მთავარი » ქრისტიანობა

“დავინახე, რომ შენს ადგილზე იდგა წმინდა ნიკოლოზი”

სტატიის ავტორი: | თარიღი: 18.12.2014 | 3,270 ნახვა

სამოქალაქო ომი მძივნარებდა. ახალგაზრდა გოგონა – ე.პ. თავისი სახლის წინ იდგა. უეცრად მან დაინახა იარაღმომარჯვებული გლეხი, წმინდა ნიკოლოზი რომელსაც იგი მიზანში ჰყავდა ამოღებული. გოგონამ თრთოლვით მიიკრა მკერდზე ხელები და დიდი რწმენითა და სასოებით ილოცა: „წმიდაო ნიკოლოზ, სასწაულთმოქმედო ქრისტესო, შემეწიე მე!“ მოულოდნელნად გლეხმა იარაღი დააგდო და გოგონას უთხრა: „ახლავე წადი, გაიქეცი, სადაც გინდა, მეტად აღარ მომხვდე თვალში“.

გოგონა სახლში შევარდა, აიღო საჭირო ნივთები და სადგურისკენ გაიქცა. იმ დღიდან მან მოსკოვში დაიდო ბინა. გავიდა რამდენიმე წელი. ერთხელ კარებზე კაკუნი მოისმა. ზღურბლზე გამხდარი, ჩამოძონძილი კაცი იდგა და კითხულობდა, აქ ცხოვრობდა თუ არა ე.პ. იგი შინ შეიპატიჟეს. როდესაც უცნობმა დაინახა ის, ვისაც ეძებდა, ფეხებში ჩაუვარდა და შენდობა სთხოვა. მასპინძელი დაიბნა, არ იცოდა, რა მოემოქმედა: წამოაყენა და აუხსნა, რომ მას არ იცნობდა.

„ნუთუ ვერ მიცანი? ეს მე ვარ, სწორედ ის, ვისაც შენი მოკვლა უნდოდა. როგორც კი იარაღი მოვიმარჯვე და დაგიმიზნე, დავინახე, რომ შენს ადგილზე იდგა წმინდა ნიკოლოზი. ვერ შევძელი მისთვის მესროლა“ – თქვა სტუმარმა და ფეხებში ჩაუვარდა მასპინძელს. „მას შემდეგ ავად ვარ. შენი მოძებნა გადავწყვიტე. სოფლიდან ფეხით ჩამოვედი“.

ე.პ.-მ ოთახში შეიყვანა გლეხი, დაამშვიდა და უთხრა, რომ ყოველივეს ჰპატიობდა. შემდეგ აჭამა და სუფთა ტანსაცმელი ჩააცვა. „ახლა კი დაწყნარებული მოვკვდები“, – თქვა მოხუცმა.

მართლაც, რამდენიმე დღის შემდეგ მან მშვიდად მიაბარა სული უფალს. სიკვდილის წინ აღსარება თქვა და უფლის წმიდა საიდუმლოს ეზიარა. ე.პ.-მ დაიტირა გლეხი, როგორც ძალზე ახლობელი ადამიანი.

“მართლმადიდებლური სასწაულები XX საუკუნეში”,
კრებული I, თბილისი, 1996 წ.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი