მთავარი » ქრისტიანობა

ცვლილებები ლოცვებში

სტატიის ავტორი: | თარიღი: 12.05.2013 | 10,100 ნახვა

აღდგომის მომდევნო პირველი კვირა დღიდან, ანუ თომას კვირიაკიდან განახლდება დილა-საღამოს ლოცვების, პარაკლისების, დაუჯდომლებისა და ფსალმუნების კითხვა.

მრევლი საყურადღებოა, რომ ამაღლებამდე ლოცვებში “მეუფეო ზეცათაოს” ნაცვლად ვამბობთ აღდგომის ტროპარს (“ქრისტე აღდგა მკვდრეთით…”) 3-ჯერ, ხოლო “ღირს არსის” ნაცვლად ვამობობთ:

“ანგელოზი ღაღადებს, მიმადლებულო წმიდაო ქალწულო, გიხაროდენ და კუალად გიხაროდენ. ძეჲ შენი აღსდგა მესამესა დღესა საფლავით და მკუდარნი აღადგინა, ერნო, გიხაროდენ. განათლდი, განათლდი, ახალო იერუსალიმ, დღეს დიდებაჲ უფლისა შენზედა გამობრწყინდა, განსცხრებოდე და იხარებდ სიონ, და აწ შენცა იშუებდი, ღმრთის-მშობელო, აღდგომასა ძისა შენისასა.

თომას კვირიდან ამაღლებამდე (აღდგომიდან მე-40 დღე) ოთხშაბათი და პარასკევი ხსნილია თევზით.

მუხლთადრეკა და დიდი მეტანიები განახლდება სულთმოფენობის დღესასწაულიდან (აღდგომიდან 50-ე დღეს).


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარი არ არის »

  • დიმა says:

    სულთმოფენობამდე დიდი მეტანიები არ შეიძლება? კანონებს ვკითხულობ და მცირე მეტანიები უნდა გავაკეთო?

  • მარიამ–ხათუნა says:

    ქრისტე აღსდგა! ქრისტე აღსდგა! ქრისტე აღსდგა!
    დიმა!არა მარტო სულთმოფენამდე არ შეიძლება მუხლდრეკა არამედ ყოველ შაბათს საღამოდან კვირა საღამომდე ვინაიდან ყოველი კვირა აღდგომის განახლებაა და არ შეიძლება დაცემულ(მუხლდრეკა)მდგომარეობაში ყოფნა რადგანაც ღმერთმა აღვადგინა ….რომელი დღესაც არ უნდა ეზიარო, როდესაც ეზიარება ქრისტიანი იმ დღესაც არ შეიძლება მუხლდრეკა…ვინაიდან შენ ზიარებით ცხონებულიხარ, ამღსდგარიც და ამაღლებულიც და არ შეიძლება დაცემულ მდგომარეობაში ყოფნა…ამხელა წმინდა მადლი გაქვს მიღებული და რომელსაც ზიარება ჰქვია და სადღაა დაცემა… უფალი მეფობს!

  • ლლ says:

    daujdomels vkitxulob mdzime marxvashi shabati kvira da axlac eger ikitxeba tu gadmovitano otxhabati paraskevi?2daujdomels vkitxulob gvtishoblisa da wm nikolozs

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი