მთავარი » პოპულარული

ცეკვის მე-3 საერთაშორისო ოლიმპიადა

სტატიის ავტორი: | თარიღი: 23.03.2012 | 2,009 ნახვა

24-25 მარტს თბილისში “ცეკვის მე-3 საერთაშორისო ოლიმპიადა” ტარდება. მასში ქართველებთან ერთად სომეხი, აზერბაიჯანელი, უკრაინელი, თურქი და რუსი კონკურსანტები მიიღებენ მონაწილეობას.

მასწავლებლის სახლი ფესტივალი “საქართველოს თანამედროვე და საესტრადო ცეკვების ფედერაციის” ორგანიზებით ეწყობა.

ოლიმპიადის ფარგლებში აკადემიურ, თანამედროვე და საესტრადო ცეკვებში შეჯიბრები ჩატარდება. კონკურსში როგორც სოლო შემსრულებელი, ასევე დუეტი და ჯგუფები მიიღებენ მონაწილეობას.

ოლიმპიადაში მონაწილეობას, დაახლოებით 6 ქვეყნის წარმომადგენელი მიიღებს. მოწვეულები იქნებიან ასევე, საერთაშორისო კატეგორიის მსაჯები და მწვრთნელები.

თითოეული სატურნირო დღის დასრულების შემდეგ ჟიური გამოავლენს გამარჯვებულს I, II და III ადგილების მიხედვით.
ტურნირი ორივე საკონკურსო დღეს, დღის 12:00 საათიდან დაიწყება და 21:00 საათამდე გაგრძელდება. კონკურსის მხარდამჭერი თბილისის მერიაა.

ოლიმპიადა თბილისის ძიუდოს დარბაზში გაიმართება.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი