მთავარი » ქრისტიანობა

ცოდვის ქმნით ეშმაკს ჩვენზე უფლებას ვანიჭებთ

სტატიის ავტორი: | თარიღი: 28.12.2022 | 434 ნახვა

დღეს მრავალი ეშმაკეული საქმე არსებობს. ეშმაკი არც თუ სახუმაროდ გათამამდა, რადგან თანამედროვე ადამიანებმა მას დიდი უფლებები მიანიჭეს. ადამიანები საშინელ ეშმაკეულ ქმედებებში არიან დანთქმულნი. ერთმა კაცმა მეტად სწორად ახსნა ეს: „ადრე ეშმაკი ადამიანების ცდუნებით იყო დაკავებული, ეხლა კი ასე აღარ არის. მას ხალხი თავის გზაზე გადაჰყავს და გზას ულოცავს: – აბა, წარმატებას გისურვებ. ადამიანები კი ამ გზაზე თავისით მიეხეტებიან. – ეს საშინელებაა. აბა, შეხედეთ: ღადარინელთა ქვეყანაში ეშმაკებმა ქრისტეს ჰკითხეს, აძლევდა თუ არა ნებას, რომ ღორებში შესულიყვნენ. ქრისტემ მისცა მათ ამის ნება, რათა ებრაელები დაესაჯა, მათ ხომ სჯული ღორის ხორცის ჭამას უკრძალავთ.

წმიდაო მამაო, ზოგიერთი იმასაც ამბობს, ეშმაკი არ არსებობსო.

დიახ, ერთმა მირჩია, რომ „ღირსი არსენი კაბადოკიელის“ ცხოვრების ფრანგული თარგმანიდან ამომეღო ის ეპიზოდი, სადაც ეშმაკეულებზეა, ლაპარაკი. „ევროპელები ამას ვერ გაიგებენ, მათ არ სწამთ, რომ ეშმაკი არსებობს“ – მითხრა მან. ხედავთ, ისინი ყველაფერს ფსიქოლოგიურად ხსნიან.
სახარების ეშმაკეულები რომ ფსიქიატრების ხელში მოხვედრილიყვნენ, მათ მკურნალოპას ისინი ელექტროშოკით დაიწყებდნენ! ქრისტემ ეშმაკს ბოროტების აღსრულება აუკრძალა, ის მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს ბოროტების ჩადენას, თუ ადამიანი მისცემს მას ამის ნებას. როცა კაცი ეკლესიის საიდუმლოებებში არ მონაწილეობს, ბოროტს აძლევს ამ უფლებებს და ეშმაკეული ზემოქმედების ქვეშ ექცევა.

წმიდაო მამაო, და კიდევ რა სახით შეიძლება ამგვარი უფლება მისცეს ადამიანმა ეშმაკს.

ლოგიკა, ბილწსიტყვაობა, სიჯიუტე, თვითნებობა, ურჩობა, უსირცხვილობა. ყველა ეს ეშმაკის განმასხვავებელი ნიშნებია. ადამიანი იმდენად ხდება მისაწვდომი ბოროტისათვის, რამდენადაც ამ ზემოთჩამოთვლილ თვისებებს ფლობს. ერთი მხრივ, როცა კაცის სული განიწმინდება, მასში სულიწმიდა იმკვიდრებს და ადამიანი მადლით აღმოივსება. თუკი პიროვნება საკუთარ თავს მომაკვდინებელი ცოდვებით შებღალავს, მასში არაწმიდა სული ჩასახლდება, ხოლო თუ ის ცოდვები, რომლითაც იგი საკუთარ სულს აბინძურებს, მომაკვდინებელი არ არის, მაშინ იგი ბოროტი სულის ზემოქმედებას გარედან განიცდის.

საუბედურიად, ჩვენს დროში ადამიანებს არ სურთ, მოიკვეთონ ვნებები, საკუთარი თვითნებობა. ისინი სხვების რჩევებს არ იღებენ. ამის შემდეგ ისინი უსირცხვილო ლაპარაკს იწყებენ და ღვთის მადლს განიშორებენ. ბოლოს – ადამიანი, სადაც არ უნდა იყოს იგი, ვეღარაფერში წარმატებას ვერ აღწევს, რადგან იგი ეშმაკეული ზემოქმედების ქვეშ იმყოფება. ადამიანი საკუთარ თავს აღარ ეკუთვნის, რადგან გარედან მას ეშმაკი მართავს. ეშმაკი მასში კი არ არის!.. – ღმერთმა დაიფაროს, მაგრამ მას გარედანაც შეუძლია მართოს იგი.
ღვთის მადლს განშორებული ადამიანი ეშმაკზე უარესია. რადგან ეშმაკი ყველაფერს თვითონ კი არ აკეთებს, არამედ ბოროტებისკენ უბიძგებს ადამიანებს. მაგალითად, ის თვითონ არ აღასრულებს ბოროტმოქმედებას, მაგრამ ადამიანებს კი აქეზებს ამისკენ. და ამის გამო ადამიანები ეშმაკეულნი ხდებიან.

წმიდა პაისი ათონელი


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი