მთავარი » ეკლესია-მონასტრები

დაბის წმ. გიორგის ეკლესია – ბორჯომის მუნიციპალიტეტი

სტატიის ავტორი: | თარიღი: 04.07.2023 | 266 ნახვა

დაბის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია მდებარეობს სოფელ დაბაში, ბორჯომის მუნიციპალიტეტში. იგი საქართველოში ერთ–ერთი უძველესი და უძლიერესი სალოცავია, რომელიც დაბურულ ტყეში მდებარეობს და გზიდან არ მოჩანს. ტაძარს სანახევროდ გამოქვაბული ფარავს. ეს ეკლესია XIV საუკუნის ქართული ხუროთმოძღვრების დამახასიათებელი ძეგლია.

აშენებულია მეფე გიორგი ბრწყინვალის დროს, 1333 წელს, მოლარეთუხუცესის მიერ. დასავლეთის კარზე ამოკვეთილი წარწერა გვამცნობს: “ინდიქტიონისა მეფეთ–მეფე გიორგისა, ძისა დიმიტრისა, მეცხრამეტისა, სიტყვისა ღვთისა ხორცშესხმის მიზეზით, აღვაშენე ტაძარი ესე ჟამსა მეფეთ–მეფის გიორგისა მე მოლარეთუხუცესმა“.

განსაკუთრებით საყურადღებოა ტაძრის მრავალრიცხოვანი ჩუქურთმები. ეკლესია დარბაზული ტიპისაა. მას ორი– ჩრდილოეთის და დასავლეთის შესასვლელი აქვს. პირველი სადაა, ხოლო მეორე, თავის სარკმელთან ერთად ორნამენტებითა და თაღოვანი ჩარჩოებით არის მორთული. არსებობს თქმულება, რომელიც გვამცნობს, რომ სალოცავისთვის კარი რამოდენიმეჯერ შეუბამთ, მაგრამ უშედეგოდ – ის ყოველთვის ვარდებოდა.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი