არსებობს უამრავი ცრურწმენა, რომლებსაც ადამიანები იჯერებენ და ყოველდღიურ ცხოვრებაში ხშირად ყურადღებასაც კი აქცევენ. მაგალითად, ერთი წლის ბაშვის დაბადების დღის არგადახდა, ბედნიერების მომტანი წერილები, ბედობა, ჩვილის დაცვა თილისმებით, ჰოროსკოპი და ა. შ.
სხვადასხვა ნიშნების რწმენასთან დაკავშირებით “ამბიონს” ესაუბრა, წმინდა პანტელეიმონ მკურნალის ტაძრის მღვდელმსახური – მამა გიორგი კიკვაძე.
– ადამიანი არის არსება, რომელიც შექმნილია ღვთის ხატად და მსგავსად. ადამიანში ღვთის ხატება როგორც წარუშლელი ბეჭედი, ისე არის აღბეჭდილი.
რაც შეეხება მსგავსებას, მოწოდებული ადამიანი იმისთვისაა და იმისთვის აქვს პოტენციალი, რომ გახდეს ღვთის მსგავსი. მაცხოვარი ჩვენი, უფალი იესო ქრისტე ბრძანებს: “ვითარცა მამა თქვენნი ზეციერნი, იყავით თქვენ სრულნი, ნუ იყავით სრულყოფილნი”.
ადამიანური სრულყოფილების გზა არის დაუსრულებელი. ადამიანის გზა თეოზისისკენ ანუ ღმერთთან დამსგავსებისკენ არის უსასრულო და ამოუწურავი პროცესი. ყველა ადამიანში როგორც ხატება, არის ჩადებული რწმენა, რწმენა უხილავისა. ანუ ადამიანი არის ისეთი არსება, რომელსაც ბუნებითად აქვს ღვთისგან მიცემული ნიჭი იმისა, რომ მას უნდა სწამდეს უფალი ღმერთი.
– საიდან მოდის სხვადასხვა ნიშნების რწმენა?
– მოგეხსენებათ, ჩვენმა ქვეყანამ, ჩვენმა ერმა გამოიარა ათეისტური პერიოდი. 70 წელი ადამიანებს უკრძალავდნენ ეკლესიასთან და ღმერთთან უერთიერთობას და ხდებოდა ადამიანების ცნობიერების მიზანმიმართული გარეცხვა ყოველგვარი რელიგიურობისაგან. როცა ადამინებმა დაკარგეს რწმენა ღვთისა, ის ცნობიერი შტრიხი, რომელიც ემსაუხრება ადამიანის ცნობიერებას, დარჩა ცარიელი და მისი ადგილი ჩაანაცვლა, სწორედ ცრურწმენამ. სადაც არ არის რწმენა, იქ უსათუოდ გაჩნდება ცრურწმენა.
– რას ნიშნავს ცრურწმენა?
– ცრურწმენა ნიშნავს იმას, რომ ადამიანს არ გააჩნია სარწმუნოება და რაღაცის ხომ უნდა სწამდეს, როდესაც არ აქვს ჭეშმარიტი რწმენა. სწორედ მაშინ ჩნდება ცრურწმენა.
უპირველეს ყოვლისა, ცრურწმენებს შორის მინდა აღვნიშნო ასტროლოგია და არა ასტრონომია, რომელიც მეცნიერებაა. ასტროლოგიით, სამწუხაროდ, ჩვენი მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი არის გატაცებული და მიზანმიმართული მედიაკამპანია მიდის ამაზე.
– რა არის ასტროლოგია?
– ასტროლოგია არის ცრუ მოძღვრება და არავინ უნდა მოტყუვდეს, მას მეცნიერებასთან არანაირი კავშირი არ აქვს. ეს არის ოკულტური, მაგიური ცრუ მოძღვრება, რომელსაც რადიკალურად უპირისპირდება ეკლესიური სწავლება, ის სწავლება, რომელიც უფალმა მოგვცა. თუკი ადამიანი მორწმუნეა, მის გულში ცრუ რწმენებს ადგილი არ ექნება.
ბევრმა ადამიანმა მართლმადიდებლობა წიგნიერად არ იცის. თუ ადამიანი განსწავლულია და იცის წმინდა წერილი, ბიბლია, წაკითხული აქვს შეძლებისდაგვარად წმინდა მამათა მოძღვრება, თუ იგი მართლმადიდებელია, მის გულში ადგილი არ ექნება ცრურწმენას.
– ხშირად ვრცელდება სხვადასხვა საშუალებით, “ბედნიერების მომტანი” წერილები. რას გვეტყოდით ამასთან დაკავშირებით?
– ყველაფერი ამის მსგავსი, შეგიძლიათ დაწვათ. თუ მსგავსი რაიმე არ ვრცელდება მისი უწმინდესობის, ან საპატრიარქოს ლოცვა-კურთხევით და არის რაიმე თვითნებური ნაბიჯი, არ არის ღვთისგან დალოცვილი და ლოცვაკურთხეული, ამიტომ ყველამ უნდა მოიშოროს.
თეა სულაბერიძე

მე ხშირად ვიტანჯები ცრუ რწმენებით, მგონია რო სამყაროში არსებობს ნიშნები რომლებიც გვანიშნებენ წინასწარ რა უნდა მოხდეს, მაგალითად გავიპიქრებ ეს და ეს მოხდება და ამ დროს თუ ვინმემ დააცემინა ან “კი” თქვა ან რამე ამ ფიქრის დამადასტურებელი ნივთი დავინახე შიში მეწყება, მგონია რო ასე მოხდება :(( თქვენ რას მეტყვით ამაზე
თამო, შეიძლება ჩემი პასუხო ცოტა დაგვიანებულია, მაგრამ მინდა რომ ჩემი მოსაზრება გითხრა. მე ვთვლი, რომ ცრუმორწმუნე არ ვარ მაგრამ ერთი უჩვეულო რაღაც ამეკვიატა, სადღაც გავიგონე რომ სიზმარში კბილის მოტეხვა ახლობლის სიკვდილს ნიშნავსო. არც კი მოვაქცევდი ყურადღებას, მაგრამ რამდენჯერაც ასე დამესიზმრა იმდენჯერ ნაცნობის გარდაცვალება გავიგე. ცოტა ხნის წინაც დამესიზმრა რომ კბილი მომტყდა, მაგრამ იცი რას დავაკვირდი საკუთრ თავში? კი არ შევშფოთდი რომ შეიძლება ვიღაც გარდამეცვალოს არამედ გამიხარდა რომ წინასწარმეტყველური ნიჭი აღმოვაჩინე ჩემს თავში. აი ამის თქმა მინდოდა შენთვის, რომ კარგად დააკვირდი საკუთარ თავს, და გულწრფელად აღიარე, ის რასაც შენ აკეთებ მართლაც გაშფოთებს თუ გეამაყება რომ ისეთ რაღაცას აკეთებ რაც ყველას არ გამოსდის? ნამდვილი მიზეზი ყოველთვის დაფარულია ხოლმე, მთვარი პოვნაა და თუ იპოვი ადვილად მოაგვარებ. იქნებ რამეში დაგეხმაროს ჩემი გამოცდილება
ცჰემს ახლობლებს ვერ დავაჯერე რო ცრურწმენააა ბავსჰვის ერტი წლის იუბილეს არ გადახდა…აი აქ ვხვდები რო სადაც არ არის ცჰესჰმარიტი რწმენა იკ ადგილს იკავებს ცრურწმენა
mogesalmebit!mainteresebs saxlis shesasvlel karze rom cxenis nals amagreben ramdenad qrisrianulia?ramdenime dgis win sopelshi vikavi da iq vnaxe kovelive es da ar momewona chavtvale cru rwmenad da ojaxis upross rom ukitxe ratom gaqvstqo?es baraqis nishanoao ojaxs avi tvalisgan icavso… am kovelives ar davetanxme utxari rom amis magivrad jvari unda ikos gamosaxulitqo da ar dametanxma.
Me gamit damesizmra jvari da mitxres mamaos hkitxe da getyvis ra ariso da minda kitxvaze pasuxi gamcec ramdenad shesadzlebelia mamaostvis amis kitxva da tqven xom ver metyvir ras nishnavs.
au ra crumorwmuneebi xart xalxo :D imena komentarebs gadavxede da chavbjirdi :D eeh martla martla icinebda am xalxze kaci, satirali rom ar iyos. sizmarshi ras naxavt ra mnishvneloba aqvs :D an Vin dagagoimat rom mand rame zebunebrivia? cota mecnierebashi mainc iyot garkveulebi