მთავარი » საზოგადოება

დაშბაშის კანიონი

სტატიის ავტორი: | თარიღი: 26.09.2017 | 2,093 ნახვა

დაშბაშის კანიონი მდებარეობს სამხრეთ საქართველოში, წალკაში, მდინარე ხრამის ხეობაში, ზღვის დონიდან 1100-1500 მეტრზე მდებარეობს.

დამბაშის კანიონი

დაშბაშის კანიონის ბუნების ძეგლი წარმოადგენს მდ. ქციის (ხრამის) მიერ დაშბაშის ლავურ მაღლობზე, ვულკანოგენურ ქანებში ჩაჭრილ კალაპოტში გამომუშავებულ იშვიათ და ბიომრავალფეროვნებით გამორჩეულ კანიონისებურ ხეობას. დაშბაშის კანიონი ბუნებრივი მრავალფეროვნებით და ეფექტური პეიზაჟებით გამოირჩევა, კანიონის ფერდობებზე მიწისქვეშა წყლების მრავალი გამოსასვლელი და ჩანჩქერია. არის როგორც ბუნებრივი, ისე ადამიანის მიერ გამოკვეთილი გამოქვაბული. თვითონ კანიონის სიგრძე 8 კმ-ს აღწევს. სამწუხაროდ, მისი ეკოსისტემა ძალზე ღარიბია მცენარეული საფარით, მაგრამ მისი სილამაზე და თვალწარმტაცულობა მართლაც მომნუსხველად მოქმედებს მის დამთვალიერებელზე. დაშბაშის კანიონს ყოველწლიურად ათასობით ადამიანი სტუმრობს, ეწყობა ექსკურსიები სტუდენტებისთვისა და მოსწავლეებისთვის, სტუმრობენ ტურისტები. თავისი სილამაზითა და ბუნების წიაღით იგი საპატიო ადგილს იკავებს საქართველოს კულტურულ ძეგლთა შორის.

მოამზადა ჟენი ღვინჯილიამ


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი