მთავარი » ქრისტიანობა

“ჩვენ ვფიქრობთ არა მარტო იმაზე, ევროპა რას მოგვიტანს, ჩვენ ვფიქრობთ იმის შესახებ, ჩვენ რას შევიტანთ ევროპაში”

სტატიის ავტორი: | თარიღი: 20.12.2015 | 1,437 ნახვა

patriarqi საპატრიარქოში პატრიარქი საქართველოში ევროკავშირის ხელმძღვანელს იანოშ ჰერმანს, ასევე საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა, შეხვედრის მონაწილეებს მიესალმა და საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის მინიჭების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება მიულოცა.

“ჩვენ შევიკრიბეთ იმისთვის, რომ ვიზეიმოთ ის მოვლენა, რაც გუშინ მოხდა. ევროკავშირმა მიიღო დადგენილება, რომ საქართველომ გადადგა დიდი ნაბიჯი ევროპისაკენ. მე მინდა მოგახსენოთ, რომ ეს არის დიდი მიღწევა, დიდი ზეიმი მთელი ქართველი ხალხის და მათ შორის საქართველოს ეკლესიის”, – აღნიშნა პატრიარქმა.

უწმიდესის თქმით, დიდი ხანია საქართველოს აქვს სურვილი იყოს ევროპის სტრუქტურების მონაწილე, ამაში გვაქვს დიდი შედეგები. ჩვენ გვაქვს მჭიდრო კავშირი და ურთიერთობა სხვადასხვა ქვეყნებთან, ეკლესიებთან, ვატიკანთან.

“გაწევრიანება და უფრო მჭიდრო კავშირი ბევრ პასუხისმგებლობას გვაკისრებს ჩვენ. ჩვენ ვფიქრობთ არა მარტო იმაზე, ევროპა რას მოგვიტანს ჩვენ, ჩვენ ვფიქრობთ იმის შესახებ ჩვენ რას შევიტანთ ევროპაში. უნდა ითქვას, რომ საქართველო უძველესი კულტურის ქვეყანაა. მეოთხე საუკუნეში ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდა. მეოთხე საუკუნეში ითარგმნა სახარება. იქმნებოდა ლითონის და სხვა სახის ნივთები, იწერებოდა წიგნები. ეს ყველაფერი უნდა იყოს შენარჩუნებული. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ევროპა არა მარტო მოგვიტანს ბევრ სიკეთეს, არამედ დაიცავს ჩვენს კულტურას და ამის იმედით ჩვენი ხალხი ზეიმობს. მე მინდა განსაკუთრებით მადლობა გადაგიხადოთ თქვენ ბატონო ჰერმან, რომელსაც გაქვთ დიდი წვლილი ამ საქმეში”, – განაცხადა პატრიარქმა შეხვედრაზე.

უწმიდესმა ეს დიდი მოვლენა მთელ ქვეყანას მიულოცა.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი