მსოფლიოს ისტორია დასასრულს უახლოვდება. დრო ჩვენს თანამედროვეებს სინანულისთვის აქვთ მიცემული, როგორც ღირსი მამები გვაფრთხილებენ, რათა მომავალ ცთუნებებს გაუძლონ და ანტიქრისტეს საშინელი დღეების შემდეგ ღირსეულად შეხვდნენ უფლის დიდებით დაბრუნებას.
დღევანდელობა ქვეყნის აღსასრულის მრავალ ნიშანს ავლენს და ამჟამად, როგორც არასდროს, ახლოსაა მოციქულის გაფრთხილება: ყრმანო უკანაისკნელი ჟამი არს… და ანტიქრისტე მოვალს (1 იოვანე 2, 18). ჟამი ესე განისაზღვრება ადამიანთა ღვთისადმი ლტოლვის შენელებითა და საზოგადოებაში ბოროტის ძალთა გაძლიერებით.
“თუკი გავა წელთა რიცხვი შვიდი და ხუთი, აღმავალი ნახევარ გზაზე რვისკენ, იქ რიცხვის (ანუ ხუთის) ნახევარზე, აქედან გამომდინარე, მეოთხედან მეხუთემდე (ანუ 7500 წლის გასვლისას სამყაროს შექმნიდან ანუ მეოთხე და მეხუთე საუკუნეებს შორის, ასე ვთქვათ, მიმდინარე საუკუნის განმავლობაში) შეშფოთება მოხდება. როგორი მტაცებლობა ატყდება! როგორი მამათმავლობა, მრუშობა, სისხლის აღრევა, გარყვნილება იქნება მაშინ? როგორ დაცემამდე დამდაბლდებიან ადამიანები, როგორ გაიხრწნებიან სიძვით? მაშინ იქნება შეშფოთება, უდიდესი პაექრობისმოყვარეობა, განუწყვეტლივ იდავებენ და ვერ გაარკვევენ ვერც თავს, ვერც ბოლოს. შემდეგ შეიკრიბება მერვე საეკლესიო კრება დავის გადასაწყვეტად და განაცხადებს კეთილს კეთილად და ბოროტს _ ბოროტად…. განაცალკევებენ, მოაცილებენ კეთილს ბოროტისაგან ანუ მართლმორწმუნეს _ ერეტიკოსისაგან და მცირე ხანს დამშვიდდებიან ადამიანები… მაგრამ შემდეგ გაიუკუღმართებენ თავიანთ კეთილ განწყობას, მიუბრუნდებიან ბოროტებას ისე, რომ ვერ მიხვდებიან, რომ არის ძმა და არის და, რომ არის მამა დედასთან და დედა _ საკუთარ ძესთან, არ სცნობენ საქორწინო გვირგვინს. ექნებათ ერთი მხოლოდ დაცემა და დაღუპვა, როგორც სოდომსა და გომორში, ანუ არ მოიძებნება ხუთი მართალიც კი… და ეყოლება ძმას და, როგორც ცოლი, დედას _ ძე, როგორც ქმარი, ვაჟი მამას მოკლავს და იმრუშებს დედასთან და ბოროტების წყვდიადი იქცევა ჩვეულებად. რამდენადაც ბოროტი საქმენი მიემატებათ ადამიანებს, გამრავლდება მათზე უბედურება… ადამიანები კი, რაც მეტი უბედურება შეემთხვევათ, სინანულის ნაცვლად მეტად გაბოროტდებიან ღმერთზე.
`ვერცხლისმოყვარეობა ანტიქრისტეს წინამორბედია… ყოველივე, რაც კაცთა მოდგმას გამოხსნის განგებულებითა და განჩინებით ამზადებდა და ამზადებს ადამიანებს რწმენისათვის და აქედან, უფლისთვისაც, იყო და არის ჭეშმარიტება; პირიქით, ყველაფერი, რაც ამზადებს ადამიანს მაცხოვრის სჯულის კანონის უარყოფისთვის – სიცრუეა. ეს სიცრუე ამზადებს ანტიქრისტეს მოსვლას და კაცთა მოდგმის მიერ მის მიღებას…. ბიწიერი, მრუში ქალისგან იშვება ანტიქრისტე. ის აივსება გარყვნილებით, იქნება მრუშობის სადგური: სოფლის ყოველი ბოროტება, ყოველი ბიწიერება, ყოველი უკანონობა განხორციელდება მასში, – საიდუმლო სიძვით ჩასახულში. გაღატაკდება ყოველი დაბა და ქალაქი თავისი ხელქვეითებისაგან, ასევე ეკლესიაც თითქმის გაღატაკდება სულიერ ხელისუფალთა მთავრობისაგან. ამ გაღატაკების შემდეგ `განხმეს სიყვარული მრავალთა” ( მათე 24, 12), `რომელსა ესე უპყრია აწ, ვიდრემდე შორის განვიდეს” (2 თეს. 2, 7) და არაწმინდა საშოდან დაიბადება არაწმინდა. შემდგომ კი ეს არაწმინდად შობილი ეშმაკეული ოცნებებით ბევრ ნიშსა და სასწაულს მოახდენს. სოფელი წარმოიდგენს, რომ ანტიქრისტე მშვიდი და მორჩილია გულით, სინამდვილეში კი გულით მელაა, ხოლო სულით – მგელი. ადამიანები კი დიდი ნდობით აღიჭურვებიან მის მიმართ და მსოფლიო მბრძანებლად გამოაცხადებენ, რადგან ის იქნება ეშმაკის იარაღი ქრისტიანობის აღსაგველად პირისაგან მიწისა. დაღუპვის პირას მყოფთ ეგონებათ, რომ იგია ქრისტე მაცხოვარი და ხელს უწყობს მათ ცხონებას. მაშინ ეკლესიის სახარებას აბუჩად აიგდებენ. შემდეგ, როდესაც დაღუპვა დიდ უბედურებას მოუტანს მსოფლიოს, საშინელი ნიშნები გაჩნდება. დაიწყება სასტიკი შიმშილობა, ადამიანები გახდებიან გაუმაძღარნი. დღევანდელთან შედარებით, შვიდჯერ მეტს შეჭამენ და ვერ დანაყრდებიან. დიდი უბედურება დაისადგურებს ყოველგან. ანგარებისმოყვარენი გახსნიან თავიანთ საუნჯეებს. როგორც გზაზე ნაკელი, ისე გაუფასურდება ოქრო.
და მაშინ, ანტიქრისტე დაიწყებს ადამიანების აღბეჭდვას თავისი ბეჭდით, თითქოსდა უბედურებისგან დასახსნელად, რადგან აპოკალიფსის მიხედვით, მხოლოდ დაბეჭდილებს მიეყიდებათ პური (აპოკ. 13. 17). ბეჭედზე კი ეწერება შემდეგი: “მე ვარ შენი”, – ”შენ ხარ ჩემი,” – “ნებით მოვდივარ, არა იძულებით,” – “ და ჩემი ნებით გიღებ, არა იძულებით” – ეს ოთხი წარწერა იქნება გამოსახული წყეული ბეჭდის შუაგულში.
უბედური იქნება, ვინც აღიბეჭდება წყეული ბეჭდით: ანტიქრისტეს ბეჭედი დიდ გასაჭირს შეამთხვევს სოფელს. იმდენად იქნება მაშინ ქვეყანა დაბეჩავებული, რომ ადამიანები ადგილიდან ადგილზე გადასახლდებიან. ზღვა ადუღდება, როგორც წყალი – ქვაბში. მიწაზე გახმება მცენარეები, დაიხოცებიან ცხოველები, ფრინველები და ქვეწარმავლები.
დღე იქნება, როგორც საათი, კვირა – როგორც დღე, თვე – როგორც კვირა და წელიწადი, როდესაც წყეული დიდება დაინახავს ენუქსა და ილიას, რომლებიც იქადაგებენ, რომ ადამიანებმა არ მიიღონ ანტიქრისტეს ბეჭედი, ბრძანებს მათ შეპყრობას, ისინი კი კვლავ დაუღალავად იქადაგებენ; იტყვიან, რომ ვინც მოიკრებს მოთმინებას და არ მიიღებს ანტიქრისტეს ბეჭედს, გადარჩება და ღმერთი აუცილებლად დაამკვიდრებს მათ სამოთხეში მხოლოდ იმიტომ, რომ ბეჭედი არ მიუღიათ. დე, აღიბეჭდოს ყოველი პატიოსანი ჯვრით, ყოველ საათში გამოისახოს ჯვრის ნიში, რადგან ჯვრის ნიში ათავისუფლებს ადამიანს ჯოჯოხეთის სატანჯველისაგან.
შეიტყობს რა ანტიქრისტე, რომ ილია და ენუქი მას პირფერობაში, გრძნეულებაში, სიცრუესა და ვერაგობაში ამხელენ, განრისხდება და ბრძანებს მათ შეპყრობას.
“შენი მეფობა გვძაგს, შენს დიდებას კი შენს ბეჭედთან ერთად ვწყევლით” – ეტყვის მას ილია. ეს ნათქვამი განარისხებს ანტიქრისტეს, დაემსგავსება ცოფიან ძაღლს და საკუთარი ხელით მოკლავს ილიას და ენუქს.
ამის შემდეგ ადრინდელთან შედარებით ათჯერ მეტად გაბოროტდება ხალხი. ადამიანები, სულით ესოდენ გაცბიერებულნი, სხეულებრივადაც დაკნინდებიან, 125 სმ სიმაღლისანი იქნებიან. ხოლო ცბიერებით ეს ადამიანები დემონებს აჯობებენ და იქნებიან ერთსულ დემონებთან.
დაინახავს ანტიქრისტე, ადამიანთა ბუნება უბოროტეს ეშმაკზე ცბიერი და ამაო გახდა, გაიხარებს, რომ კაცობრიობაში ბოროტება გამრავლდა, განქარდა ადამიანის ბუნებრივი თვისებები და კაცნი ეშმაკებს აღემატნენ ცბიერებით… და ამ დროს ადამიანთა ბოროტებით გახარებულ ანტიქრისტეზე უეცრად ზეციდან “ორლესული მახვილი” დაეშვება, რომლითაც ის დამარცხდება და გადმოინთხევა უწმინდური სხეულიდან ბიწიერი სული. ანტიქრისტეს სიკვდილით დასრულდება მკვლელობები. კაენმა მისცა საწყისი მკვლელობას, ხოლო ანტიქრისტეთი დასრულდება… რა იქნება ამის შემდეგ, მხოლოდ ღმერთმა უწყის. ჩვენ კი ვიცით, რომ განიკითხება ცხოვრებაში ჩადენილი საქმეები, _ ყველაფერი განირჩევა, რათა განცალკევდეს კეთილი საქმეები ბოროტთაგან, როგორც გამოარჩევენ ხოლმე ცხვრებს თიკანთაგან.
წმ. დიმიტრი როსტოველი ამბობს: ანტიქრისტეს წარსაწყმედელი აღსასრულის შემდეგ, ადამიანებს ღმრთისაგან კიდევ ეძლევათ რაღაც დრო სინანულისთვის, როგორც ამას ვხედავთ დანიელ წინასწარმეტყველთან (12.11-12), სადაც ანგელოსმა თქვა, რომ ანტიქრისტე 1290 დღეს იმეფებს, ხოლო შემდეგ დაუმატა: ნეტარია ვინც მოითმენს და მიაღწევს 1335 დღემდე, ანუ ანტიქრისტეს შემდეგ რჩება კიდევ 45 დღე.
უფლის მეორედ მოსვლას ადგილი ექნება იერუსალიმის მახლობლად, ელეონის მთასთან, იოსაფატის დაბლობზე.
“უსჯულოების საიდუმლოებას”, რომელიც ყოველთვის მზადაა აღსრულდეს, ღვთიური დიდების მოშურნეთა ღვთისმოსაობა და უფლის მიუწვდომელი განგება აკავებს, ვინემ საუკუნეთა შექმნამდის განსაზღვრულ წმინდანთა რიცხვი არ შევა ცათა სასუფეველში.
მერე კი აღსასრული ამა სოფლისა.
……ვინც ინდომა ღმერთთან დარჩენა დარჩა, ღმერთის მიერ განმტკიცებული და გაძლიერებული თავის ზრახვაში და მარად ღმერთთან ერთად მეფობს, რომელმაც ისინი თავისი სისხლით გამოისყიდა და იხსნა ვნებებით, ჯვარითა და აღდგომით.
უცნობი რუსი მღვდლის თხზულება “ანტიქრისტე”
მართალთ შეუძლიათ არ ეშინოდეთ: მათ გარეშემოზღუდავს მადლი. უკანასკნელ ჟამს ჭეშმარიტ მორწმუნეებზე იგივე აღსრულდება, რასაც ადგილი ჰქონდა ღმრთისმშობლის მიძინების ჟამს მოციქულთა მიმართ – ყველა მორწმუნე, სადაც არ უნდა მსახურებდნენ, – ღრუბლით იქნებიან გადაყვანილნი და შეკრებილნი ერთ ადგილას. კიდობანი- ეკლესიაა. მხოლოდ ისინი გადარჩებიან, ვინც მასში იქნებიან.
წმ.ნეკტარიოს ოპტინელი, +1928წ.
ხოლო, რაც შეეხება ღვთისმშობლის წილხვედრ საქართველოს, როგორც რუსი, ათონელი, ბერძენი და სხვ. მამები და წმ. გადმოცემანი გვიმოწმებენ: ივერია გაბრწყინდება!
მოამზადა ვერიკო ბაჯელიძემ დეკანოზ
არჩილ მინდიაშვილის გამოცემის მიხედვით

მშვიდობა თქვენდა ღმრთისგან! შეგიძლიათ, უფრო დაწვრილებითი ახსნა მოგვაწოდოთ სიტყვებისა: ივერია გაბრწყინდება? რაღაც ვერ გავარკვიე, სამსჯავრო ხომ პირადული იქნება და ივერიის გაბრწყინება პირადად მე რითი შემეწევა შემდგომში, ან რა უნდა მომცეს მე ამ ინფორმაციამ ამ ეტაპზე _ ჩემს სულიერ ცხოვრებასა და ბრძოლაში? ანდა, საერთოდ, რითი იქნება ეს გაბრწყინება გამოხატული? თუ წმინდა ბარბარეს ტროპარით ვიმსჯელებთ, გაბრწყინება წამების დათმენის შედეგია,მაგრამ სახელმწიფოს შემთხვევაში ეს რას ნიშნავს?
საინტერესოა ეს ყველაფერი,მაგრამ მინდა გავამახვილო ყურადღება უფლის მეორედ მოსვლის ადგილზე… არავინ იცის სად მოვა უფალი,შეიძლება ამ წამს მოვიდეს აქ სადაც ვართ,არარის აუცილებელი ეს იყოს იერუსალიმი,ამიტომ ნუ ამბობთ ამას რომ უფალი მოვა ამადა ამ ადგილას ამადა ამ საათზე…ეს არავინ იცის,,დადეთ ხოლმე ესეტი თემები…
მე არ ვიცი სად მოვა და როდის მოვა უფალი მაგრამ მე დზალიან მეშინია….. ვცდილობ ვიცხოვრო ისე როგორც ქრისტიანს შეეფერება (ვიმარხულო, ვიარო ტაძარში, ვთქვა აღსარება,და არ გავცდე ადამიანურ ჩარჩოებს) მაგრამ ცდუნება ძალიან დიდია და ძალიან მეშინია….
წმიდა წერილში წერია,”იმ დღისა და ჟამის შესახებ არავინ იცის, არც ზეციურმა ანგელოზებმა,არც ძემ, არამედ მხოლოდ მამამ”…”ეს კი იცოდეთ: სახლის პატრონმა რომ იცოდეს, რომელ გუშაგობაზე მოვა ქურდი,იფხიზლებდა და თავის სახლს ძირს არავის გამოათხრევინებდა…..ამიტომ თქვენც მზად იყავით, ვინაიდან, რომელ საათსაც არ ფიქრობთ, მაშინ მოვა ძე კაცისა”…ვფიქრობ, მუდამ მზად უნდა ვიყოთ და არა რომელიმე დღეს და რომელიმე ადგილზე
ufali mova saqartveloshi(anu ierusalimshi), mtastan moxdeba gankitxva,weliwadic gacxadebulia gvtivganbrznobili cocxali wmida mamebis mier,tvec, kvirac da antiqristec cnobilia,vin aris!meti ra gitxran ganbrznobilma berebma,ruporit xom ver ganacxadeben udabnoebidan,meti kitxa da rwmenashi dainteresebaa sachiro!
თამარი, ეგრე არ უნდა ვიფიქროთ, რომ უფალი მოვა ზუსტად იქ სადაც ჩვენ ვდგავართ და გულხელდაკრეფილი დაველოდებით! ჩვენც უნდა წავიდეთ და შევხვდეთ უფალს იქ სადაც ეკადრება დიდებით მომავალს. როცა ხალხს დაგვიძახებენ რომ აი მივდივართ მთაში უფალთან შესახვედრად, უნდა გავყვეთ და არ უნდა ვთქვათ “მე აქ დაველოდები უფალსო”!
გინდ საქართველოში გინდ ისრაელში, პატრიარქს, ერის სულიერ მამას უნდა გავყვეთ დასახვედრად! ღმერთი ყველა ადგილზე ერთად არ მოვა, არამედ იქ სადაც ეკადრება მოსვლა, სადაც პატივს მივაგებთ და მივალთ დასახვედრად..
დიდება უფალს!!!ე,დიდი ძალისხმევა და მონდომებაა საჭირო რო ეს დრო მაინც ხვთის სათნოდ ვიცხოვროთ…ოჯახებიდან მოწყვეტილები ცრემლით ვბანთ თითოეულ დღეს…რომ მალე დავბრუნდეთ ჩვენ სათაყვანებელ სამშობლოში…სადაც ოჯახთან,ჩემ ხალხთან ყველაფერი ადვილად ასატანი იქნება აქ….ე,ძნელია გზა ემიგრანტისა მაგრამ გადარჩენის,ოჯახის ხსნის სხვა გზა არ დაგვიტოვა ცხოვრებამ…გთხოვთ ილოცოთ ჩვენთვის!!…. [[,,წუთისოფელი ასე ყოფილა,ჩვენ მამა-პაპას ასე უვლიათ…იმ სოფლისათვის ამ წუთისოფლის ავან-ჩავანი ჯვარად უპყრიათ…და ახლა ზეცად აღმავალ კიბეს ჩვენც შევდგომივართ ტაატ-ტაატით და ეხ,ვინ იცის როგორ ავივლით ჯვარით მძიმით და ცოდვით მრავალით?!”] ღმერთმა დაგლოცოთ!!!!
ყოველ დღე შენს თავს კითხე,აბა მე დღეს ვის რა ვარგე?წმ.ილია მართალი.ნებისმიერი დღე შეიძლება ბოლო ჟამი იყოს ჩვენთვის.ვადიდოთ უფალი ყოველდღე ჩვენი მოქმედებით.
ufalo ieso qristev,dzeo gvtisao, shegvicyalen chven codvilni……
David says:
September 26, 2011 at 9:59 am
ufali mova saqartveloshi(anu ierusalimshi), mtastan moxdeba gankitxva,weliwadic gacxadebulia gvtivganbrznobili cocxali wmida mamebis mier,tvec, kvirac da antiqristec cnobilia,vin aris!meti ra gitxran ganbrznobilma berebma,ruporit xom ver ganacxadeben udabnoebidan,meti kitxa da rwmenashi dainteresebaa sachiro!
საქართველოში ანუ იერუსალიმში ხო?
რაიიიიიიიიი??
დიდება უფალს.
დიდია ცდუნება ეშმაკისა და მას დავძლევთ თუ უფრო დიდი იქნება მოლოდინი უფლის მეორედ მოსვლისა… ღმერთო შემეწიე და მომეცი ძალა
უფალო შენ გებარებოდე