24 ივლისი 2024, ოთხშაბათი
მთავარისხვადასხვა"ცოცხალი ბიბლიოთეკა"

“ცოცხალი ბიბლიოთეკა”

ცოცხალი ბიბლიოთეკაკონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითმა ცენტრმა მშვიდობის ფესტივალის ფარგლებში რამდენიმე ღონისძიება გამართა.

ღონისძიება 17 დეკემბერს მოძრაობის თეატრის ეზოში გრაფიტ აქციით დაიწყო და კინოთეატრ ამირანის ლიტერატურულ კაფეში გაგრძელდა, სახელწოდებით “ცოცხალი ბიბლიოთეკა”, რომელიც ნამდვილ ბიბლიოთეკას ჰგავს. განსხვავება მხოლოდ ის არის, რომ წიგნები ცოცხლები არიან, ხოლო მკითხველს გასაუბრების ფორმით შეუძლია მათი წაკითხვა.

ბექა ბერიკაშვილი (იდეის ავტორი): “საქართველოში უკვე მესამედ ვაკეთებთ ფორმატს “ცოცხალი ბიბლიოთეკა”; მსგავსი ტიპის ღონისძიებები საზღვარგარეთის ქვეყნებშიც ტარდება. ჩვენ ქართულ სინამდვილეს მოვარგეთ და ვცდილობთ, საქართველოშიც დავნერგოთ. ეს არის ლექციის და დისკუსიის ერთგვარი ალტერნატივა. თითოეული ადამიანი ესაუბრება მხოლოდ ერთ მკითხველს და არა უამრავ ადამიანს ერთდროულად. სწორედ ამიტომ, ფასეულობების, აზრების ურთიერთ გაცვლის მეტი საშუალებაა. თითოეული ადამიანი არის ცოცხალი წიგნი, თავისი ცოდნით, გამოცდილებით ადგენენ, წარმოსახვით წიგნს”.

“ცოცხალი ბიბლიოთეკის” თემა იყო “ტოლერანტობა და არაძალადობა”. ღონისძიების მიზანია: ლიბერალური ღირებულებების განვითარების ხელშეწყობა და სხვადასხვა ფორმით მათი საზოგადოებისთვის გაცნობა, არაძალადობის ფილოსოფიისა და პრაქტიკის გავრცელება, ტოლერანტული გარემოს შექმნის მხარდაჭერა.

გიორგი ხუციშვილი (კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო ცენტრის დირექტორი): “ჩვენი იდეა იყო შეგვექმნა სივრცე, სადაც ახალგაზრდებთან ერთად ვიმსჯელებდით ტოლერანტობაზე, ურთიერთობის არაძალადობრივ განვითარებაზე, ურთიერთგაგებაზე და ა.შ. მეც პირადად ცოცხალი წიგნი ვარ, წიგნის სახელწოდებაა “არა ძალადობა”, დაინტერესება საკმაოდ აქტიური იყო და დამებადა იდეა, მართლაც დავწერო წიგნი ამ თემასთან დაკავშირებით~.

დისკუსიებიდიმიტრი გუგუნავა (სტუდენტი): “პირველად დავესწარი ამ ღონისძიებას და ძალიან მომეწონა, ზოგადად საინტერესოა ყველაფერი ახალი. გავეცანი რამდენიმე “ცოცხალ წიგნს”, ვისაუბრეთ, გავცვალეთ შეხედულებები და აზრები. ამ ტიპის ღონისძიებები, რაც უფრო ხშირად ჩატარდება უფრო კარგი იქნება”.

ბესიკ ლიპარტელიანი (სტუდენტი): “საინტერესო ღონისძიებაა, გამოცდილი ადამიანები არიან მოწვეულნი და კონკრეტულ თემასთან მიმართებაში გვიზიარებენ ცოდნას და გვიქმნიან წარმოდგენას ამა თუ იმ თემაზე”.

“ცოცხალი ბიბლიოთეკის” დასრულების შემდეგ, გაიმართა ოთარ იოსელიანის ფილმის “და იქმნა ნათელი”-ის ჩვენება და დისკუსია კულტურათაშორისი ურთიერთობების შესახებ.

ღონისძიებაზე დასწრება უფასო იყო და ნებისმიერ მსურველს შეეძლო მიეღო მონაწილეობა. გამოთქმული აზრები, წარმოსახვით შექმნილი წიგნები, იმედია ნამდვილი წიგნის ფურცლებზე აღიბეჭდება და გაამდიდრებს ბიბლიოთეკებს.

ლიკა ალადაშვილი

მსგავსი სტატიები

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

კატეგორიები

ახალი კომენტარები