მთავარი » ქრისტიანობა

ცხინვალის რეგიონი – ისტორია და თანამედროვეობა (გამოწვევები და პერსპექტივები)

სტატიის ავტორი: | თარიღი: 29.04.2024 | 107 ნახვა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესი და უნეტარესი ილია II-ის ინიციატივითა და ლოცვა-კურთხევით, საქართველოს საპატრიარქოს ქართველოლოგიური კვლევის ცენტრის თანადგომით და ახალგაზრდა მკვლევართა ორგანიზებით, საქართველოს საპატრიარქოში ჩატარდა ორდღიანი კონფერენცია – ,,ცხინვალის რეგიონი – ისტორია და თანამედროვეობა (გამოწვევები და პერსპექტივები)“.

ღონისძიებას ესწრებოდნენ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე), ნიქოზისა და ცხინვალის მიტროპოლიტი ისაია (ჭანტურია), მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანია (ჯაფარიძე), მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი მელქისედეკი (ხაჩიძე), სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივანი დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი, საქართველოს სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, ქ-ნი თეა ახვლედიანი, სასულიერო დასისა და სამეცნიერო წრის წარმომადგენლები, სტუდენტები და დაინტერესებული პირები.

კონფერენცია გახსნა და შეკრებილ საზოგადოებას მისი უწმინდესობის ლოცვა-კურთხევა გადასცა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივანმა, დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა.

დამსწრეთ სიტყვით მიმართეს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი), სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქ-ნმა თეა ახვლედიანმა, ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ბ-ნმა თამაზ ბესტაევმა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრმა ბ-ნმა დავით ფაცაციამ, ნიქოზისა და ცხინვალის მიტროპოლიტმა ისაიამ (ჭანტურია).

მომხსენებელთა შორის იყვნენ: რეალური ისტორიის დამდგენი საპატრიარქოს მუდმივმოქმედი კომისიის თავმჯდომარე, ტექნიკური უნივერსიტეტის თეოლოგიის სასწავლოს სამეცნიერო ცენტრის ხელმძღვანელი, პროფესორი მიტროპოლიტი ანანია (ჯაფარიძე), როლანდ თოფჩიშვილი – ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, გელათის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, გივი ღამბაშიძე – ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, ქეთევან პავლიაშვილი – ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, ზვიად ზვიადაძე – სახელმწიფო მინისტრის აპარატის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის საკითხთა დეპარტამენტის უფროსი, ოთარ ჯანელიძე – ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, ზაზა ცოტნიაშვილი – კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი, ლავრენტი ჯანიაშვილი – ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, აპოლონ თაბუაშვილი – ისტორიის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი, ნოდარ აბესაძე – სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი, ნათია ჯალაბაძე – ისტორიის დოქტორი, გელა ქისტაური – ისტორიის დოქტორი, ივერ მერკვილაძე – თეოლოგიის მაგისტრანტი, სალომე მელაძე – ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორანტი, მარიამ ხინთიბიძე – ისტორიკოსი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა მაგისტრი.

კონფერენცია მიზნად ისახავდა ცხინვალის რეგიონის როგორც ერთიანი საქართველოს ძირძველი ნაწილის ისტორიის, კულტურის, ეთნოგრაფიის, ხუროთმოძღვრების ძეგლების წარმოჩენას, თანამედროვე მდგომარეობისა და კონფლიქტთან დაკავიშვირებული საკითხების განხილვას და თემის პოპულარიზაციას.

23-24 აპრილი, 2024
წყარო: საქართველოს საპატრიარქო


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარი არ არის »

  • Las Vegas Tankless Water Heaters is the premier choice for
    every water heating solution in Las Vegas. With a dedication to offering energy-efficient and high-quality on-demand hot water systems,
    we promise utmost satisfaction for residents.

    Why Choose Us?

    Expertise in Tankless Water Heaters
    Our team specializes in electric tankless heaters, offering continuous flow water heating without the space requirements of traditional units.
    Our focus sets us apart in the Las Vegas plumbing sector.

    Energy Efficiency
    We focus on eco-friendly water heating, assisting you reduce your carbon footprint while benefiting from reliable hot
    water. Our solutions are designed to improve efficiency and environmental friendliness.

    Customized Solutions
    Understanding that each household has different needs, and that’s why we deliver customized water
    heating solutions. Whether you need a point-of-use heater for
    a single bathroom or a comprehensive system, we are equipped to serve your
    needs.

    Professional Installation and Maintenance
    Beyond just installation, we guarantee that your system operates efficiently with expert maintenance services.
    Our experts is trained in up-to-date maintenance practices for a variety of systems.

    Customer Satisfaction
    Your satisfaction is our foremost concern. We aim to go above and beyond with every installation,
    offering attentive customer service and professional
    recommendations.

    In Conclusion, our team is the leading choice in Las Vegas for those seeking high-efficiency
    water heating solutions. With a focus on energy efficiency, tailored services, and exemplary support,
    we guarantee you’ll have hot water experience effortlessly.

    Opt for our expert team for your next plumbing project and
    join the growing number of satisfied customers reaping the
    benefits of endless hot water in Las Vegas.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი