მთავარიქრისტიანობადამოკიდებულია თუ არა ჩვენი ცხონება ადგილმდებარეობასა და პირობებზე?

დამოკიდებულია თუ არა ჩვენი ცხონება ადგილმდებარეობასა და პირობებზე?

დამოკიდებულია თუ არა ჩვენი ცხონება ადგილმდებარეობასა და პირობებზე?

“ცხონება ყველგან შეიძლება და იგი დამოკიდებულია არა ადგილსა დ პირობებზე, არამედ შინაგან განწყობილებაზე. თუ გაქვთ ცოცხალი სარწმუნოება, თუკი არა გაქვთ ცოდვები, რომლებიც განგაშორებენ უფალს და ახშობენ მის მადლს, თუკი თქვენი კავშირი წმ.ეკლესიასთან მყარია, მრევლი სარწმუნო და გულმოდგინე და ასეთნაირადვე არ ასრულებთ ყოველივე ეკლესიურს, მაშინ თქვენ გადარჩენის გზაზე ხართ, დაგრჩათ მხოლოდ ის, რომ თვალყური ადევნოთ თავს და შეინარჩუნოთ ცხოვრების ასეთი წესი, ღმრთისა და სიკვდილის ხსოვნით და სულში შემუსვრილებისა და სიმდაბლის გრძნობათა დაცვით.

ცხონება ადგილმდებარეობაზე კი არ არის დამოკიდებული, არამედ სულიერ განწყობაზე. ყველგან შეიძლება ცხონებაც და წარწყმედაც. პირველი ანგელოზი ანგელოზთა შორის წარწყმდა, ხოლო ავაზაკი ჯვარზე ცხონდა! ეძიებ ცხონებას? კეთილი! ცხონება ჩვენ ძალგვიძს, რამეთუ გვყავს უფალი მაცხოვარი, რომელსაც არაფერი ისე არ სურს და არაფერზე ისე არ ზრუნავს, როგორც ჩვენს ცხონებაზე. მისკენ მიიქეც და ილოცე მთელი გულმოდგინებით და ის მოაგვარებს შენი ცხონების საქმეს.”

წყარო: წიგნი – “რა უნდა იცოდეს ქრისტიანმა”
იბეჭდება ბათუმისა და ქობულეთის მთავარეპისკოპოსის დიმიტრის (შიოლაშვილი) ლოცვა-კურთხევით.
2002 წელი.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

მსგავსი სტატიები

კატეგორიები

ახალი კომენტარები