამუშევართა გამოფენას (1914 -1995).

დავით გაბაშვილიდავით გაბაშვილი დაიბადა 1914 წელს, თბილისში, დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია 1939 წელს, იყო იოსებ შარლემანის, სამხატვრო აკადემიის ერთ-ერთი დამაარსებლის მოწაფე, გაიარა სკოლა, რომელიც ზუსტად მიესადაგა მის სტილს. მუშაობდა სახელმწიფო გამომცემლობებში, მუზეუმში, კინოსტუდიაში და ამასთანავე ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას, იყო ხატვის კათედრის გამგე.

დუდა გაბაშვილის, კლასიკოსი მხატვრის შემოქმედება ვრცელია, მოიცავს 60 წელს და ხასიათდება იშვიათი მრავალფეროვნებით. ითვლება, რომ მისი მხატვრობა ერთგვარი გარდამავალი და დამაკავშირებელი ეტაპია მეოცე საუკუნის პირველ და მეორე ნახევარს შორის. მხატვარს ჰქონდა გამოფენები საქართველოში, ინგლისში, გერმანიაში, რუსეთში.

დუდა გაბაშვილის შემოქმედება დღესაც ინარჩუნებს თავის მნიშვნელობას, როგორც ეპოქის ხელოვნების მიღწევათა ნათელი მაგალითი. მისი სახელი შესულია საუკეთესო საბჭოთა მხატვართა ასეულში.

გამოფენაზე წარმოდგენილია მხატვრის ოჯახის კერძო კოლექციაში დაცული 100-მდე ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრები, აგრეთვე ქანდაკება.

გამოფენა თბილისის ისტორიის მუზეუმში 2 ივლისამდე გაგრძელდება.
მისამართი: თბილისის ისტორიის მუზეუმი, სიონის ქ. #8.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი