მთავარიკონკურსი"ჩემი სკოლის" თემაზე ჩანახატების მიღება გრძელდება

“ჩემი სკოლის” თემაზე ჩანახატების მიღება გრძელდება

სკოლის მოსწავლეებისთვის განკუთვნილ კონკურს “ჩემი სკოლის” დასრულების შემდეგ ინტერნეტჟურნალ “ამბიონის” რედაქციაში საკონკურსო მასალებს კვლავ ვიღებთ. მიუხედავად იმისა, რომ კონკურსში აქტიურად ჩაერთო საქართველოს თითქმის ყველა რეგიონი, კონკურსი კი წესისამებრ, თავის განსაზღვრულ ვადებში ჩატარდა, მოსწავლეების დიდმა ნაწილმა ვერ შეძლეს, მათი სკოლა ფართო საზოგადოებისთვის გაეცნოთ.

ჩემი სკოლა

“ამბიონი” სკოლის მოსწავლეებს კვლავ აძლევს საშუალებას, კონკურს გარეშე, წარმოაჩინონ თავიანთი თვალით დანახული სკოლა.

*მოგვწერე ჩანახატი სკოლის შესახებ, სადაც სწავლობ. რა მოგწონს, რას შეცვლიდი შენს სკოლაში და ა.შ;

*ასევე, შეგიძლიათ მოამზადოთ ფოტორეპორტაჟი თქვენი სკოლის შესახებ (ფოტოების მაქსიმალური რაოდენობა -20, (jpg ფორმატი);

*საკონკურსოდ მიიღება ნახატი სკოლის თემაზე (უნდა მოგვაწოდოთ ფოტოს სახით (დასკანერებული), რათა განთავსდეს საიტზე);

*სკოლის მოსწავლეს, ასევე, შეუძლია მოამზადოს ვიდეომასალა სკოლის თემაზე (ვიდეოს მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 5-7 წუთს.)

მასალები განთავსდება ჩვენი ჟურნალის გვერდზე – www.ambioni.ge

მასალის განთავსების საფასური: 15 ლარი.

მასალები საიტზე გამოქვეყნდება წერილის მიღებიდან რამდენიმე დღეში.

ტექსტის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს თაბახის 2 გვერდს (12 – იანი შრიფტი);
ჩანახატი გამოგვიგზავნეთ ელ. ფოსტაზე ambioni@ymail.com

ასევე, მიუთითეთ თქვენი სახელი/გვარი, ასაკი, სკოლის დასახელება და გამოაგზავნეთ თქვენი და თქვენი სკოლის ფოტოსურათები.

1 COMMENT

  1. ჩვენს სკოლაში გვიან გავიგეთ ამ კონკურსის შესახებ. აუცილებლად გამოგიგზავნით წერილს. დიდი მადლობა თქვენს ჟურნალს

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

მსგავსი სტატიები

კატეგორიები

ახალი კომენტარები