25 ივლისი 2024, ხუთშაბათი
მთავარიქრისტიანობა"და, აჰა, სასწაული! წყალმა თანდათან იმატა და წმიდანის ხატი ზემოთ ამოჰყვა"

“და, აჰა, სასწაული! წყალმა თანდათან იმატა და წმიდანის ხატი ზემოთ ამოჰყვა”

პატერიკი

“ივერთა სავანეში ბერმა ნიკოლოზმა, მარკიანელთა საძმოს წევრმა, ჭა გვიამბო ერთ მამაზე, რომელიც ასეთივე ბავშვური უბრალოებით გამოირჩეოდა.

ერთხელ როცა ჭაში წყალი დაშრა, ბერმა გამშრალ ფსკერზე თოკით ჩაუშვა წმინდა ნიკოლოზის ხატი და თქვა:

– წმიდაო ნიკოლოზ, ამოყევი ზევით წყალს, თუ გინდა, რომ კანდელი აგინთო. შენ ხომ ეს შეგიძლია. ხომ ხედავ, ამდენი ხალხი მოდის და ჩვენ არ გვაქვს ცივი წყალი, რომ დავალევინოთ.

და, აჰა, სასწაული! წყალმა თანდათან იმატა და წმიდანის ხატი ზემოთ ამოჰყვა, ბერმა აიტაცა, შემდეგ მოწიწებით ეამბორა მას ტაძრისკენ გასწია.”

მსგავსი სტატიები

2 COMMENTS

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

კატეგორიები

ახალი კომენტარები