“ამბიონის” რედაქცია პასუხს არ აგებს “ემიგრანტის წერილების” რუბრიკაში გამოქვეყნებული მასალების შინაარსზე.
ინგა ბასხაჯაური, 53 წლის
ნიადაგმცოდნე; ბავშვთა ფსიქოლოგი.
„თავისუფლება მორჩილებით ისწავლებაო“, – ამბობს მამა თეოდორე გიგნაძე და უცხო მხარეში მოთმინებისა და მორჩილების გარდა სამშობლოს ტკივილამდე თურმე სიყვარულსაც სწავლობ.
დავბრუნდებით, როგორ არ დავბრუნდებით, მაგრამ დაგლეჯილი ნერვებით, შერყეული ჯანმრთელობით, მოლოდინით ამოღამებული თვალებით, ჯანდაცლილები, ოცნებადაღლილები,
უკვე გაუცხოებულები. აი, ასეთი ქართველები დაგიბრუნდებით, ჩემო ქვეყანავ. ამიტომ ვუწოდებ ჩვენს თავს „ამოწურულებს“ მაგრამ აქ ვისწავლეთ სამშობლოს დაფასება და ტკივილამდე მონატრება.
ქართველებს ქართული მიწა აქვთ ჩამოტანილი, რომელსაც თან დაატარებენ ყველგან, ჩანთაში სათუთად შენახულს და აბა, სთხოვეთ, ვერ მოგცემენ რადგან ეს მიწაც საყვარელი ადამიანების საფლავებიდან აქვთ წამოღებული. ასეთია ქართული ფენომენი. რომ ავუხსენი ახალი თაობის იტალიელს თუ რა მნიშვნელობა და დატვირთვა ჰქონდა ამას ქართველი ემიგრანტებისთვის, ვერ გაიგეს და მხრები აიჩეჩეს.
ყველა გზა ტაძართან მიგიყვანსო და ჩვენი ტაძარი კი შენ ხარ, ჩემო ქვეყანავ. ჩვენ შენი ლაჟვარდოვანი ცა გვენატრება, შენი ანკარა მთის წყარო, კავკასიონი, ჩვენი ცისარტყელა, ჩვენი წვიმა, ჩვენი დედას პური, ჩვენი ქვევრის ღვინო და მრავალჟამიერის მოძახილი. აი, ასეთი დიდი სულის და დიდი მონატრების ქართველები დაგიბრუნდებით, მაგრამ ამოწურულები.
იტალიაში, კერძოდ, ბარში ქართველი ემიგრანტების სულის მოსათქმელი ნავსაყუდელი წმინდა ნიკოლოზის ტაძარია, სადაც მართლმადიდებლურ წირვებს ატარებს მოძღვარი მამა მოსე. მისი ღვაწლი ფასდაუდებელია. ასე ლოცვით, უფალთან სიახლოვით ვუძლებთ ევროპულ „ცივ ცივილიზაციას“.
ტაძარში წირვის დაწყებამდე ერთი ახალგაზრდა ბიჭი ფრთხილად შემოვიდა. ხელში ლოცვების წიგნი ეჭირა და ჩვენი ქართულად საუბარი რომ გაიგო, მოგვიახლოვდა და შეგვეკითხა: „დაუჯდომელის“ ლოცვები ხომ არ გვქონდა. ჩვენ მივეცით. ეს ახალგაზრდა წირვაზე ბოლომდე დარჩა. შემდეგ გავესაუბრეთ და აღმოჩნდა, ესპანეთიდან საქართველოში მიდიოდა გემით. გემი კი ქალაქ ბარის პორტში შემოვიდა, რამოდენიმე საათით. ამ ახალგაზრდამ კითხვა-კითხვით მოაგნო წმინდა ნიკოლოზის ტაძარს სალოცავად და წირვის მოსასმენად. ბედნიერი ვიყავი და მაშინ უფრო მეტად დავრწმუნდი რომ საქართველო გადარჩება.
შენს წარმოსახვაში ხედავ როგორ იზრდებიან შვილები და შვილიშვილები. აქედან ხედავ, უვლი და ეფერები შენი მიცვალებულების საფლავებს, აქედან ესაუბრები საქართველოს. ემიგრანტს თითქოს მესამე თვალი და მეშვიდე გრძნობა აქვს განვითარებული და ეს თვალი და გრძნობა სულ საქართველოშია. ეს გრძნობა და თვალი წარმოსახვაში ზრდის შვილებს, შვილიშვილებს და სამშობლოს სიყვარულს ასწავლის. და როდესაც სიზმარში გხედავთ, მაშინაც ვოცნებობთ და ვამბობთ: „შეჩერდი წამო“ …. რომ დიდხანს სიზმრებში მაინც გიყუროთ.
„შეჩერდი წამო“ – ჩვენთვის აქ გატარებული წლები გაჩერებული წამებია, გაჩერებული წლები და გაჩერებული საუკუნეებია და უფრო ხშირად გაჩერებული სიცოცხლეა….
წერილის ნაწილში ვახსენე ქალაქ ბარში წმინდა ნიკოლოზის ტაძრის ქართული სამრევლოს მოძღვარი მამა მოსე და ვთქვი, რომ მისი ღვაწლი შეუფასებელია. მე ის მაგონებს ნოეს, რომელიც აშენებდა დიდ ნავს, კაცობრიობის გადასარჩენად და მამა მოსეც ასეთი მოთმინებით იბრძვის ქართული სულისა და სარწმუნოების გადასარჩენად უცხო მხარეში. ქართული მრევლი საგრძნობლად გაიზარდა, ბევრი ქართველისათვის დასვენების დღეები ტაძარში წირვის მოსასმენად შეიცვალა. ტაძარში შემოსული უცხოელი ტურისტები კი გაოცებულები, მონუსხულები უსმენენ ქართულ საგალობლებს და უკვირთ – ეს რა საოცარი გალობა სცოდნია სევდიან ემიგრანტსო.
დიახ, ჩვენ დავბრუნდებით, მრავალჟამიერსაც ვიმღერებთ და მთელს საქართველოს მუხლის ჩოქითაც შემოვივლით, ყველა ხეს მოვეფერებით და გავუფრთხილდებით, ქართულ მიწას ჩავეხუტებით და კავკასიონიდან ამოწვერილ მზის ათინათინს თვალს არ მოვწყვეტთ.
მახსენდება ერთი ძველი სიმღერა:
„მიფრინავენ, მიფრინავენ, წეროები შორს,
აღარ დაბრუნდებიანო, ავრცელებენ ჭორს”
არ დაიჯეროთ. ყველა გზა ტაძართან მიგვიყვანს და ეს ტაძარი საქართველოა. ჩვენ დავბრუნდებით და იმ დღეზე ვოცნებობთ, როდის ვიტყვით: დილა მშვიდობისა საქართველოო! …
მოგვწერეთ თქვენც, თუ ხართ ემიგრანტი. ელ.ფოსტა: teo.nozadze@yahoo.com

mec wminda nikolozis eklesis mrevli var , mama mose arachveulebrivi adamiania !
ase mgonia is gvadzlebinebs da gvataninebs chvens yofit problemebs.
kvela emigranti igives ganvicdit,magram im imedit rom chvens shveilabs saarsebo minimums vugzavnit mere titqos gulze geshveba.mova dro da kvela daubrundebit chvens samotxes,rasac ,,SAQARTVELO” kviaaaaaaaa
momixseneT gtxovt emigranti mariami
ქალბატონო ინგა, თქვენი წერილის წაკითხვა ემოციის გარეშე შეუძლებელია… თქვენ თითქმის ყველა ემიგრანტის გრძნობებზე დაწერეთ, გისურვებთ მონატრებულ სამშობლოში დაბრუნებას და წარმატებებს <3
მარია ალბათ ემიგრანტი უნდა იყო რომ მათ განცდებს ზუსტად ჩასწვდე სადაც ზღვარი სევდას, მონატრებასა და პასუხისმგებლობას შორის არ არსებობს. გმადლობთ….
ramxela tkivili da imedi… cvaleba, motmineba, martooba da mainc imedi, rom dabrundebit, ert dges kvelani chamoxvalt :) bevrma sheizleba ar icoda es sikvaruli ra peris iko, roca cavida igrzno… etkina… nostalgia da monatreba xom tkivilia, ise grmad gulshi rom ver ipovi gakucheba rom gindodes…
sityvebi ar myopnis …..es tkivili martlac mourchenelia yvela emigrantistvis.
am werilis wakitxva emociis gareshe sheudlebelia, es emociebi albad chven emigrantebs gagvachnia yvelaze metad vinc amas ganvicdit, tqven yvela emigrantis satkmeli tkvit madloba
am werilis wakitxvam tanshi jruantelma damiara madloba ketilo qalbatono aseti lamazi sityvebistvis ufalma gagvazlieros yvela emigranti da droze adre davbrunebuliyavit mshobliur mxareshi romelic zalian gvenatreba gvenatreba yvelaferi chventan cac sxvanairia vidre aq magram ra vqnat sulis da ojaxis gadasarchenad vitant yvelafers chven davbrundebit aucileblad magram dro ucnobia rodis?
‘
SRULI SIMARTLEA RASAZ ES QALBATONI ZERS,MAGRAM AMAS MARTO CHVEN-EMIGRANTEBI GAVIGEBT,ROMLEBMAZ UKVE TVITON GAMOVZADET YOVELIVE,SXVA AMAS VER GAIGEBS,EMIGRANTIS GULISTKIVILS ROM CHAZVDE,EMIGRANTOBA UNDA GAMOZADO,CHVENSAVIT MUCHA QARTULI MIZA GULSHI CHAXUTEBULI ATARO,TVALSE MOMDGARI MONATREBIS ZREMLI CHUMAD GADAYLAPO DA ROZA AR GEGIMEBA,KARGAD GAIZINO ROM SIGNIOREBS ASIAMOVNO………….DA YOVELIVE ES SAQARTVELOSHI DATOVEBULI OJAXIS BEDNIEREBISTVIS AITANO…………..
yvela emigrantis sulis amozaxilia titoeuli aq dacerili sityvebi samcuxarod martla asetebi davbrundebit chvens samshobloshi magram gvazlebinebs is didi imedi rom chven davbrundebit saqartveloshi chvens shvilebtan chventvis zvirfas adamianebtan da is clebi romelsac emigrantobashi gavlevt mxolod chvens mogonebashi darcheba…..me imedi maqvs rom ufali shegveceva yvela emigratns da droulad dagvabrunebs chvens saqartveloshi….
ჩემო საქართველოვ, ჩემო ერთადერთო,
მამულის დილავ და მამულის ბინდო,
ცაში ავარდნილო პირველო ტოროლავ და
პირველო გავლებულო ხნულო…
ქვევრში ჩაწურულო რქაწითელო და
თონიდან ამოყრილო პურო,
პირველო ნამღერო,,გუთნისდედავ,, და
მყინვარზე ჩამომჯდარო სხივო.
პატარა გოგო-ბიჭის პირველო სიტყვავ და
უფროს-უმცროსობის მადლო,
მოყვასის მოყვასისთვის გვერდში დგომავ და
მამის შექებულო გზაო.
ხატთან დანთებულო პირველო სანთელო და
დედის ,,იავნანის,, ჰანგო,
კაცის ღირსებავ და მდედრის სათნოებავ,
ზარო და ხარის ქედო.
შეგვაძლებინე გაფანტულ ქართველებს
კერის შუაცეცხლი გვენთოს!
aucileblad davbrundebit <3
თქვენ დაბრუნდებით,როგორც გამარჯვებული ლაშქარი საქართველოში,ჩვენ დამარცხებბა არ გვიწერია . . .
ჩემო საყვარელო ადამიანებო, ჩემო ქართველებო….
ამ წერილის წერისას მაგონდება ერთი ადგილი გურამ დოჩანაშვილის „სამოსელი პირველი”დან, სადაც თავგადასავლების მაძიებელი დომენიკოს ტიპიური ამბავია გადმოცემული, რომელზედაც დიდად იმოქმედა ლტოლვილის ნაამბობმა და ჩვენც დომენიკოსავით დავტოვეთ მშობლიური სახლ-კარი და წავედით „ლამაზ ევროპაში” და მრავალ ადამიანთან ურთიერთობისას ვხვდებით რა არის მეგობრობა, სიყვარული, სიკეთე, ბოროტება, გულწრფელობა, პატიოსნება და მრავალი სხვა. და ჩვენი ცხოვრებაც, როგორც „სამოსელი პირველი” არის წიგნი სიკეთისა და ბოროტების შეცნობაზე და ბოლოს ჩვენი მოგზაური დომენიკო ბრუნდება იქ საიდანაც დაიწყო სვლა. ბრუნდება წინააღმდეგობების გადალახვის, რაღაც ფასეულობების მოპოვების შემდეგ და ჩვენს ამ დაუსრულებელ მოგზაურობასაც დომენიკოს მსგავსად ექნება ალბად ოდესღაც დასასრული
ყველაზე მეტად დამამახსოვრდა ერთი ფრაზა ამ გენიალური ნაწარმოებიდან – „ლტოლვილსაც ეგულებოდა საკუთარი ხე და ამ ხეს მამას ეძახდა ლტოლვილი”. ხოლო ჩვენი ხე რომელია? – ჩვენი ხე „იმედია”……
გამიგია მთავარი ფასეულობა არამატერიალურია და მას კაცთა შორის სიყვარული ჰქვიაო. მაგრამ დოჩანაშვილიც ხომ ამას გვეუბნებოდა და შეგვახსენებს ყოველთვის, რომ შეეცნო მადლი ლუკმისა, რომელსაც უფალი გვიბოძებს და ჩვენი ემიგრანტების ცხოვრებაც მსგავსია დომენიკოსი.
ინგა ბასხაჯაური
rogor garbian wlebi. 5 welia mec badante,anu moxucis momvleli, mqvia. vin viyavit aq aravis ainteresebs.chven tviton avirchiet es gza. nebayoplpbiti patimrobis.albat rodisme shegvexeba aministia. dzalian momewona werili. minda davamato,rom baris wminda nikolozis tazari namdvilad chveni mfarvelia. piradad moveswari mis mier swrapad shesrulebul survilebs. mama moses mier micvalebultatvis chatrebuli wirvis mosmena ki cremlis gareshe sheudzlebelia.misi xma , mgalobel qartvelebtan ertad didxans migvyveba ukve samsaxurshi dabrunebulebs. wminda nikolozis dzala da madli mfarvelobdes yvela qartvels da sruliad saqartvelos!
amin <3
cremlebis gareshe ver tavikitxe es terili,martlac rom vart yvelasgan da yvelafrisgan motyvetilebi da roca tin iyurebi dasasruli ar uchans chvens yofas,davbrundebit ,aucileblad davbrundebit,magran daglejili nervebit,gaucxoebulebi martlac,esetebi albat ukve agaravis vendomebit,menatreba chemi sakartvelo da vocnebob im dgeze rom davbrunde,
mec var bedkruli mamulishvili , sityvebi agar maqvs , davigale , chems qveyanashi minda sikvdili…………………………………………………………………………………………………………………………………………………….
auuuu es simgera rogor una mitxariit ra. weroebzeeeeeeee
წმ. მღვდელმთავარი ნექტარიოს ეგინელი
გზა ბედნიერებისკენ
არაფერია წმინდა გულზე უფრო სასურველი, რადგან ასეთი გული ღვთის საყდარი ხდება. არის კი რაიმე უფრო დიდებული, ვიდრე საყდარი ღვთისა? რა თქმა უნდა, არა. მათ შესახებ, ვისაც წმინდა გული აქვს, უფალი ამბობს: „დავიმკვიდრო და ვიქცეოდი მათ შორის და ვიყო მე მათა ღმერთ და იგინი იყვნენ ჩემდა ერად.“ (2 კორ. 6,16). ამგვარად, ვინაა ასეთ ხალხზე უფრო ბედნიერი? და რომელი სიკეთე აკლიათ მათ? განა სული წმიდის ყველა ნიჭი მათ ნეტარ სულებში არ არის? რაღა შეიძლება აკლდეთ მათ? არაფერი, ჭეშმარიტად არაფერი! რადგან მათ გულში იმყოფება უდიდესი სიკეთე – თავად ღმერთი!
რამდენად ცდებიან ისინი, ვინც ბედნიერებას საკუთარი თავის გარეთ ეძებს – უცხო ქვეყნებში და მოგზაურობებში, სიმდიდრესა და დიდებაში, დიდ სამფლობელოებში და სიტკბოებებში, სიამოვნებებში, სიუხვესა და უსარგებლო საგნებში, რომელთაც მწარე დასასრული აქვთ. საკუთარი გულის გარეთ ბედნიერების კოშკის აგება იგივეა, რაც სახლის აშენება იმ ადგილას, რომელიც მიწისძვრისგან მუდმივად ირყევა. ასეთი შენობა ძალიან მალე შეიმუსრება…
ძმებო და დებო! ბედნიერება ჩვენშია, და ნეტარია, ვინც მიხვდა ამას. გამოიკვლიეთ თქვენი გული და დაუკვირდით მის სულიერ მდგომარეობას. იქნებ ღვთის წინაშე კადნიერებაა დაკარგული? იქნებ სინდისი გვამხელს უფლის მცნებების დარღვევის გამო? იქნებ ის გვამხელს უსამართლობების, სიცრუის, ღვთისა და მოყვასის წინაშე მოვალეობების შეუსრულებლობის გამო? გამოიძიეთ, იქნებ ბოროტებამ და ვნებებმა აავსეს თქვენი გული; იქნებ ის მრუდე და გაუვალი გზებისკენ მიიდრიკა…
სამწუხაროდ, ვინც საკუთარი გული უყურადღებოდ მიატოვა, მან ყველა სიკეთე დაკარგა და მრავალ სიავეს ეწია; განაგდო სიხარული და აივსო სიმწარით, მწუხარებითა და სულიერი სივიწროვით; განაგდო მშვიდობა და შეიძინა დათრგუნვილობა, მოუსვენრობა და ძრწოლა; განაგდო სიყვარული და შეიძინა სიძულვილი; და საბოლოოდ, განაგდო სული წმიდის ყველა ნიჭი და ნაყოფი, რომლებიც ნათლობისას შეიძინა, და დაუახლოვდა ყველა ბოროტმოქმედებას, რომლებიც ადამიანს საცოდავად და დაწყევლილად აქცევენ.
ძმებო და დებო! ყოვლადმოწყალე ღმერთს ჩვენთვის, ყველასთვის ბედნიერება სურს, ამ ცხოვრებაშიც და მომავალშიც. ამისთვის მან თავისი წმიდა ეკლესია დააარსა, რათა მან განგვწინდოს ცოდვებისაგან, რათა გვაკურთხოს, შეგვარიგოს ღმერთთან და მოგვანიჭოს ზეციური კურთხევა.
ეკლესია ყოველთვის მზადაა იმისთვის, რომ გულში ჩაგვიკრას. მივისწრაფოთ მისკენ ყველამ, ვისაც დამძიმებული გვაქვს სინდისი. მივისწრაფოთ – და ეკლესია იტვირთავს ჩვენი ტვირთის სიმძიმეს, გვიბოძებს ღვთის წინაშე კადნიერებას და აავსებს ჩვენს გულებს ბედნიერებითა და ნეტარებით.
ვენაცვალე ამ ტკივილიანი წერილის ავტორს! ჩვენ დავბრუნდებით და მერწმუნეთ აქ დაკარგული წლები,ცრემლით გათენებული ღამეები და უსაშველო მონატრება ისე დაგვავიწყდბა,როგორც მშობიარობის ტკივილი ავიწყდება ბედნიერ დედას! ჩვენ დავბრუნდებით,უფლის ნებით და კიდევ გამოვადგებით ჩვენს ოჯახებს! იმედი არ დავკარგოთ! ჩვენი მისია შევასრულოთ ქვეყნის და ოჯახის წინაშე! ჩვენ დავბრუნდებით!