თბილისის წმ. მთავარანგელოზთა ეკლესიის საეკლესიო მაღაზიაში, დეკანოზ დავით დათუაშვილის ლოცვა-კურთხევით, უკვე შეგიძლიათ შეიძინოთ დაფესვიანებული კოლხური ბზა.

გაითვალისწინეთ, მაღაზიაში არის შეზღუდული რაოდენობის ბზა. 1 ცალის ფასი – 3 ლ. მომავალ წელს იგეგმება უფრო დიდი რაოდენობით ქოთნის ბზის გაყიდვა.
(მის. თბილისი, გლდანის V-VI მ/რ შორის, ხიზანიშვილის №53)
გავუფრთხილდეთ ბუნებას, გადავარჩინოთ უნიკალური ჯიშის მცენარე გადაშენებას და ვიზრუნოთ მომავალზე. ბზობის დღესასწაულზე შევიძინოთ ქოთანში გამოყვანილი ბზები.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე მრევლს აძლევს ლოცვა-კურთევას ბზის ნერგები სახლებში გაახარონ და შემდგომ ბზობის დღესასწაულებს სახლში გახარებული ბზის ტოტებით შეხვდნენ.
მოემზადეთ ბზობის დღესასწაულისთვის, გაახარეთ ბზა თქვენ თვითონ.
