მოგესალმებით. უპირველეს ყოვლისა, ბოდიშს გიხდით შეწუხებისათვის, მაგრამ მაქვს რა იმედი თქვენი გულისხმიერებისა და სიკეთისა, თავს უფლებას ვაძლევ მოგმართოთ ამ წერილით. თქვენი მეშვეობით მინდა ჩემი გასაჭირის
ხმა მივაწვდინო ყველა ჭეშმარიტ მართლმადიდებელს.
მე გახლავართ აფხაზეთიდან დევნილი, 65 წლის, აფხაზეთის ომში დაღუპული 18 წლის შვილის ინვალიდად ქცეული დედა, ომში დაჭრილი და ინვალიდია ასევე ჩემი მეუღლე ვალერი ჭილაია; 22 წელია ვცხოვრობთ დევნილის მწარე ყოფით და რაც ყველაზე დიდი უბედურებაა – შვილის საფლავს მოწყვეტილები; ცხოვრებას ვეპოტინებით მხოლოდ იმ იმედითა და სურვილით, რომ სიკვდილამდე გვეღირსოს სოხუმში დარჩენილი შვილის საფლავის მოფერება; სხვა ოცნება ჩვენ არ გაგვაჩნია, ეს არის ჩვენი ცხოვრების აზრი და მიზანი. მატერიალური კომფორტი ნამდვილად არ არის ჩვენი საზრუნავი, ამის არც ძალა გვაქვს და არც სურვილი, მხოლოდ ის გვინდა, რომ სანამ ცოცხლები ვართ გვეღირსოს პატარა სახლ–კარი ზუგდიდის რომელიმე სოფელში საკარმიდამო მიწის ნაკვეთით და თხილის ბაღით, რათა გაგვაჩნდეს დამოუკიდებელი საარსებო წყარო და არ ვიყოთ ვინმესთვის ტვირთი ან თბილისის ნებისმიერ უბანში მცირე ბინა. მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენი შესაძლებლობით ამ სურვილს რეალობად ქცევა არ უწერია.
დახმარებისათვის წლებია მივმართავ ლტოლვილთა სამინისტროს, აღვწერ იმ უსამართლობასა და არაადამიანურ გულგრილობას, რაც წინა ხელისუფლების დროს 2006 წელს დევნილთა ათეულობით ოჯახის და მათ შორის ჩემი მრავალტანჯული ოჯახის მიმართ იქნა განხორციელებული, და რომელი უსამართლობითაც უმოწყალოდ განწირულვიქენით უსახლ–კარობისთვის, სრულიად არაადეკვატური, მიზერული თანხის სანაცვლოდ, ფაქტიურად იძულებით წაგვართვეს საცხოვრებელი ფართები და დაგვტოვეს ბედის ამარა. ლტოლვილთა სამინისტროს პასუხიდან შევიტყვე, რომ საქართველოს მთავრობას 2013 წლის 23 მაისს მიუღია #483 განკარგულებით, ჩვენ უსამართლოდ დაჩაგრული დევნილები ვითვლებით კომპენსირებულებად და ჩვენი დამატებითი დახმარების საკითხი არ განიხილება.
ძალიან მწარედ მტკივა გული, ნუთუ ჩემი გაუბედურებული ოჯახი, ჩემი შვილის ხსოვნა არ იმსახურებს სახელმწიფოს პატივისცემასა და ყურადღებას?! არ ვიცი რა ვქნა. ლტოლვილთა სამინისტროსადმი განცხადებით მიმართვა ჩემთვის საცხოვრებელი ბინის გამოყოფის შესახებ ზემოაღნიშნული დადგენილების გამო უშედეგო იქნება, ჩემი ერთადერთი იმედი ჭეშმარიტი და გულისხმიერი ქრისტიანების თანადგომაა. სწორედ ამ იმედით გამსჭვალული, გთხოვთ თითოეულ ქრისტიანს, გამიწიეთ შესაძლო ფინანსური დახმარება ჩვენი ყოფის შემსუბუქებაში, რათა გვეღირსოს საკუთარი ჭერი.
პატივისცემით, ლიანა ჭილაია
თბილისი, მუხიანის მე–4ბ მ/რ, კორპ. 45, ბინა 24 .
ტელ: 790144757
საბანკო რეკვიზიტი

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს პასუხი
მოგვწერეთ თქვენი პრობლემის შესახებ…
ელ.ფოსტა: ambioni@ymail.com

წავიკითხე რა ქალბატონ ლიანა ჭიალიას წერილი, მინდა პირველ რიგში დიდი მოწიწებით მუხლი მოვიყარო ამ ქალბატონის წინაშე გმირი შვილის აღზრდის გამო და ბოდიში მოვუხადო მისი იმ გასაჭირის გამო, რომელშიც ის იმყოფება. ცრემლებს ვერ ვიკავებ!!!! ქართველნო, ღვთისნიერო ხალხო, ვისაც ძალგიძთ, უმორჩილესად გთხოვთ გაუწოდეოთ დახმარების ხელი ქალბატონ ლიანას. მე თავად პენსიონერი ვარ, მაგრამ თავს ვალდებულად ვთვლი ჩემი მწირი შესაძლებლობით დავეხმარო ქალბატონ ლიანას. დიდება და მარადიული ხსოვნა ჭეშმარიტ მამულიშვილს ნუკრი ჭილაიას.
ხალხო, გული მიკვდება ქალბატონ ლიანას ტრაგედიისა და გასაჭირის გამო, ვფიქრობ ღვთისა და მამულის წინაშე ვალდებული ვართ ყველამ შესაძლებლობისამებრ გაუწიოთ დახმარება ქალბატონ ლიანას, ვისაც რა საშუალება გვაქვს იმის მიხედვით. უფალი ნამდვილად დაინახავს ამ სიკეთეს, ღმერთმა ყველა გაგახაროთ ვინც დახმარების ხელს გაუწვდით ქალბატონ ლიანას. ეს ჩვენი ვალია მისი გრიმი შვილის წინაშე.
მთელი გულით ვუერთდები ბატონ ამბერგისა და გუგუს სულისკვეთებას, ყველა ღირსეული ქართველი, ვისაც ქართველი სულის და ქრისტიანული გუული გვაქვა, ყველამ გავიღოთ რისი საშუალებაც უფალმა მოგვცა ქალბატონ ლიანას დასახმარებლად. შემოვევლე იმ ვაჟკაცის ხსოვნას, ვინც სამშობლოს შესწირა სიცოცხლე, მადლობა ქალბატონო ლიანა ღირსეული მამულიშვილის აღზრდისათვის.
კეთილო ადამიანებო, მინდა 7 კვირის განმავლობაში ყველა იმ ადამიანის სახელი მოვიხსენიო ჩემს ლოცვებში, ვინც დაეხმარებით ქალბატონ ლიანას, გთხოვთ მომწერეთ თქვენი სახელი და გვარი ელ.ფოსტაში:ememxvari@mail.ru
ჩენო საყვარელო ხალხო, წაიკითხავთ რა ქალბატონ ლიანას წერილს, მინდა დიდი პატივისცემით შეგახსენოთ ყველას ჩვენი უწმინდესის, ჩვენი სულიერი მამის ქადაგება გასაჭირში მყოფთა ხადმარებაზე და გითხრათ, რომ ქალბატონ ლიანას დახმარება იქნება ჩვენი საყვარელი პატრიარქის დარიგების შესრულება და მისი პატივისცემა. ღმერთმა დაგლოცოთ იმ სიკეთისათვის, რასაც გაიღებთ გაჭირვებული ქალბატონის დასახმარებლად.
ქალბატონო ანა, სავსებით გეთანხმებით, ჩვენი ქრისტიანული ვალია შეძლებისდაგვარად დავეხმაროთ ქალბატონ ლიანას.
ძალიან მძიმედ განვიცდი ქალბატონ ლიანას გასაჭირს.ვლოცულობ მისთვის. იმედი მაქვს, რომ უდიდესი ნაწილი ვინც ამ საიტით ვასრგებლობთ პატრიარქის შთაგონებისამებრ გამოვიჩენთ ქრისტიანულ თანაგრძნობასა და სიკეთეს და გავუწევთ დახმარებას ქალბატონ ლიანას. ასევე ვიმედოვნებ, რომ ქალბატონ ლიანას წერილს გაეცნობიან ამ საიტით მოსარგებლე შეძლებული ადამიანებიც და გამოიჩენენ გულისხმიერებას ქალბატონ ლიანას მიმართ. გულწრფელად მინდა ვთქვა, რომ მხოლოდ ამ შემთხვევის გამო მწყდება გული, რომ შეძლებული არ ვარ.
ქრისტიანენო, უფალი ბრძანებს, რომ ღვთის რწმენა უპირველეს ყოვლისა სიკეთის კეთებაა. ჩვენი სიკეთე და თანადგომა ძალიან სჭირდება ქალბატონ ლიანას, უმორჩილესად გთხოვთ გავუწიოთ დახმარება ქალბატონ ლიანას თუნდაც მცირედი, ვისაც რა საშუალება გვაქვს იმის შესაბამისად. ეს იქნება ღვთიური საქმის ქმნა. ღმერთმა დაგლოცოთ!
წავიკითხე რა ამ ქალბატონის წერილი, სულით ხორცამდე შუძრული ვარ მისი გულისტკივილით. ჭეშმარიტმა მართლმადიდებელმა ამ ქალბატონს აუცილებლად უდა გაუწოდო დახმარების ხელი. ყველას მოგიწოდებთ გავუწიოთ დახმარება.
თანამემამულენო, ქრისტიანენო, სამშობლოს შეწირული ამ გმირი შვილის დედის თანადგომა და დახმარება ჩვენი ღირსების საქმეა. გავიღოთ ვის რა შეგვიძლია.
სიტყვებს ვერ ვპოულობ რათა თანავუგრძნო ქალბატონ ლიანას! ღმერთო მაღალო, გევედრები მოიღე წყალობანი ლიანა ჭილაიაზე, შეუმსუბუქე მას გასაჭირი და მიეც შვება. ჩემო ქართველებო, გულით და საქმით მართლმადიდებელნო, გთხოვთ თანავუგრძნოთ და ყველამ შესაძლო თანადგომა და დახმარება გავუწიოთ ქალბატონ ლიანას.
მართლმადიდებელნო, ჩვენი საქმით დავამტკიცოთ ჩვენი რწმენა უფლისა იესოს მიმართ და ყველამ გავიღოთ ქალბატონ ლიანას დასახმარებლად ის რისი საშუალებაც გვაქვს უფლისგან ბოძებული.
ხალხო, ძალიან ვღელავ ქალბატონ ლიანას მდგომარეობაზე, ნება როგორც მართლმადიდებელმა მოგმართოთ და გთხოვოთ დავეხმაროთ ქალბატონ ლიანას ვის როგორც შეუძლია, ეს ჭეშმარიტად ქრისტიანული საქმე იქნება. ღმერთმა სიკეთე მოგმადლოთ!
ყველა მართლმადიდებელს მოგიწოდებთ ვის როგორც შეგიძლიათ დაეხმარეთ ქალბატონ ლიანას, ეს ჩვენი ქრისტიანული ღირსების საქმეა. უფალმა შეგაძლებინოთ სიკეთის კეთება!
თანამემამულენო, გულწრფელად და პირდაპირ მინდა ვთქვა, რომ ქალბატონ ლიანასათვის თანადგომისა და დახმარების არგაწვა ჩვენში სიკეთის არარსებობის და ასევე პატრიარქის ქადაგებატა უპატივცემულობის მაჩვენებელი იქნება.
გადავწყვიტე მოვინახულო ქალბატონი ლიანა, შევეცდები ვანუგეშო და დავაიმედო, რომ ჩვენი თანადგომით მას ნამდვილად ეღირსება საკუთარი ჭერი. გთხოვ უფალო მოგვეც გული კეთილი და შესაძლებლობა ლიანა ჭილაისათვის გასაჭირის შემსუბუქებისა და კეთილ ადამიანთა თანადგომით არგუნე მას საკუთარი ჭერი, ამინ!
თამარ, ჭეშმარიტი ქართველი და მართლმადიდბელი ხართ. უფალმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ. თქვენისთანა ქართველი ქალბატონები უმრავლოს საქართველოს ღმერთმა. უნდა აღვნიშნო, რომ ქალბატონ ლიანას დახმარება მართლაც ჩვენი ღირსების საქმეა.
სექტემბრის მიწურულს თბილისში დაბრუნების შემდეგ აუცილებლად ვაპირებ ქალბატონ ლიანას მონახულებას. დიდი იმედი მაქვს, რომ იმ 400–ზე მეტ ადამიანთაგან ვინც გაიგო ქალბატონ ლიანას გასაჭირი უდიდესმა ნაწილმა ქრისტიანული გულისხმიერებითა და თანგრძნობით გულთან ახლოს მიიტანა ქალბატონ ლიანას სატკივარი და შესძლო გამოენახა საშუალება ამ ქალბატონის დასახმარებლად, ეს ჭეშმარიტად ქრისტიაული სიკეთის გამოვლინებაა. დიდი იმედი მაქვს ქალბატონ ლიანას ჩვენი ქრისტიანული სიკეთის წყალობით ერგუნოს საკუთარი ჭერი. ღმერთო წყალობა მოიღე ყოველ სიკეთის მქმნელზე, ამინ!
არ არსებობს უფრო დიდი გმირობა ვიდრე სამშობლოსათვის თავგანწირვაა. ამგვარი გმირი ვაჟკაცის დედის თანადგომა ჩვენი ვალია ხალხო, მე პირადად როგორც ქართველი და როგორც მართლმადიდებელი ტავს ვალდებულად ვთვლი ჩემი მცირედი შესაძლებლობით დავეხმარო ქალბატონ ლინას და ომის ინვალიდი გავუწევ შესაძლო დახმარებას. მოგიწოდებთ ყველამ გავღოთ ვის რა შეგვიძლია. გულგრილობა ამ ქალბატონის გასაჭირის მიმართ უფლისგან არ გვეპატიება.
ქრისტიანული სიყვარულითა და პატივისცემით მოგესალმებით, ჩემო მართლმადიდებელო ხალხო, უფალმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ. დღეს ტელეფონზე ვესაუბრე ქალბატონ ლიანას, მთელი გულით შევეცადე მენუგეშებინა და დამაიმედებინა, რომ უფლის შეწევნითა და ღვთისნიერ ადამინთა თანადგომით ის შეძლებს დაამარცხოს გასაჭირი და მას აუცილებლად ექნება საკუთარი ჭერი. მჯერა, რომ ღვთის კურთხევითა და ჩვენი ძალისხმევით ეს მართლაც ასე იქნება.
მე გახლავართ ლიანა ჭილაია. დღეს გამომეხმაურა ქალბატონი თამარი, მინდა მადლობა ვუთხრა მას ყურადღებისათვის და მორალური თანადგომისათვის, ძალიან ეცადა დამხმარებოდა და როგორც ვიცი მრავალ ადამიანს და ფირმას მიმართა ჩემი დახმარების თხოვნით. მაგრამ, უნდა გითხრათ, რომ არავის არავითარი დახმარება არ გაუწევია, ჩემს მიერ მითითებულ ანგარიშზე არავის არცერთი თეთრი არ ჩაურიცხავს. აი ასეთია ჩემი გასაჭირისადმი გამოხმაურების შედეგი. ღმერთმა შეუნდოს ყველას.
მინდა გაცნობოთ, რომ სამწუხაროდ 654 ადამიანიდან ვინც ჩემი გასაჭირი შეიტყო არცერთს არავითარი დახმარება არ გაუღია. ნამდვილად არ მოველოდი ასეთ შედეგს,მით უფრო ქართველებისა და მართლმადიდებელებისაგან. ამის შემდეგ ვის უნდა მოვმართო დახმარებისთვის. დავრჩი ისევ იმ გასაჭირში რაშიც ვიყავი, მარტო ყოველგვარი თანადგომის გარეშე
ქალბატონო ლიანა, თქვენდამი დიდი პატივისცემითა და მოკრძალებით მინდა გითხრათ, რომ ეკლესიებში ხარლის სიმრავლე და დიდი გულმოდგინებით ხატების ამბორი, სანთლების დანთება, მეტანიები და ლოცვანი სულაც არ ადასტურებს იმას, რომ ამ ადამიანთაგან ყველას გულში ღვთის რწმენა, ქრისტიანული სიყვარულითა და სიკეთით აღსავსე გულია; მათგან დიდი ნაწილის ქრისტიანობა მხოლოდ მოჩვენებითია, ღმერთი მხოლოდ საკუთარი კეთილდღეობისთვის სჭირდებათ ან მხოლოდ ე.წ. მათთვის ეკლესიებში სიარული ე.წ. მოდაა სხვების მოსაჩვენებლად. ეს რომ ასეა თქვენი გასაჭირისადმი დამოკიდებულებამაც აჩვენა, როგორც ჩანს თქვენი წერილი ნახა 670–ზე მეტმა ადამიანმა, დახმარება კი, როგორც ბრძანებთ არავინ გაიღო თქვენთვის. საუბედუროდ ადამიანთა უდიდეს ნაწილში იმ დოზის სიკეთეა რაც დოზით დახმარება თქვენ მიიღეთ ანუ არავიტარი ღვრთის რწმენა და სიკეთე არ არის. გთხოვთ არ გეწყინოთ ადამიანთა ასეთი უგულო დამოკიდებულება თქვენდამი, ღმერთი არ გაგწირავთ.
მოგესალმებით ჩემო საყვარელო მართლმადიდებელნო. მინდა გითხრათ, რომ დღეს ქალბატონ ლიანას გმირი შვილის ნუკრი ჭილაიას დაბადების დღეა. პატივი და ნათელი მას, ვევედრები უფალს, რომ მარადიული სასუფეველი დაუმკვიდროს ამ ქართველ ვაჟკაცს, ქალბატონ ლიანას კი გამძლეობა მოჰმადლოს წმინდა ღვთისმშობელმა.ჩემო ძვირფასო ქართველებო, ქალბატონ ლიანას ჩვენი თანადგომა სჭირდება, გთხოვთ გაუწოდეთ მას დახმარების ხელი.
ჩემო საიმედო მართლმადიდებელნო, იმედის თვალით შემოგყურებთ თქვენ და დიდი ბოდიშის მოხდით გთხოვთ დამეხმარეთ თქვენი შესაძლებლობისამებრ. უფლის წყალობა და თქვენი თანადგომა მაიმედებს, სხვა იმედი არ მაქვს. უფალმა დაგლოცვოთ და გაგაძლიეროთ. ჩემზე გაღებული სიკეთისთვის თითოეულ თქვენგანს წინასწარ გიხდით მადლობას.
ლიანა ჭილაია
თქვენი გულისხმიერებისა და თანადგომის წაყალობით შესაძლოა მოვესწრო დღეს, როდესაც მეღირსება ჩემი შვილის საფლავის მოფერება. უფალი გწყალობდეთ, ამინ!
ჩემო საიმედო და საყვარელო ქრისტიანებო, უმორჩილესად გთხოვთ, დამეხმარეთ ვისაც რა შეგიძლიათ. მხოლოდ თქვენი იმედი მაქვს.
საქართველოში ბოლო დროს ძალიან მომრავლდნენ “ჯიპიანი მამაოები”, ნეტავი ამ შეძლებული სასულიერო პირებიდან ვინმემ თუ გაიღო რამე ამ გაუბედურებული ქალბატონის დასახმარებლად?! მეეჭვება რომ ვინმეს რაიმე გაეღოს ამ ადამიანის დასახმარებლად.
ქალბატონო თამარ, თქვენ ძალიან ეცადეთ ჩემი თანადგომა და ავრცელებდით ჩემი გასაჭირის შესახებ ინფორმაციას თქვენი ფეისბუკის გვერდზე, მადლობა ამ გულისხმიერებისთვის. ძალიან გთხოვ აწი ნუ გაავრცელებ ჩემს განცხადებას, ამას არავიტარი შედეგი არა აქვს. ჩემი განცხადება 1000 ზე მეტმა ადამიანმა ნახა ამ მართლმადიდებლურ საიტზე მაგრამ არავის არავიტარი დახმარება არ გაუწევია. დღეს საუბედუროდ საქართველოში, მართლმადიდებლურ ქვეყანაში სხვისი ჭირი ღობეს ჩხირადაა ქცეული.
სირცხვილი თქვენ, იმ 1000 ადამიანს ვინც გაიგეთ ქალბატონ ლიანას გასაჭირი და გულგრილად მოეკიდეთ მას. თქვენც იტყვით ღმერთი მწამს და მართლმადიდებელი ვარო, სირცხვილი, სირცხვილი თქვენ!!!!!!!!!!!!!!!!!
აი რა არის ფარისევლობა – ტაძრებში მოსაჩვენებლად ხატების წინ დგომა ხოლო გულში არავითარი სიყვარული არც უფლისა და არც ადამიანისა,არავითარი თანაგრძნობა და მოწყალება გასაჭირში მყოფისადმი; საუბედუროდ ეს რეალობას წააწყდა ქალბატონი ლიანა. უფალო, ერთადერთო მოწყალეო, გევედრები შეეწიე ლიანა ჭილაიას, ამინ!
ნურავინ მიწყენთ ჩემი გულისტკივილისა და საყვედურის გამო: დიდი იმედი მქონდა, რომ ხალხი, მართლმადიდებელი ქრისტიანენი გულთან ახლოს მიიტანდნენ ჩემს გასაჭირს, დედისა, რომელსაც ომმა ჯერ შვილი წამართვა, მერე შვილის საფლავი და ყველაფერი, რაც გამაჩნდა, მაგრამ ჩემდა გასაოგნებლად იმ 1058 ადამიანიდან, ვინც თავს მართლმადიდებლად მიიჩნევს და ვინც გაიგო ჩემი გასაჭირი, არცერთს არ გაუჩნდა თანაგრძნობის და შესაძლებლობის ფარგლებში თუნდაც მცირედი დახმარების სურვილი, მხოლოდ ე.წ.”ლაიკები” გაიმეტეს ჩემთვის. აი ის მწარე რეალობა, რაც ჩვენს გარშემოა: უბედურებაა, როდესაც ხალხში ჩვეულებრივ ცხოვრების წესადაა ქცეული არაქრისტიანული პრინციპი “სხვისი ჭირი ღობეს ჩხირი”.
შვილი წამართვა, მერე შვილის საფლავი და ყველაფერი, რაც გამაჩნდა, მაგრამ ჩემდა გასაოგნებლად იმ 1058 ადამიანიდან, ვინც თავს მართლმადიდებლად მიიჩნევს და ვინც გაიგო ჩემი გასაჭირი, არცერთს არ გაუჩნდა თანაგრძნობის და შესაძლებლობის ფარგლებში თუნდაც მცირედი დახმარების სურვილი, მხოლოდ ე.წ.”ლაიკები” გაიმეტეს ჩემთვის. აი ის მწარე რეალობა, რაც ჩვენს გარშემოა: უბედურებაა, როდესაც ხალხში ჩვეულებრივ ცხოვრების წესადაა ქცეული არაქრისტიანული პრინციპი “სხვისი ჭირი ღობეს ჩხირი”.
ჩემი გასაჭირი და თხოვნა არავინ მიიტანა გულთან ახლოს და არავის გამოუწვდია დახმარების ხელი. აი ამ სიკეთით და ღვთის რწმენით ცხოვრობს საზოგადოება……………
მინდა ვიკითხო, ამ საიტზე მღვდელმსახურები არ კითხულობენ ამ გაჭირვებული ხალხის თხოვნებს, და თუ კითხულობენ რას აკეთებენ, ჯიპების ყიდვის ნაცვლად ამ გაუბედურებულ ადამიანებს რატომ არ ეხმარებიან?!!!
ქალბატონო ლიანა! ძალიან გულსატკენია თქვენი მდგომარეობა და ის გასაჭირი რომელშიც თქვენ იმყოფებით, ჭეშმარიტად გითანაგრძნობთ და უფალს ვთხოვ იყოს თქვენი შემწე… მაგრამ ამასთანავე მინდა ჩემი მოკრძალებლი აზრი გამოვთქვა აქ გამართულ პოლემიკასა თუ განკითხვაზე და წინასწარ შენდობა გთხოვოთ, თუ ვინმეს გლს ვატკენ ჩემი სიტყვებით.
პირველი: მაპატიეთ, მაგრამ თქვენს მდგომარეობაში სამწუხაროდ, საკმაოდ ბევრი აფხაზეთიდან თუ ოსეთიდან დევნილია და თუ თქვენი მდგომარეობა ასე დამძიმებულია და გაუსაძლისია ეს სახელმწიფომ უნდა გამოასწოროს. სწორედ მის უშუალო მოვალეობაშია თქვენზე და იმ სხვა უაღრესად გაჭირვებულ თქვენნაირ ადამიანებზე ზრუნვა. ჩვენ სწორედ სახელმწიფოს და მის მუშაკებს (რომელნიც ჩვენი დაქირავებულნი არიან და ჩვენგან ამოღებული გადასახადებით საზრდოობენ) უნდა მკაცრად და უპირობოდ მოვთხოვოთ აღმოგიჩინონ ღირსეული დახმარება. მე ვფიქრობ მართლმადიდებლებისაკენ თითის გაშვერა და მათი დადანაშაულება შეცდომაა, რომელთა უმრავლესობა თქვენზე უკეთეს პირობებში არ არის. და კიდევ თქვენ გგონით, რომ იმ 1000 ადამიანიდან ვინც ამ გვერდზე შემოვიდა ყველა მართლმადიდებელია? სამწუხაროდ არა…
მეორე: ყურადღებით გადავიკითხე კომენტარები და მინდა ყველას მადლობა გადაგიხადოთ ვინც ქალბატონ ლიას გასაჭირი გულთან ახლოს მიიტანა და გამოეხმაურა, მაგრამ აქვე მინდა ცოტა გაკვირვებით აღვნიშნო, რომ ეს პატივცემული პირები ასე გულმოდგინედ, რომ იცემენ გულზე მჯიღს და ხან მართლმადიდებლებს განიკითხავენ და ხან ეკლესიის მამებს, თვითონ თითი თითზე არ დაუკარებიათ… როგორც თვითონ ქალბატონი ლია აღნიშნავს თავის 21.12.2015 კომენტარში:
,,ჩემი გასაჭირი და თხოვნა არავინ მიიტანა გულთან ახლოს და არავის გამოუწვდია დახმარების ხელი. აი ამ სიკეთით და ღვთის რწმენით ცხოვრობს საზოგადოება……………” რა გამოდის? მთავარია სხვას დაუწუნო რწმენა და გულისხმიერება, სხვაზე თქვა აი როგორი უგულო და უნამუსოა, ან ბოლოს და ბოლოს ,,მამაოებს” მიაყუდო ჯოხი, ტალახში ამოსვარო და შენ ,,მტრედივით” თეთრი, სპეტაკი და წმინდა გამოჩნდები… შენდობას ვითხოვ, ჯერ თქვენი თქვენი თვალიდან ამოიღეთ ნაფოტი და მერე სხვის თვალში ეძიეთ ბეწვი…თქვენ დაეხმარეთ სხვისგან, რომ ითხოვთ?
კიდევ ერთხელ გთხოვთ, მომიტევეთ თუ მკაცრად მოგეჩვენათ ჩემი წერილი.
P.S. პირადად მე, ჩემი მწირი შესაძლებლობიდან ხვალვე გადავურიცხავ ქალბატონ ლიას მითითებულ ანგარიშზე.
უპირველეს ყოვლისა მინდა მთელი გულით და კეთილი სურვილებით მივულოცო დამდეგი შობა–ახალი წელი “ამბიონი”–ს ყველა თანამშრომელს, დედა ეკლესიის მღვდელმსახურებს, მართლმადიდებელ მრევლს, ყველა კეთილ და ღვთისმოსავ ადამიანს, სრულიად საქართველოს, უფალმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ, ჯანმრთელობა და სიმშვიდე მოგმადლოთ უზენაესმა. არავის განვიკითხავ, უფალმა მიუდოს ყველას შეცოდებანი. მე კი ვევედრები უფალს მომმადლოს ძალი მოთმინებისა ძირისა ჩემისა და რწმენა რვთის სიწმინდისა, ამინ! ჩემი ერთადერთი იმედი და ნუგეში უფალია, უფალო შეგვიწყალენ!!!
უპირველეს ყოვლისა მინდა მთელი გულით და კეთილი სურვილებით მივულოცო დამდეგი შობა–ახალი წელი “ამბიონი”–ს ყველა თანამშრომელს, დედა ეკლესიის მღვდელმსახურებს, მართლმადიდებელ მრევლს, ყველა კეთილ და ღვთისმოსავ ადამიანს, სრულიად საქართველოს, უფალმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ, ჯანმრთელობა და სიმშვიდე მოგმადლოთ უზენაესმა. არავის განვიკითხავ, უფალმა მიუდოს ყველას შეცოდებანი. მე კი ვევედრები უფალს მომმადლოს ძალი მოთმინებისა ძირისა ჩემისა და რწმენა რვთის სიწმინდისა, ამინ! ჩემი ერთადერთი იმედი და ნუგეში უფალია, უფალო შეგვიწყალენ!!!
მინდა მოგმართოთ კეთილო ადამიანებო, ნუ დაიკლებთ იმ მცირედს რაც უფალმა გიბოძათ, მე მზად ვარ მოთმინებით ვატარო ჩემი ხვედრი, ამის ძალად უფლის რწმენა მაძლევს. ყველას მადლობა თანადგძნობისათვის.