მთავარისაზოგადოება"დავეხმაროთ გაჭირვებულ ხალხს"

“დავეხმაროთ გაჭირვებულ ხალხს”

თუკი ადამიანს კეთილი საქმის გაკეთების სურვილი აქვს, მას წინ ვერაფერი გადაეღობება. ამის ერთ-ერთი მაგალითია ოთხი ქართველი სტუდენტი. მათ სოციალურ ქსელში (Facebook) შექმნეს გვერდი “დავეხმაროთ გაჭირვებულ ხალხს”. ელენე კერესელიძე, თამთა საღინაძე, გიგი სალუქვაძე, გიორგი გურგენიძე ამ გვერდის მეშვეობით აგროვებენ ტანსაცმელს, ფეხსაცმელს, საოჯახო ნივთებს, სათამაშოებს და სხვა, რაც შემდეგ მრავალშვილიან და გაჭირვებულ ოჯახებთან მიაქვთ. “ამბიონი” ამ საქმის ორგანიზატორებს ესაუბრა.

გვიამბეთ თქვენი ინიციატივის შესახებ…

ელენე კერესელიძე (იდეის ავტორი): “ეს იდეა გამიჩნდა დიდი ხნის წინ, მაგრამ, გარკვეულ მიზეზთა გამო, განხორციელება ვერ მოვახერხე… სამი თვის წინ კი იდეა გავუზიარე ჩემს სამ მეგობარს (ჩემივე გუნდის წევრებს), რომლებიც გვერდში ამომიდგნენ და შევუდექით საქმეს… სოციალური ქსელის მეშვეობით დავუკავშირდით მეგობრებს და მივაწოდეთ დეტალური ინფორმაცია ჩვენი მიზნების შესახებ…

ამ დროის განმავლობაში მოვახერხეთ, შეგვეგროვებინა დიდი რაოდენობით ტანსაცმელი და სხვადასხვა ნივთი… მეგობრებისა და ახლობლების გარდა სრულიად უცნობი ადამიანებიც ძალიან დაგვეხმარნენ, რისთვისაც მინდა მადლობა გადავუხადო მათ… მათი შემწეობის გარეშე იდეა დარჩებოდა მხოლოდ იდეად.

საინიციატივო ჯგუფში ვართ ოთხი მეგობარი: ელენე კერესელიძე, თამთა საღინაძე, გიგი სალუქვაძე, გიორგი გურგენიძე… იმის მიუხედავად, რომ სტუდენტები გახლავართ და გვაქვს საკმაოდ დატვირთული რეჟიმი, გვინდა ყოველთვის გამოვნახოთ დრო, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანის დახმარება მოვახერხოთ…

სოციალური ქსელის მეშვეობით ვცდილობთ, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია და ჩავრთოთ ისინი ამ საქველმოქმედო საქმეში. სწორედ ამიტომ Facebook-ზე შევქმენით ჯგუფი სახელწოდებით “დავეხმაროთ გაჭირვებულ ხალხს”, სადაც ყოველდღიურად გვიკავშირდებიან და გამოთქვამენ დახმარების სურვილს. ჯგუფში ამჟამად გაწევრიანებულია 1500-მდე მომხმარებელი…

პირველი ადამიანი, ვისი დახმარებაც ჩვენ შევძელით, არის 3 წლის ლუკა და მისი დედა ტატა… ლუკა ორი თვეა, რაც დამწვრობის ცენტრში მკურნალობს. მას ჩაუტარდა ორი ოპერაცია და მესამე გახლდათ დაგეგმილი, რათა არ დასჭირვებოდა ფეხის ამპუტაცია. ეს ინფორმაცია შევიტყვეთ სოციალური ქსელის მეშვეობით. დავუკავშირდით ქალბატონ ტატას და გადავეცით მათ ტანსაცმელი, სათამაშოები და სხვადასხვა გამოსადეგი ნივთი. მეორეა ლაზარიშვილების 6 შვილიანი ოჯახი. მათ შესახებ შევიტყვეთ სატელევიზიო გადაცემიდან… ოჯახი გაუსაძლის პირობებში ცხოვრობს: მამა – ინვალიდი, დედა- დიასახლისი, უმუშევარი, შვილები კი – სკოლის მოსწავლეები. მათ ესაჭიროებათ დახმარება საზოგადოების მხრიდან. ჩვენ მათთვის შევაგროვეთ სხვადასხვა ნივთი, რომლებსაც აუცილებლად მივაწვდით..

აპირებთ თუ არა, რომ მომავალში რაიმე საქველმოქმედო ორგანიზაცია ჩამოაყალიბოთ და ოფიციალური, უფრო მასშტაბური სახე მისცეთ ამ წამოწყებას?

დიდი სურვილი გვაქვს საქველმოქმედო ორგანიზაციის ჩამოყალიბებისა, ვინაიდან ამ საქმეს სჭირდება გარკვეული ფინანსური მხარდაჭერა და ამჟამად ჩვენ არ გვყავს სპონსორი. ჯერჯერობით ვერ ვახერხებთ ამ საქმისთვის ოფიციალური სახის მიცემას. თუ დაინტერესება იქნება რომელიმე ორგანიზაციიდან და გამოჩნდება სპონსორი, ჩვენ ყოველივე ამას მუდმივ სახეს მივცემთ.

ჩვენი თხოვნა იქნება, შემოგვიერთდნენ ჩვენსავე ჯგუფში “დავეხმაროთ გაჭირვებულ ხალხს”, სადაც აქტიურად გავავრცელებთ ინფორმაციას იმ ოჯახების შესახებ, რომლებსაც სჭირდებათ ჩვენი დახმარება. შესაბამისად, მათ საშუალება მიეცემათ თავადვე გახდნენ ამ კეთილი საქმის მონაწილენი. გთხოვთ, რომ გამოიჩინოთ გულისხმიერება და შეძლებისდაგვარად დავეხმაროთ საზოგადოების იმ ფენას, რომელსაც საარსებო მინიმუმიც კი არ გააჩნია…

ვაგროვებთ ტანსაცმელს, ფეხსაცმელს, ჩანთებს, სუვენირებს, სათამაშოებს, ჭურჭელს და ნებისმიერ საოჯახო ნივთს… დიდი პატივისცემით მინდა გთხოვოთ: დარწმუნებული ვარ, ნებისმიერ თქვენგანს აქვს თუნდაც ერთი ნივთი, რომელიც არ სჭირდება, ტანსაცმელი, რომელიც დაუპატარავდა, ან უბრალოდ, აღარ ხმარობს… არ დაიზაროთ! გადახედეთ თქვენს გარდერობს და შეგვეხმიანეთ. ჩვენთვის ეს არაფერია, მრავალშვილიანი გაჭირვებული ოჯახისათვის კი ძალიან ბევრს ნიშნავს… წინასწარ მინდა დიდი მადლობა გადაგიხადოთ ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ საქმეში დაგვეხმარებით…
თამთა საღინაძე 597 57 59 88
ელენე კერესელიძე 597 00 18 31

ნესტან ბლუაშვილი

9 COMMENTS

  1. gaixaret xalxo gmertma mogcet dzala da sashualeba. erti ramea cudi iseti cxovreba movida kacs siketec ki vegar gagiketebia facebook-is gareshe :)

  2. didi madloba lasha, dzalian gvixaria chvenc rom vaxerxebt am ojaxebs mciredit davexmarot, tqveni gverdshi dgomis gareshe ki dzalian gagvichirdeboda

  3. moxarulebi viqnebit, ertiani dzalebit bevrad mets shevdzlebt mattvis visac chveni daxmareba schirdeba..madloba didi tanadgomistvis

  4. dzalian minda ro dagexmarot skolashi vswavlob mtel skolas shemovivli tansacmels shegigrovebt dzalian dzalian gtxovt quchashic davdgebi da gavyidi namcxvrebs dzalian minda ro eset xalxs davexmaro

    • თიკო, გაიხარე, ძალიან მიხარია შენისთანა ადამიანების არსებობა ! ნამდვილად ასეთი მომავალი თაობაა საჭირო. წარმატებებს გისურვებ ცხოვრებაში!

  5. tiko gaizarde didi gogo..dagvimegobrdi facebookze დავეხმაროთ გაჭირვებულ ხალხს..

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

მსგავსი სტატიები

კატეგორიები

ახალი კომენტარები