მთავარი » Archive by Category

Articles in მთავარი თემა

წმინდა მოციქული სვიმონ მოშურნე -კანანელი

22.05.2024 – 15:00 | 10,894 ნახვა

ხსენება – ახალი სტილით 23 მაისი
წმინდა სვიმონ მოშურნე გალილეის ქალაქ კანადან იყო წარმოშობით და თავიდანვე იცნობდა იესოს და მის ყოვლადწმინდა დედას, რადგან ეს ქალაქი მცირე მანძილით იყო დაშორებული ნაზარეთს.
პირველი სასწაული, რომელიც იესომ აღასრულა, ეს იყო …

საკვირაო ქადაგება – მენელსაცხებლე დედების ხსენება (19.05.2024)

20.05.2024 – 14:23 | 41 ნახვა

19 მაისს, ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში, მენელსაცხებლე დედების ხსენების დღე მიულოცა და კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევა გადასცა მრევლს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი).

“მენელსაცხებლე დედები მაცხოვრის სიკვდილიდან მესამე დღეს, გარიჟრაჟზე, მივიდნენ მის საფლავზე, რათა წესისამებრ, სურნელოვანი ნელსაცხებელი ეცხოთ …

მსვლელობა ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით

16.05.2024 – 10:30 | 9 ნახვა

17 მაისს, 13:00 საათზე, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით ქაშუეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში აღევლინება პარაკლისი.
შემდეგ დაიწყება მსვლელობა ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრისკენ.
ამასთან დაკავშირებით, ქალაქ რუსთავშიც, …

იღუმენი ლუკა (ფალავანდიშვილი) – ბერი ექიმის თეთრი ხალათით, ლისიონის მამათა მონასტრის წინამძღვარი

14.05.2024 – 15:48 | 11 ნახვა

იღუმენი ლუკა (ფალავანდიშვილი) – ბერი ექიმის თეთრი ხალათით, ლისიონის მამათა მონასტრის წინამძღვარი, ტრავმატოლოგი ადამიანი, რომლისთვისაც დილა ტაძარში ლოცვით იწყება, დღე კი საოპერაციო ბლოკში პაციენტების სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის ბრძოლით გრძელდება.
ტელეკომპანია ,,იმედი”, გადაცემა ,,იმედის კვირა”.

ბრწყინვალე შვიდეული

07.05.2024 – 11:00 | 17,791 ნახვა

აღდგომის დღესასწაული ერთი კვირის მანძილზე გრძელდება. ამ კვირას ბრწყინვალე შვიდეული ეწოდება. მისი თითოეული დღე განსაკუთრებული მადლითაა აღსავსე.
მორწმუნეები ბრწყინვალე შვიდეულის ორშაბათს მიცვალებულთა საფლავებზე გადიან, მაგრამ ამჯერად ჩვენ მათ ვიხსენებთ არა იმიტომ, რომ განშორება ვიგლოვოთ, არამედ …

დიდი შაბათი

03.05.2024 – 22:00 | 13,898 ნახვა

დიდი შაბათის ღვთისმსახურება იესო ქრისტეს ხორცით საფლავში, სულით კი ჯოჯოხეთში ჩასვლას და, ბოლოს, მაცხოვრის მკვდრეთით აღდგომას ეძღვნება. ცისკარზე მღვდელმსახურები “წმიდაო ღმერთოს” გალობით გარდამოხსნას ტაძრიდან გამოაბრძანებენ და, ნიშნად იესო ქრისტეს ჯოჯოხეთში ჩასვლისა და სიკვდილზე გამარჯვებისა, …

დიდი პარასკევი – იესო ქრისტეს ჯვარცმა, ჯვარიდან გარდამოხსნა და დასაფლავება

02.05.2024 – 22:30 | 1,743 ნახვა

დიდი პარასკევის ღვთისმსახურება იესო ქრისტეს ჯვარცმას, ჯვარიდან გარდამოხსნასა და დასაფლავებას იხსენებს. წირვა არ აღესრულება, რადგან ამ დღეს ცოდვებისგან ჩვენს გამოსახსნელად უფალმა საკუთარი თავი შესწირა მსხვერპლად. სრულდება სამეუფეო ჟამნი, რომლის დროსაც კვლავ იკითხება სახარება მისი ვნების …

დიდი ხუთშაბათი – ვნების კვირის გამორჩეული დღე

01.05.2024 – 22:00 | 1,120 ნახვა

დიდი ხუთშაბათის მსახურებაზე იესო ქრისტეს მიერ მოწაფეთათვის ფეხთა დაბანას, საიდუმლო სერობას, გეთსიმანიის ბაღში იესო ქრისტეს ლოცვას და იუდას მიერ მის გაცემას ვიხსენებთ. აღესრულება ბასილი დიდის წირვა, რომელიც სერობას იმის სამახსოვროდ უერთდება, რომ უფალმა ზიარების საიდუმლო …

დიდი ოთხშაბათი – იუდას მიერ იესო ქრისტეს გაცემის დღე

01.05.2024 – 00:40 | 1,019 ნახვა

ეს იუდას მიერ იესო ქრისტეს გაცემის დღეა.
ოთხშაბათის ღამე მაცხოვარმა ბეთანიაში გაატარა. აქ, სიმონ კეთროვნის სახლში, იმ დროს, როცა მღვდელმთავრებს, მწიგნობრებსა და უხუცესებს იესო ქრისტეს მოტყუებით შეპყრობა და მოკვდინება ჰქონდათ გადაწყვეტილი, უცხო დედაკაცმა ძვირფასი ნელსაცხებელი ინახით …