13 ივლისი 2024, შაბათი
მთავარიქრისტიანობადასნი ანგელოზთანი - საეკლესიო ტერმინთა განმარტება

დასნი ანგელოზთანი – საეკლესიო ტერმინთა განმარტება

ანგელოზთა დასი ბერძნული სიტყვა “ანგელოზი” ნიშნავს “მაუწყებელს”, “მაცნეს”, “გამაცხადებელს”, “მიმთხრობელს”. ანგელოზი არის ღვთის ზეციური მსახური, რომელიც ფლობს ადამიანზე ბევრად აღმატებულ ცოდნას, სიწმინდეს, ძალას, არის სულიერი, უსხეულო არსება.

სიტყვა დასნი ანგელოზთანი საეკლესიო ტერმინთა მცირე განმარტებით ლექსიკონში ასე არის განმარტებული:

დასნი ანგელოზთანი – ანგელოზთა ციური კრებული. იყოფა სამ იერარქიულ საფეხურად, ხოლო თითოეული მათგანი იყოფა სამ დასად ანუ მხედრობად (წმინდა დიონისე არეოპაგელის მიხედვით):

1. უმაღლესი იერარქია – სერაფიმნი, ქერუბიმნი, საყდარნი – ყველაზე ახლოა უფალთან, მარად მის გარშემო არიან;

სერაფიმები (ცეცხლოვანი, ღვთისადმი სიყვარულით ალმოდებული) – ერთ-ერთი წოდება ზეციური იერარქიიდან. ღმერთთან ყველაზე ახლოს მყოფი (ეს. 11, 26) არსებები. სერაფიმები გარშემორტყმულები არიან უფალს, ისინი ორი ფრთით იფარავენ სახეს, როგორც უღირსნი უფლის ცქერისა, ორით იფარავენ ფეხებს, რომ მათ არ უცქიროს ღმერთმა და ორით დაფრინავენ, რათა შეასრულონ მეუფის ყველა განკარგულება, თან განუწყვეტლივ გალობენ და ადიდებენ ღმერთს. ისინი ყველაზე უმაღლესი სულიერი არსებანი არიან და იერარქიაში პირველ ადგილს იკავებენ;

ქერობინი – სამოთხის ხეს ცნობადისა (სიცოცხლის ხეს) სადარაჯოდ დაადგინა უფალმა;

2. საშუალო იერარქია – უფლებანი, ძალნი, ხელმწიფებანი – განასახიერებს უფლის მეუფებას სამყაროზე;

3. დაბალი იერარქია – მთავრობანი, მთავარანგელოზნი, ანგელოზნი – დედამიწასთან და ადამიანთან სიახლოვეშია.

წმინდა სვიმეონ ახალი ღმრთისმეტყველის მოწაფემ, ნიკიტა სტითატმა სცადა კონკრეტულად განემარტა წმინდა დიონისეს სწავლება იმის შესახებ, რომ ამქვეყნიური საეკლესიო იერარქია გამოსახავს ზეციურს. ნიკიტამ თავის ნაშრომში, “იერარქიის შესახებ“, მოგვცა ანგელოზური და საეკლესიო იერარქიების შემდეგი შესატყვისობა:

პირველი სამეული

საყდარნი – პატრიარქები
ქერუბიმნი – მიტროპოლიტები
სერაფიმნი – მთავარეპისკოპოსები

მეორე სამეული

უფლებანი – ეპისკოპოსები
ძალნი – მღვდლები
ხელმწიფებანი – დიაკვნები

მესამე სამეული

მთავრობანი – იპოდიაკვნები (კერძოდიაკვნები)
მთავარანგელოზნი – მკითხველნი (მედავითნენი)
ანგელოზნი – მონაზვნები

მოამზადა ტყებუჩავა ანამ

მსგავსი სტატიები

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

კატეგორიები

ახალი კომენტარები