სახელი, გვარი: სახელი და გვარი დანამდვილებით ვიცი, საბუთიც მაქვს. არც მამის სახელი, ვიცი ვისი ძე ვარ. არა, განა არ ვიცი,
უბრალოდ ვერავის ვუმტკიცებ რომ მამაჩემს ნიკოლოზი ერქვა. ანუ თუ ვარ საერთოდ მისი შვილი. იქნებ შემომედავონ, რომ ვარ არწივის, ძროხის, ნიანგის, გიორგის, ვალოდიასი თუ ხაჩიკასი. ვერავის ვერ ვუმტკიცებ და არც დოკუმენტი მიწყობს ხელს…
დაბადებული: ეს კი ნამდვილად შემიძლია დავამტკიცო და დავასაბუთო, მხოლოდ, მე რომ გავჩნდი და ეს უფალმა რომ გაიგო, მზის დაბნელება მოხდა…
ეროვნება: ქართველი! ეს მე ვამბობ, თორემ იქნებ ჩინელი, ან ინდოელი, აფრიკელი, ბრაზილიელი ან სულაც თურქი ვარ? მითხრეს ქართველი ხარო, თორემ იქნებ… არ ვიცი, დანამდვილებით, საბუთით ვერ ვამტკიცებ, ვერ ვასაბუთებ.
სად გავჩნდი: ეს არის ქვეყანა, სადაც ადამიანს მორალურ, სულიერ, არაკაცურ ზიანს აყენებდნენ. ეს არის ქვეყანა, რომელმაც 20-25% ტერიტორიები დაკარგა, თანაც გამიზნულად. ეს არის ქვეყანა, რომლის ერიც გათახსირებას, გარყვნას, გაუპატიურებას გადაურჩა. ეს არის ქვეყანა, რომელიც დააქციეს, გაძარცვეს, დაგლიჯეს. ეს არის ქვეყანა, სადაც არ ითვალისწინებოდა ერის კატეგორიული მოთხოვნა, არ ჩატარებულიყო გეი და ლეიბოლისტების პარადები, სადაც მეძავებს და მსგავს სუბიექტების რეკლამირება და წახალისება ხდებოდა და ამჯერადაც ხდება, სადაც თურმე განგაშისმომცველია და შემაშფოთებელია გეების და ლესბოსელების პარადის ჩაშლის მცდელობა და ავიწყდებათ 7 ნოემბრის, 26 მაისის ხალხის დახოცვა-დასახიჩრება, სადაც 24-25 წელს გადაცილებულნი ჩარეცხილები იყვნენ, სადაც უამრავი უჯიშო ხალხისგან შემდგარი გაურკვეველი აღმსარებლობის სექტები დათარეშობდნენ, რითაც კნინდებოდა ქვეყნის მრწამსი, მისი აღმსარებლობა, მისი სულიერი მდგრადობა, სადაც ერის სულიერ მამის ლანძღვისთვის ვიღაცეებმა პირადი ცხოვრება აიწყვეს (თუმცა დროებით), სადაც მიწა იყიდებოდა აბაზად ყველაზე.
ვისაც არ დაეზარებოდა ჩამოსვლა და აბაზის წამოღება, სადაც ომს წააგებდნენ და წაგებას ცეკვა-თამაშით “ზეიმობდნენ”, სადაც ხალხის ფულებს ხელისუფლება ხარჯავდა როგორც თვითონ მოეპრიანებოდა (როსკიპ ქალებზე, გაურკვეველი თანამდებობის და აღმსარებლობის სტუმრებზე, პიარ კომპანიებზე, შოპინგებზე თუ გამაჯანსაღებელ სეანსებზე), სადაც ერს აუპარტიურებდნენ, ტვინს ურეცხავდნენ, ადებილებდნენ, სიდუხჭირის გამო მიჰყავდათ თვითმკვლელობამდე. ეს არის ქვეყანა, სადაც ჰგონიათ, ერს რომ ჭკუა არ აქვს და ვისაც არ ეზარება, ყველა ჩამოდის, გვიკარნახოს როგორ ვიცხოვროთ, როგორ ვისუნთქოთ, როგორ ვიცხოვროთ კოჰაბიტაციის რეჟიმში (ეს მაგონებს ერთ ეპიზოდს ცოლ-ქმრის ცხოვრებიდან. ქმარი ცოლს საყვარელთან წაასწრებს. საყვარელი და ქმარი ჩხუბობენ. ცოლი კარნახობს ქმარს: მოგვერდი უქენი, მოგვერდიო, ხოლო ქმარი პასუხობს: სამოგვერდოდ რატომ გამიხადე საქმე მე შენი ასე და ისეო), როგორ გადავშენდეთ და გადავგვარდეთ, როგორ შევფუთოთ გეების და ლესბოსელების პარადები, როგორ დავსაჯოთ ის ხალხი, რომელსაც არ მოსწონს მსგავსი მიმდევრობა, მათ შორის ღვთის მსახურნი, როგორ არ უნდა გამოვხატოთ უკმაყოფილება იმაზე, რომ საზღვარს დღითიდღე ამცირებენ, როგორ არ მოვითხოვოთ ყველა ამ ვაიდამრიგებლის გაყრა აქედან, სადაც მართლმადიდებლური მცნებების სწავლება, თურმე არღვევს სხვა კონფესიების ბავშვების უფლებებს (თეა თუთბერიძე), სადაც “ვეფხისტყაოსანი” ნაგავზე უნდა გადავაგდოთ, სადაც წინაპართა ხსოვნის პატივისცემა ფაშიზმია (ბოკერია), სადაც თურმე მართლმადიდებლობა იგივე, ისეთივე კონფესიაა, როგორიც იოღოველთა, ბაფტისტთა ან სხვა სექტები (ლევან რამიშვილი).
და კიდევ ბევრი, ბევრი ისეთი, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ერისთვის მიუღებელი და დამამცირებელია!
ქონება არაფერი მე დავყოფდი აწმყო და მომავლად:
არ დამალოთ: რა გაგვაჩნდა: – ცარიელი ქისა, უიმედობა, იმედგაცრუება, უმუშევრობა, ავადმყოფობა, შემწეობის ლოდინი, დამცირება, გულგრილობა, სიცივე…
რა გვაქვს: ცარიელი ქისა. იმედი, იმედი, იმედი!
მეგობრები: – ზოგი გარდაიცვალა – დიდება და ღვთის მფარველობა მათ სულებს! ზოგი სხვა შეხედულების გახდა და გამებუტა (ცნობილი ოპოზიციონერი ვარ), ზოგი კი …
რას ელით: ჩემი ოცნება ახდა – საქართველო, ქართველი ერი დაღუპვას გადაურჩა! უფლის ნებით და ქართული ოცნებით გაბრწყინდება საქართველო.
მოთმინება ქართველებო, მოთმინება!
საქართველო უსათუოდ გაბრწყინდება!
ომარ ნანავა
