მთავარი » ჯანმრთელობა

დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციები

სტატიის ავტორი: | თარიღი: 29.06.2017 | 2,150 ნახვა

მწერები დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ზაფხულის დადგომასთან დაკავშირებით, მოსახლეობას რეკომენდაციებით მიმართავს. მისი ხელმძღვანელის, პაატა იმნაძის განმარტებით, ამ სეზონზე პოტენციური საშიშროება უკავშირდება მწერების, მათ შორის ტკიპის ნაკბენებს. ეტაპობრივად დაიწყება კოღოების, ასევე ფლებოტომუსების სეზონი, რომელიც ლეიშმანიოზის გადამტანი მწერია. ფლებოტომუსები შებინდებისას გამოფრინდებიან. უმჯობესია, მშობლებმა თავი აარიდონ ბავშვების შებინდებისას გასეირნებას, ან მათ გრძელსახელოიანი, ღია ფერის სამოსი ჩააცვან. კოღოებისაგან თავის დასაცავად მოსახლეობამ დამაფრთხობელი საშუალებებისა და მწერებისგან დამცავი ბადე უნდა გამოიყენონ.

პაატა იმნაძის განმარტებით, სახელმწიფო შავი ზღვისპირეთში სადეზინსექციო სამუშაოებს ატარებს.

სოფლის მეურნეობაში დასაქმებულმა პირებმა კი ცხოველები სპეციალური საშუალებებით უნდა დაამუშაონ. გასათვალისწინებელია, რომ ტკიპის ხელით მოცილება არ შეიძლება.

”მთავარია ტკიპის დროულად მოცილება. მინდვრიდან დაბრუნების შემდეგ ადამიანებმა სხეული კარგად უნდა დაათვალიერონ, თუ აღმოჩნდა ტკიპა, დროულად უნდა მოიშორონ. ხელით მოშორება არ შეიძლება, შესაძლებელია პინცეტით ამოღება, რათა ფეხები კანში არ ჩარჩეს. აღნიშნული მონაკვეთი უნდა ჩამოიბანოს საპნიანი წყლით და შემდგომ უნდა დამუშავდეს ანტისეპტიკური ხსნარით, სპირტით. ალერგიული რეაქციის განვითარების შემთხვევაში, შესაძლებელია ანტი ალერგიული მალამოს გამოყენება”, – განმარტა პაატა იმნაძემ.

მნიშვნელოვანია სიცხის დროს გაგრილება და წყლის მიღება.

”ნუ დაელოდებით წყურვილის გრძნობას, ისე დალიეთ წყალი, ორი ლიტრა მაინც დღის განმავლობაში. თავი დაცული უნდა იყოს მზის პირდაპირი სხივებისგან. ტანსაცმელი მაქსიმალურად ხალვათი და ღია ფერის უნდა იყოს. თუ აუცილებელი საქმე არ არის, პაპანაქება მზეზე მოერიდეთ მძიმე ფიზიკურ შრომას”, – აღნიშნა პაატა იმნაძემ.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი