19 ივლისი 2024, პარასკევი
მთავარისხვადასხვა"დავასუფთაოთ მსოფლიო – დავასუფთაოთ საქართველო"

“დავასუფთაოთ მსოფლიო – დავასუფთაოთ საქართველო”

14-15-16 სეტემბერს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ტარდება დასუფთავების ყოველწლიური საერთაშორისო კამპანია – “დავასუფთაოთ მსოფლიო” (Clean Up the World), რომელიც 1992 წელს დაფუძნდა გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის (UNEP) ინიციატივით. კამპანია ტარდება ყოველ სექტემბერს და მასში მონაწილეობას ღებულობს 130-მდე ქვეყანა.

2012 წელს მსოფლიო კამპანიის დევიზია: ჩვენი ქვეყანა… ჩვენი პლანეტა… ჩვენი პასუხისმგებლობა.

დავასუფთაოთ საქართველო

საქართველო ამ აქციაში უკვე მესამედ ღებულობს მონაწილეობას. კამპანიის ორგანიზატორია არასამთავრობო ორგანიზაციათა კონსორციუმი – “საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/ დედამიწის მეგობრები საქართველო და მდგრადი განვითარების კავშირი “ეკოხედვა”, რომელიც აქტიობებს ახორციელებს პროექტის – “დავასუფთაოთ საქართველო – საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და მისი ჩართვა მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის გაუმჯობესების პროცესში” ფარგლებში.

14-15-16 სექტემბერს დასუფთავების აქციები ჩატარდება, პროექტის ადგილობრივი კოორდინატორების ორგანიზებით, თბილისში და ქვეყნის ყველა თვითმმართველ ქალაქსა და მუნიციპალიტეტში.

მიიღეთ მონაწილეობა 14 – 15 – 16 სექტემბრის დასუფთავების აქციებში, ან თავად შეარჩიეთ დაბინძურებული ტერიტორიები თქვენ ირგვლივ და დაასუფთავეთ! გახსოვდეთ, ეს ჩვენი პასუხისმგებლობაა!

პროექტი ხორციელდება გარემოს დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით და შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (Sida) ფინანსური უზრუნველყოფით.

“დავასუფთაოთ საქართველო” თბილისის გეგმა:

14 სექტემბერი – მტკვრის მარჯვენა სანაპირო ქვემო ფონიჭალის დასახლება, მარნეულის ქუჩა, ემბავუდის საწარმოს მოპირდაპირე მხარეს, (ყოფილი ე.წ. კამოს ქარხნის მიმდებარე ტერიტორია) 07-30 -12:00 საათი

15 სექტემბერი – ვერის ხეობა 10:00 საათი

15 სექტემბერი – დიღმის ტყე-პარკი 11:00 საათი

16 სექტემბერი – თბილისის ზღვა 10:00 საათი

16 სექტემბერი – ჯვრის მონასტრის მიმდებარე ტეროტორია 12:00 საათი

მსგავსი სტატიები

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

კატეგორიები

ახალი კომენტარები