მთავარი » ჯანმრთელობა

ჩაის სამკურნალო თვისებები

სტატიის ავტორი: | თარიღი: 27.10.2016 | 4,604 ნახვა

ჩაი მარადმწვანე, მრავალწლოვანი ტროპიკული მცენარეა. ჩაი ჯერ კიდევ უძველეს წარსულში ინდოეთის მთიან ჯუნგლებში, ვიეტნამში, ლაოსში, ტიბეტსა და ჰიმალაიში იზრდებოდა. რაც შეეხება საქართველოს, ჩაი არცთუ ისე დიდი ხნის წინ შემოუტანიათ. საქართველოში ჩაის შემოსვლის თარიღად XIX საუკუნის 30 წლებს ასახელებენ. ქართული ჩაი ჯანმრთელობისათვის ძალიან სასარგებლოა და უამრავი სამკურნალო თვისება აქვს.

არსებობს ჩინური და ასამური ჩაის გვარის სახეობები. საქართველოში, ჩაი ძირითადად, ჩინური ჩაის ჰიბრიდთა სახესხვაობები მოჰყავთ. ჩაის ფოთოლი შეიცავს წყალს, აზოტოვან ნივთიერებას, ეთერზეთოვან ექსტრატს, მთრიმლავ ნივთიერებებს, უაზოტო ნივთიერებებს, უჯრედისს, ნაცარს, ტანინს, კოფეინს, შაქარს, ცილებს, სახამებელს, ეთერზეთს, P, C, B1, B2, PP ვიტამინებს, პიგმენტებს და სხვ. ჩაის მზა პროდუქციაში შემავალი სხვადასხვა რთული ნივთიერების ჰარმონიული თანაარსებობა ავლენს კომპლექსურ, სასურველ გავლენას ადამიანის ორგანიზმზე.

ჩაის სამკურნალო თვისებებიდან აღსანიშნავია:

1. იგი კლავს წყურვილს;
2. აუმჯობესებს მხედველობას;
3. დადებითად მოქმედებს ნერვულ სისტემაზე;
4. ამაღლებს შრომისუნარიანობას;
5. აფართოებს სისხლძარღვებს;
6. არეგულირებს თირკმლების ფუნქციას;
7. ხელს უწყობს ძვლების გამაგრებას, სისხლის წარმოქმნას;
9. ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციონირებას და სხვ.

ჩაის ფოთლების ნარჩენებისგან ამზადებენ კოფეინს, P ვიტამინს და სხვა სამკურნალო პრეპარატებსა და სასმელებს. მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ თუ გვინდა რომ ჩაი ორგანიზმისთვის სასარგებლო იყოს, ის აუცილებლად ახალდაყენებული უნდა იყოს.

ჯანმრთელობას გისურვებთ!

მოამზადა ტყებუჩავა ანამ


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი