19 ივლისი 2024, პარასკევი
მთავარისხვადასხვადავით აღმაშენებელი

დავით აღმაშენებელი

არ ვიცით, სხვა როგორ ჰფიქრობს და ჩვენ კი ასე გვგონია, რომ ერის დაცემა და გათახსირება მაშინ იწყება, როცა ერი, თავის საუბედუროდ, თავის ისტორიას ივიწყებს. დავით აღმაშენებელი როგორც კაცად არ იხსენება ის მაწანწალა ბოგანა, ვისაც აღარ ახსოვს – ვინ არის, საიდამ მოდის და სად მიდის, ისეც ერად სახსენებელი არ არის იგი, რომელსაც ღმერთი გასწყრომია და თავისი ისტორია არ ახსოვს. რა არის ისტორია? იგია მთხრობელი მისი თუ, – რანი ვიყავით, რანი ვართ და რად შესაძლოა ვიყვნეთ კვლავადაც. ისტორია თავის გულის ფიცარზედ იბეჭდავს მარტო სულისა და გულის მოძრაობას ერისას და ამ დაბეჭდვითა, როგორც სარკე, გვაჩვენებს იმ ღონეს და საგზალს, რომელიც მომადლებული აქვს ამა თუ იმ ერსა დღეგრძელობისთვის და გაძლიერებისთვის.

უკეთესნი და უდიდესნი მომქმედნი ერისა ხომ სხვა არა არიან-რა, თუ არ ერის გულის-ნადების და წყურვილის გამომეტყველნი და გამახორციელებელნი, რომელნიც ამის გამო თითქო შემოქმედობენ, თითქო ჰქმნიან ისტორიასა. ამიტომაც ეს ამისთანა მომქმედნი, ვამბობთ ჩვენ, დაუვიწყარნი უნდა იყვნენ, თუ ერს კიდევ ერობა ჰსურს და დედამიწის ზურგიდამ მტვერსავით ასაგველად არ გადაუდვია თავი. დავიწყება ამათი – საკუთარის ვინაობის დავიწყებაა, და თუ კაცს თავისი ვინაობა არ ახსოვს, რიღას მაქნისია? იგი ნადირია, რომელსაც, რაკი დედის ძუძუს მოჰშორდება, აღარ ახსოვს თავის მშობელი და სიცოცხლის მომნიჭებელი. გარდა იმისა, რომ ამ უკეთესთა და უდიდესთა მომქმედთა მეოხებით და ღვაწლით ვცხოვრობთ დღესა და ვსულდგმულობთ, ამათ სხვა სამსახურიც მიუძღვით ჩვენ-წინა. ისინი ცხოველი მაგალითებია მისი, თუ რა სიმაღლემდე შეუძლიან ერს ამა თუ იმ გარემოებაში მიაღწიოს. რამოდენადაც დიდ-ბუნებოვანია ამისთანა მომქმედი, რამოდენადაც ეს დიდ-ბუნებოვნება ხშირია რომლისამე ერის ისტორიაში, იმოდენად უფრო უტყუარი საწყაო გვაქვს ხელთ ერის სიკეთის, ძალ-ღონის და შემძლებლობის აწყვისათვის. თუ გუშინ იყვნენ ჩემის სისხლისა და ხორცის დიდებულნი და სახელოვანნი კაცნი, რა მიზეზია, რომ ხვალაც არ გამოჩნდნენ, თუ გარემოების იგივეობას ვიგულისხმებთ.

გარდა იმისა, რომ ამ უკეთესთა და უდიდესთა მომქმედთა მეოხებით და ღვაწლით ვცხოვრობთ დღესა და ვსულდგმულობთ, ამათ სხვა მნიშვნელობაცა აქვთ ერისათვის. ერი თავის გმირებში ჰპოულობს თავის სულსა და გულსა, თავის მწვრთნელსა, თავის ღონეს და შემძლეობას, თავის ხატსა და მაგალითს. ამიტომაც იგი ზოგს იმათგანს წმინდანების გვირგვინითა ჰმოსავს და ჰლოცულობს, ზოგს დიდ-ბუნებოვნების შარავანდედითა, და თაყვანს-სცემს სასოებით და მადლობითა, ამიტომაც საჭიროა იმათი ხსოვნა, იმათი დაუვიწყარობა.

“ჩვენთვის, ადამიანებისათვის, საჭიროაო, – ამბობს ბრძენი სენეკა, – იმისთანა კაცი, რომ მის მიხედვით და მაგალითით შევიძლოთ საკუთარის ხასიათის გაწვრთნა და გამტკიცებაო. ოჰ, რა ბედნიერია იგი, ვინც არამც თუ ჩვენთან ყოფნით გვწვრთნის ჩვენ, არამედ მარტო თავისის სახელის ხსენებითაცაო”.

ამისთანა ბედნიერი დავით აღმაშენებელია საქართველოს ერისთვის. მისი მიცვალების დღე 26 იანვარია. ხოლო საქართველოს ეკლესია, რომელიც ყოველთვის თავდადებით ჰპატრონობდა ჩვენს ერს და არასდროს დიდებას ერისას დავიწყებას არ აძლევდა, 26 იანვარს აქებს და ადიდებს სახელოვანს დავით მეფეს, რომელსაც უტყუარმა განაჩენმა ერისამ, ეკლესიის დალოცვითა და კურთხევით, აღმაშენებლის სახელი დაარქვა საუკუნო სახსენებლად. ამ მართლა-და დიდებულმა მეფემ ერთად მოუყარა თავი ქართველობას. აოხრებული ქვეყანა ააშენა, მტერი გაუფრთხო და გაუფანტა, და დღეს თუ ჩვენ ჩვენს ბინაზედ ვართ, – ეს იქნება იმისი ღვაწლი, იმისი სამსახურიც უფრო იყოს. დიდება სახელსა მისსა!..

ხოლო დავით აღმაშენებელი სადიდებელია ჩვენგან არა მარტო სახელოვან მეფობითა, არამედ თავის დიდ-ბუნებოვან კაცობითაც. იგი, თავგადადებული მოყვარე თავის ეროვნებისა და მართლმადიდებელის სარწმუნოებისა, დიდი პატივისმცემელი იყო სხვის ეროვნებისაც და სარწმუნოებისა. ამისთანა შემწყნარებელი სხვისა მაშინ, როდესაც იგი ყოვლად-შემძლებელ მბრძანებლად შეიქმნა სხვადასხვა თესლის და სხვადასხვა სარწმუნოების ერისა, ამისთანა სხვა ერის ღირსების თაყვანისმცემელი იმ დროში, როცა კაცი კაცს შესაჭმელადაც არა ჰზოგავდა, ამისთანა კაცთმოყვარული პატივისცემა სხვის ეროვნებისა, სხვის სარწმუნოებისა, ნუთუ საკვირველი და საოცარი მაგალითი არ არის მეთორმეტე საუკუნის კაცისაგან!

მეტი–ღა დიდ–ბუნებოვანობა მოეთხოვება განა მეთორმეტე საუკუნის კაცს მაშინ, როცა დღეს, მეცხრამეტე საუკუნის დასასრულს საკვირველებად მიგვაჩნია გლადსტონი, რომ ირლანდიის ეროვნებას და სარწმუნოებას ესარჩლება იმავე კაცთმოყვარეობით, რა კაცთმოყვარეოითაც დავით აღმაშენებელი სხვა ერს პატივსა–სცემდა! ჩვენს მატიანეებს თავი დავანებოთ და ვიმოწმოთ სხვა ერის მემატიანენი. ისინიც კი აღტაცებით იხსენიებენ დავით აღმაშენებელს, როგორც კაცს, პატივისმცემელს და შემწყნარებებლს სხვა ერისას და სხვა რჯულისას.

სომეხი მათე ედესელი ამბობს:

“დავით იყო წმინდა, კეთილმსახური, სავსე ქველმოქმედებით და მართლმსაჯული, დავითის გარშემო იკრიბებოდა დანარჩენი სომეხთა ნათესავი, რომელთათვის მან დაფუძნა საქართველოში ქალაქი კორი (გორი), სადაც მრავალი ეკლესია და მონასტერი ააშენა. მიაგო ჩვენს ნათესავს ყოველგვარი ნუგეშის ცემა და შვება”.

ვარდან დიდი სწერს:

“დავითს არავითარი სიძულვილი არა ჰქონდა სომხურის წირვა–ლოცვისა და ეკლესიისა: იგი ხშირად იდრეკდა თავს ჩვენს ხელქვეშ და ითხოვდა ჩვენს ლოვა-კურთხევას”.

ეგ კიდევ არაფერი, რომ დავით აღმაშეებელი ასე ექცეოდა სომხებს, რომელნიც, რაც უნდა იყოს, ქრისტიანები იყვნენ და არიან. დიდ-ბუნებოვანი კაცთმოყვარეობა დავით მეფისა მაჰმადიანებსაც მოეფინათ, და მით უფრო ბრწყინვალეა ეს ამბავი, რომ მაჰმადიანები თვით დავით მეფისა და მისის ერის სარწმუნოებას ერჩოდნენ აღმოსაფხვრელად. – მაჰმადიანთა მწერალი ალ-აინი აი რასა სწერს:

“დავითს სთხოვეს მუსულმანებმა, რომ ქრისტიანეთ არა ჰქონდათ ნება მუსულმანებთან ერთად შესვლისა აბანოში და აღეკრძალნა გიაურებისათვის მათი ავად ხსენება. დავითმა ყოველივე ეს თხოვნა აუსრულა. დავითი თავისი შვილის დიმიტრითურთ ყოველ-დღე დადიოდა უმთავრესს მეჩითში, ისმენდა სამეფო ლოცვას და თვით ყორანის კითხვას. დავითი უხვად აძლევდა ფულს ქატიბს და მუაძინებს. მან ააშენა უცხო ტომთათვის ქარვასლები, და პოეტთათვის, რომელთაც ულუფას უნიშნავდა. თუ ვინმე ისურვებდა ტფილისის დატევებას, გულ-სავსებით ხელს უპყრობდა და მგზავრობის ღონისძიებას აძლევდა ფულით. დავითი უფრო მეტს პატივსა-სცემდა მუსულმანთა, ვიდრე მთავარნი მუსულმანთანი”.

ყოველივე ეს დიდსულოვნება და სულგრძელობა დავითისა მაშინ არის მომხდარი, როცა ძლევამოსილი იგი მეფე სრულად გაბატონდა თავის ქვეყანაში და, მაშასადამე, ამისთანა პატიოსანი და განათლებული ქცევა მარტო იმის დიდ-ბუნებოვან გულს და გონებას უნდა მიეწეროს და არაფერს სხვას. იმას აღარ ვამბობთ, რომ სნეულთა, უღონოთა და საპყართათვის დავითმა ააშენა სამკურნალო, თითონ ხშირად დადიოდა ამ უბედურთა სანახავად და მოსაკითხავად.

აი ეს დიდებული მეფე – რა დიდებულ კაცურ-კაცის სახესაც მოგვივლენს თვალ-წინ და რა თავმოსაწონებელს საბუთს გვაძლევს ხელთა. აი ამისთანა კაცის ხსენებაა გამაცოცხლებელი ერისა და ამისთანა კაცის არ-ხსოვნა მომაკვდინებელ ცოდვად უნდა ჩაეთვალოს ერსა, რომელმაც იგი ჰშვა და თავის ძუძუთი გამოჰზარდა. ჩვენმა დამცველმა ეკლესიამ ეს კარგად იცოდა და ამიტომაც 26 იანვარი დაგვინიშნა, რომ წელიწადში ერთხელ მაინც გავიხსენოთ ეს ქართველთათვის თავმოსაწონებელი დიდებული მეფე, დიდებული კაცი.

კაცს ორი სახელი უნდა ჰქონდესო, – ამბობს ჩვენი ერი, – ერთი აქ დასარჩენი, მეორე თან წასაყოლიო. ეს ანდერძი ქართველისა ისე არავის შეუსრულებია, როგორც დავით მეფესა. აქ აღმაშენებლის სახელი დარჩა, როგორც მეფეს, და იქ, როგორც დიდ-ბუნებოვანმა კაცმა – წაიყოლა სახელი წმინდანისა, დიდების გვირგვინით შემკობილი.

ილია ჭავჭავაძე
გაზეთი “ივერია”, №17, 1888 წ.

მსგავსი სტატიები

34 COMMENTS

  1. დავით აღმაშენებელი არასდროს ( “დავითს არავითარი სიძულვილი არა ჰქონდა სომხურის წირვა–ლოცვისა და ეკლესიისა: იგი ხშირად იდრეკდა თავს ჩვენს ხელქვეშ და ითხოვდა ჩვენს ლოვა-კურთხევას ) ( ვენს მატიანეებს თავი დავანებოთ და ვიმოწმოთ სხვა ერის მემატიანენი. ისინიც კი აღტაცებით იხსენიებენ დავით აღმაშენებელს, როგორც კაცს, პატივისმცემელს და შემწყნარებებლს სხვა ერისას და სხვა რჯულისას.) ( დავითმა ყოველივე ეს თხოვნა აუსრულა. დავითი თავისი შვილის დიმიტრითურთ ყოველ-დღე დადიოდა უმთავრესს მეჩითში, ისმენდა სამეფო ლოცვას და თვით ყორანის კითხვას. დავითი უხვად აძლევდა ფულს ქატიბს და მუაძინებს. მან ააშენა უცხო ტომთათვის ქარვასლები, და პოეტთათვის, რომელთაც ულუფას უნიშნავდა. ) რაც აქ წერია ეს დიდი მკრეხელობაა და ცილისწამება.წმ.მეფე დავითი გამოირჩეოდა მართლმადიდებლური დოგმის მკაცრი დაცვით,როგორ შევიდოდა იგი მეჩეთში და ააგებდა ქარვასლებს როცა ეს გვეკრძალება ქრისტიანებს,ასევ ლოცვა-კურთხევას როგორ თხოვდა მონოფიზიტებს რომლებმაც დაამახინჯეს ქრისტიანული დოგმა. ასე რომ წმ.მეფეზე ესეთი მკრეხელობის წერა არ შეიძლება,იქნებ კითხოდ სასულიეო პირებს და ისე დაწეეროდ შემდეგში.

    • daviti martlac shedioda mechetshi. magram ara imitom ro es siamovnebda aramed imito rio ese iyo sajiro, rametu is dro rtuli iyo qveynisatvis, da daviti cdilobda urtiertoba ar areoda sva ertan.daa meorec mechetshi shesvla gvekrdzaleba chven, radgan ar gvak sakmarisi rwmena, tore daviti brzeni iyo da mas hkonda amis ufleba.

  2. თქვენ კიდევ მეტი მოგეკითხებად რადგან ჟურნალის ყდაზე გარკვევით წერია ( საზოგადოებრივ – რელიგიური ჟურნალი ). მაშინ ასეთი მკრეხელობების წერას თუ დაიწყებთ დააწერეთ საზოგადოებრივ ეკუმენისტური ჟურნალი… იმდია გაითვალისწინებთ !!!

  3. ბატონო გიორგი…
    ეს წერილი ილია ჭავჭავაძეს ეკუთვნის, რომელიც ქართულმა ეკლესიამ წმიდანად შერაცხა, წმინდანის წერილის “მკრეხელობად” მოხსენიება, რბილად რომ ვთქვა, მიურებელია ..

  4. წმ.მეფის ესეთი გაეკუმენისტება თქვენი აზრით მიღებულია ? თქვენთვის საეჭვო არ იყო ეს სტატდია,როცა ამას წერდით-აქვეყნებდით არ გიფიქრიოათ იმაზე რომ წმ.მეფე ამას არ იზამდა? ესეთი მკრეხელური სტატიები უწერია კონსტანტინე გამსახურდიას და ლევან სანიკიძეს. იმედია შეეკითხებით მოძღვარს ( თუ გყავთ ) და წაშლით ამ საშინელებებს

  5. წმიდა ილია მართალი წმიდანად არის შერაცხული… ამით ყველაფერია ნათქვამი.. თქვენთან კამათს არ ვაპირებ, საპატრიარქოს მიმართეთ და იქ გაარკვიეთ თქვენი პრობლემები და ეჭვები წმიდა ილია მართლის წერილთან დაკავშირებით. ეს ჩემი კომპეტენცია არაა..

  6. ამ გაზეთის ვერსია გამომიგზავნეთ ან ლინკი,მე მგონია ეს ყველაფერი გაკეთებულია,იმისთვის რომ ხალხს გზა აებნეს და კიდევ უფრო მეტი უნდობლობა გაუჩნდეთ ეკლესიის ერთობისა და სისწორისა.

  7. ბატონო გიორგი..
    თქვენ თუ ილია ჭვავჭავაძის წერილებსა და ნაშრომებს სათანადოდ არ იცნობთ, უფლება არ გაქვს ასეთი საშინელი ცილი დასწამოთ ამ ჟურნალს..ჯობია ჯერ კარგად გაეცნოთ ილიას შემოქმედებას…

  8. მემგონი თქვენ ჯობია კარგად გაეცნოთ წმ.მეფის სულიერ ცხოვრებას და მერე დაწეროდ მის შესახებ. თქვენი საუბრებიდან ჩანს რომ წმ.მეფე ეკუმენისტი ყოფილა?

  9. )))) ეს წერილი ჩემი კი არა, წმიდა ილია მართალის მიერაა დაწერილი.. ასე რომ ძალიან გთხოვთ, ამ კითხვებით მე ნუ მომმართავთ..მიმართეთ საპატრიარქოს ..

  10. თქვენ ხომ ხართ მართლმადიდებელი,თქვენ არ გაგიჩნდათ პროტესტი? ვისი კურთხევით იბეჭდება ეს ჟურნალი ?

  11. გმადლობთ რომ პირადად ჩემი აზრი ასე ძალიან გაინტერესებთ..))) მე პროტესტი არ გამჩენია, თანაც რა უფლება მაქვს წმიდანის წერილში ეჭვი შევიტანო..რადგან ეკლესიამ ილია ჭავჭავაძე წმიდანად შერაცხა, მისი ნააზრევიც მისაღებია ქართული ეკლესიისათვის.. ასე რომ …

  12. ასე რომ პასუხს ველი ვისი კურთხევით იბეჭდება ეს ჟურნალი?

  13. გლდანში რომ მამა -დავითია მისი კურთხევით იბეჭდება? რატომ მალავ ვერ გავიგე,ხომ თვლი რომ სწორად წერია ყველაფერი

  14. :D:D:D:D დასამალი რა მაქვს??
    მაპატიეთ, რომ კომპთან არ ვიჯექი და ასე უცებ ვერ გიპასუხეთ..თანაც საიტზე გარკვევით წერია ვისი კურთხევითაც იბეჭდება ეს ჟურნალი.
    დიახ, დეკანოზი დავით დათუაშვილის კურთხევით..და რა პრობლემა გაქვთ ვერ გავიგე კონკრეტულად ამ ჟურნალთან?
    :D: საოცარია პირდაპიირ….:D:D ძალიან მაინტერესებს ილია ჭავჭავაძეს რომ შეეძლოს პასუხის გაცემა , ნეტავ რას გეტყოდათ???)))))

  15. წმ.დავით აღმაშენებელი თქვენი აზრით რას იტყოდა ამ მწვალებლობაზე?

  16. თქვენ ორ წმიდანს უპირისპირებთ ერთმანეთს..ეს ჩემი კომპეტენცია არაა და ვწყვეტ ტქვენთან პოლემიკას..

  17. ღმერთმა გიშველოთ და გონება გაგინათოდ.

  18. გმადლობთ, თქვენც ასევე..!! გაიხარეეთ

  19. გიორგი ჩემო სეხნია.

    გული მწყდება თქვენი გაუნათლებლობისა, უვიცობისა და აგრესიულობის გამო.
    აქ რომ ასეთი ამბავი ატეხეთ, ჯერ ერთი არც ნესტანს არც თეონას არც მამა დავითს დაუწერია ეს სტატია, შავით თეთრზე წერია რომ წერილი ეკუთვნის ილია ჭავჭავაძეს და ამოღებულია, გაზეთი “ივერია”, №17, 1888 წ. გამოცემიდან. (ისე საჯარო ბიბლიოთეკაში შეგიძლიათ ორიგინალში წაიკითხოთ ეს სტატია და დარწმუნდეთ, რომ იგი ერთი ერთში იდენტურია).
    მეორე თქვენი შეურაცხყოფა ამ ინტერნეტ-ჟურნალისადმი და მისი შემოქმედებისადმი, თითქოს ისინი ეკუმენისტები არიან, პირდაპირ გეტყვით სასაცილოა, ხოლო თქვენი აგრესიული, უარგუმენტო პოზიცია იმაზე მეტყველებს, რომ თქვენ სიმართლის დადგენის მიზანი კი არა იარლიყების დაკიდება გაქვთ განზრახული. თუმცა ის კი ძალიან კარგად იცით, რომ ილია ჭავჭავაძეს ანუ წმიდა ილია მართალს ვერაფერს დააკლებთ და გინდათ ჯოხი ჟურნალ ,,ამბიონზე” გადატეხოთ, თუმცა ამასაც პირდაპირ გეტყვით, ძალიან უბადრუკი მცდელობაა, რადგან გეტყობათ საქართველოს ისტორიასთანაც მწყრალად ხართ, თორემ ამას როგორ დაწერდით, რომ დავით აღმაშენებელი თქვენი საუბრიდან გამომდინარე ეკუმენისტიაო. წმიდა მეფე დავით აღმაშენებლის გენიალობა სწორედ იმაში მდგომარეობდა, რომ მან საღად შეაფასა საქართველოს და მის გარშემო არსებულ ქვეყნების პოლიტიკური ვითარება და სწორედ რელიგიური შემწყნარებლობა აქცია თავის პოლიტიკური მოღვაწეობის ერთ-ერთ მთავარ იარაღად. რამაც სხვა პოლიტიკურ-ეკონომიკურ რეფორმებთან ერთად, საქართველოს არნახული გაძლიერება და რეგიონში პოლიტიკის წარმმართველის ფუნქციის შეძენა გამოიწვია.
    თუმცა თქვენი პათოსი მომდინარეობს უფრო სხვა უბრალო მიზეზიდან, თქვენ გაღიზიანებთ და გაშფოთებთ ის რომ ამ ინტერნეტ-ჟურნალში არ არის ფანატიზმი და რელიგიური აგრესია.
    ხელები შორს ,,ამბიონისგან”.
    მეც და აქ შემოსულ ადამიანთა 99% მოგვწონს და გვიყვარს ეს გამოცემა, (სხვათა შორის თქვენზე არა ნაკლები მართლმადიდებლები ვართ), და ჩვენ ვთვლით რომ ,,ამბიონი” ბევრ სასარგებლოს გვაძლევს.(ამაზე მეტყველებს ჩვენი მადლიერების წერილები).
    ჩემი კეთილი რჩევაა თუ თქვენთვის მიუღებელია აქ გამოქვეყნებული მასალა, ელემენტარულად აღარ შემოხვიდეთ ამ საიტზე და თვენც დაისვენებთ და ჩვენც აღარ შევწუხდებით.

    კეთილი სურვილებით გიორგი ამილახვარი.

  20. ქართული ცხოვრების 2-ე ტომში გარკვევი წერია წმ.მეფის წმ.ცხოვრება – ფანატიზმი და აგრესია სად დაინახე? მართლმადიდებლობა არის ადამიანთ შემწყნარებელი და არა რჯულთ შემწყნარებელი. ეკუმენისტი მე კი არ გამოვიყვანე წმ.მეფე არამედ თქვენმა სტატიამ.( იგი ხშირად იდრეკდა თავს ჩვენს ხელქვეშ და ითხოვდა ჩვენს ლოვა-კურთხევას ) ( დავითი თავისი შვილის დიმიტრითურთ ყოველ-დღე დადიოდა უმთავრესს მეჩითში, ისმენდა სამეფო ლოცვას და თვით ყორანის კითხვას. ) ეს ადამიანო რას ნიშნავს ? გიორგი ჩემი ნომერია 871 27 28 02 იქნებ დამირეკო

  21. თქვენ მოყვანილი გყავთ სომეხი და მუსულმანი მემატიანეები,იქნებ გადაგეხედათ ქართული პროზისათვის? გ ა ლ ო ბ ა მ ე რ ვ ე

    ესენი ვცოდენ სახარებისა სჯულთა
    და მცნებათა შენთა შინა,
    მცემელთა რაჲ ყურიმლისა მიპყრობასა,
    და გლახაკთათჳს განშიშულებასა,
    და რაჲთურთით არა ფიცსა
    შენ, სჯულის-მდებელი ჩემი, ჰბრძანებდი
    და გულისთქუმითა მიმხედველობასა
    განსრულებულად მრუშებად დასდებდი.

    დაღათუ ესრეთ განვხრწნენ ყოველნი გრძნობანი
    და ყოვლად ხრწნილება ვიქმენ,
    გარნა არავე აღვიხუენ ხელნი,
    არცა დავდევ სასოებაჲ ჩემი
    ღმრთისა მიმართ უცხოჲსა, არცა
    უცხო-თესლი რაჲმე სარწმუნოებაჲ
    საწურთელ-ვჰყავ სულისა, გარეშე მისსა,
    რომელი მასწავეს ღმრთისმეტყუელთა შენთა.

    და აწ, მომდრეკელი მუჴლთა გულისათაჲ,
    ვჴმობ, ვითარცა სხუაჲ მანასე:
    მილხინე, ჰოჲ, მეუფეო, მილხინე
    და ნუ წარმწყმედ ცოდვათა შინა,
    და ნუ იჴსენებ ძჳრთა ჩემთა,
    და ნუ დამსჯი მე ქუესკნელთა თანა,
    რამეთუ შენ ხარ ღმერთი მონანულთაჲ,
    ამაღლებული ზესკნელს ცათა ძალთაგან. რუის-უბნისის კრებასაც გადახედეთ. (დიდი მადლობა რომ გაუნათლებელი მიწოდეთ )

  22. იქნებ რუის-უბნისის კრებისთვის გადაგეხედათ; ( ჩემი კეთილი რჩევაა თუ თქვენთვის მიუღებელია აქ გამოქვეყნებული მასალა, ელემენტარულად აღარ შემოხვიდეთ ამ საიტზე და თვენც დაისვენებთ და ჩვენც აღარ შევწუხდებით. ) მინდა გიპასუხოდ: ყოველთვის მიუღებელი იქნება ჩემთვის ასეთი მკრეხელური მასალის დაწერა წმ.მეფეზე ! ! ! დიდგორის ბრძოლის წინ წმ.მეფემ მეომრებს მოუწოდა ეჰა, მეომარნო ქრისტესანნო! თუ ღვთის სჯულის დასაცავად თავგანწირვით ვიბრძოლებთ, არათუ ეშმაკის ურიცხვ მიმდევართა, არამედ თვით ეშმაკსაც იოლად დავამარცხებთ!..» დაამარცხა კიდეც!.. და თქვენ ამის მერე წერთ რომ წმ.მეფე მეჩეთში შედიოდა და ყურანს ისმენდა? მას რომ სომხებისაგან ლოცვა-კურთხევა აეღო და მეჩეთებში ყურანისათვის ესმინა ხვთისაგან ამხელა მადლს ვერ მიიღებდა და ვერც საქართველო გახდებოდა ნიკოფსიიდან-დარუბანდამდე. პირიქით რაც ჩვენ დღეს გვჭირს ის დაემართებოდა ,მაშინდელ საქართველოს !!!

  23. წმიდაო დავით აღმაშენებლო და წმიდაო ილია მართალო, თქვენ დაიფარეთ სრულიად საქართველო.!
    ბატონო, გიორგი, წმიდა ილია მართლის წერილს რომ მკრეხელობასა და მწვალებლობას უწოდებთ ეს მართლმადიდებლური საქციელია? ძალიან ცუდ და სასაცილო მდგომარეობაში აყენებთ საკუთარ თავს , რადგან წმიდა ილია მართალის წერილზე პასუხს ამბიონისგან ითხოვთ.)) ეს უკვე მარაზმია.
    მაშინ ილია ჭავჭავაძის ყველა ტომეული დავწვათ და “ინკვიზიცია ” მოვუწყოთ ბიბლიოთეკებს. პასუხს ვისგან ითხოვთ ან რაზე ითხოვთ სრულიად გაგუგებარია.. და ეს თქვენი დამაჯერებელი ტონი კი გამაღიზიანებლი და სასაცილოა.
    მომიტევეთ, უბრალოდ სხვა ფორმით ვერ შევძლებდი ამ აზრის გამოხატვას.
    შეგეწიოთ წმიდა დავით აღმაშენებელი და წმიდა ილია მართალი!!!

  24. დავალება მქონდა დასაწერი და ზუსტად მოვძებნე რაც მინდოდა:)

  25. გიორგი არ ხართ გათვითცნობიერებული. რელიგიათმცოდნე ვარ. თქვენ სამეფო ხელისუფლების შესაძლებლობებს არ იცნობთ ალბათ. ეკუმენისტია თუ არა მაგას მხოლოდ საეკლესიო კანონიკა წყვეტს. არაა ეგ თქვენი და სხვისი საქმე. მეფე კი და მითუმეტეს დავითი მოგეხსენებათ ალბათ რომ ეკლესიისთვის რას ნიშნავდა. ასე რომ რატომ ნერვიულობთ. როცა არ გესმით და არ ხართ ჩახედული ამ საკითში საკმარისად ღრმად, შორს ნუ წაიგრძელებთ კისერს. წუთისოფელს საკმაოდ ალესილი ცული აქვს… თვენ თვენ საქმეს მიხედეთ. ალბთ წაგიკითხიათ ბევრი წიგნი და თავი საკმაოდ მცოდნედ მიგაჩნიათ…მეტი სიღრმეა საჭირო ამ საკითხში. რადიკალი ბრძნადებით. ეროვნული რადიკალი. თქვენ კი ძირფასი ამბიონელებო მეტი სიფრთხილე და მოთმენა გმართებთ. ვინც ვერ გაიგებს იმას არც უნდა აუხსნა…ეს იგივეა მტერს გაანდო საიდუმლო. “შეუცნობელნი არიან გზანი უფლისანი”…

  26. ნება მიბოძეთ ჩემი აზრი გამოვთქვა ამასთან დაკავშირებით,არავისთვის უცხო არაა ის ფაქტი ,თუ რა უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა გინდ ილია ჭავჭავაძეს,გინდ დავით მეფეს ქართული სახელმწიფოებრიობაში,მის განვითარებაში,ამიტომ სჯობია ყოველი წერილი წმინდანების მიერ გამოქვეყნებული თუკი ვინმესში რაიმე ეჭვს ბადებს,წმინდა სინოდთან ერთად იქნეს განხილული,და ახსნილი ამ ადამიანებისთის ამ წერილის შინაარსი,ილია ჭავჭავაძე წმინდანად არის შერაცხული და ნამდვილად წმინდანია ყოველივე იმის გამო რაც მან ქვეყნისთვის გააკეთა,მაგრამ ისიც მოგეხსნებათ ,რომ არც ერთი ადამიანი,მათ შორის წმინდანიც არ არის შეუმცდარი სიცოცხლეში ერთხელ მაინც,ამიტომაც ვთქვი რომ საპატრიარქოსთან ერთად უნდა იყოს განხილული ასეთი წერილები,მიზეზი ის არის რომ ,დავით აღმაშენებელი
    სხვანაირად იწოდება მესიის მახვილად,აქედან გამომდინარე დავით მეფე იყო თავად უფლის,იესო ქრისტეს მიერ მოვლენილი სასწაული საქართველოსთის,იგი პატივს სცემდა სხვის ეროვნებას, სარწმუნოებას,ეს ისტორიულად დასტურდება,სხვისი სარწმუნოების კითხვა არ არის ცოდვა თუ იგი უბრალოდ ინტერესს ემსახურება,რამდენი ენა იცოდა დავით მეფემ ისტორიულად გარკევვით წერია რომ მან უამრავი ენა იცოდა,მაგრამ ის რომ მუსლიმანებიდან მან ლოცვა კურთხევა მიეღო ან მაგდაგვარი ,ან თუნდაც
    კათოლიკებიდან და გროგირალნული სარწმუნოებიდან,მაპატიეთ ყველამ და ნურავის ნუ გაუკვირდება რომ ეს ვიგაცაში ეჭვს იწვევს ,არავინ არაა შეუმცდარი,მთავარია ახსნა შეგეძლოთ და არა შეურაცყოფები და ვინმეს ბოროტებად გამოცხადება,

  27. წმ. ილია მართალი წმიდანია, მაგრამ ყოველთვის უშეცდომო ნამდვილად არ ყოფილა.

    მე წავიკითხე, რომ ერთხელ თურმე მამა გაბრიელი რუსთაველზე ხმამაღლა საყვედურობდა წმ. ილია მართალს, “განდეგილში” ეგრე რატომ დაწერაო რომ ასკეტი ბერი ეგრე დაეცაო. “რა იცოდა მან ბერის ძალაო!..” ხოლო შემდეგ აქებდა და სიყვარულით მოთქვამდა, როგორ ესროლეს სამშობლოს დიად შვილსო!

    ეს იმას ნიშნავს, რომ წმ. ილიამ მაშინ დაწერის დროს არ იცოდა ის, რასაც მამა გაბრიელი ამბობდა – რომ წმიდა ბერი ყველაფერს მასთან მისულს და ყველაფერს ბოლომდე აკონტროლებს, ისე რომ შეუძლებელია დაეცეს. როგორც მამა გაბრიელი აკონტროლებდა ყველას და აზრებსაც კითხულობდა.

    მამა გიორგი ბასილაძეზე წიგნში წერია ეს ამბავი.

    წმ. ილია მართალი – მართალი კაცი იყო, თვითონ რასაც წერდა ალალად წერდა, იმას რაც იცოდა და ხედავდა. იქნება მართალია ის სომეხი მემატიანე? მართალი კაცი არაფერს გაურბის და ყველაფერს თვალს უსწორებს.

    მე არა მგონია მთლად ეგრე ყოფილიყო როგორც სომეხი მემატიანე აღწერს, და არც ის მგონია რომ დავით მეფის სიწმინდეს დააკლებდა რამეს მართლა ეგრე რომ ყოფილიყო, ან სომხების სარწმუნოების “სიმართლეს” შემატებს რამეს. წმიდანებს ყველაფრის უფლება აქვთ… ის გაიხსენეთ, თამარ მეფის მეფობის დროს რომ ერთხელ და სამუდამოდ გაარჩიეს სომხურსა და ქართულ სარწმუნოებას შორის რომელია მართალი

    • mec vici ro iliac codvili iyo, da shecdomebic daushva, magram man icxovra ise ro moepovabina cata sasufeveli, mashin raga unda vtkvat mariam magdalinelze? bevri wmindani iyo ert dros mzime codvebshi , tumca mat shemdgomshi achvenes jeshmariti sinanuli.ucodveli mxolod erti iyo da isic jvarze gavakarit

  28. me vfikrob rom ar heidzleba vimsjelod an gavakritikot mefe romelic wmindania, chven vin mogvca amis ufleba, ar sheidzleba yvelaferi interneshi iyos gansaxilveli

  29. gilocavt yvelas! exla gvinda exla axali agmashenebeli mara … giorgi martali xar (pirveli g.) da saertod ras eferebit am somxebs ver vxvdebi. shegvewios dgevandeli dgis madli!!!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

კატეგორიები

ახალი კომენტარები