მთავარი » Archive by Category

Articles in ეკლესია-მონასტრები

ატენის წმინდა ნინოს სახელობის ეკლესია – გორის მუნიციპალიტეტი

27.02.2024 – 11:54 | 109 ნახვა

ატენის წმინდა ნინოს სახელობის ეკლესია გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ დიდ ატენში მდებარეობს, ატენის სიონის ჩრდილო-დასავლეთით, სულ 150 მეტრის დაშორებით, თრიალეთიდან შიდა ქართლში მიმავალი გზის პირას.
ორი, ერთმანეთზე მიდგმული, მომცრო ეკლესია ქვიშაქვის კვადრებითაა ნაგები. სამხრეთით მდებარე საყდარი V-VI …

წეროვნის სამების ეკლესია

30.01.2024 – 13:00 | 228 ნახვა

წეროვნის სამების ეკლესია მცხეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ წეროვანში, სოფლის განაპირას, დასავლეთით, შემაღლებულ ადგილას მდებარეობს. სტილისტური ნიშნებით თარიღდება XI საუკუნით. 1946 წელს ძეგლი შეაკეთეს.
ეკლესია დარბაზულია (9,55 X 5,79 მ), ნაგებია ყორე ქვით. გარედან მოპირკეთებულია მოყვითალო თლილი …

კურსების მთავარანგელოზთა ეკლესია

02.11.2023 – 16:04 | 297 ნახვა

კურსების მთავარანგელოზთა ეკლესია — ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი იმერეთის მხარეში, სოფელ კურსებში ზედა უბანში. მდებარეობს მდინარე წყალწითელას მარცხენა მხარეს გაშლილ სოფლის ქვედა უბანში (ქველობანი). აგებულია 1890-იან წლებში.
1916 წელს მიშენებულ, სამრეკლოიან დასავლეთ კარიბჭეს ფანჩატური ჩამოქცეული აქვს. …

ნიქოზის მთავარანგელოზი

24.10.2023 – 22:11 | 808 ნახვა

ზემო ნიქოზის მთავარანგელოზის ეკლესია — ეკლესია გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ნიქოზის ცენტრში. თარიღდება X საუკუნით. ეკლესიას 2006 წლის 7 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია.
ნაგებობა ჯვარგუმბათოვანია (8,5 X 5,3 …

ახალშენის ფერიცვალების ეკლესია – ხელვაჩაური

12.10.2023 – 14:38 | 299 ნახვა

ჯვარ-გუმბათოვანი ტაძარი მდებარეობს ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ახალშენში, ზღვის დონიდან 100 მეტრზე მდინარე ბარცხანის ნაპირზე, აგებულია მეოცე საუკუნის დასაწყისში. აშენებულია რიყისა და თლილი ქვით. შენობის სიგანე 11 მეტრია, სიგრძე საკურთხევლის ჩათვლით 16 მეტრი, სიმაღლე გუმბათითურთ – …

სვიმონ კანანელის სახელობის ეკლესია – ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი

06.10.2023 – 12:39 | 199 ნახვა

სვიმონ კანანელის სახელობის ეკლესია მდებარეობს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში.
ეკლესიის მშენებლობა მიმდინარეობდა 10 წელი. გაიხსნა 2011 წლის 23 მაისს. ტაძრის წინამძღვარი თავიდან იყო მამა გაბრიელი, შემდგომ 1 წელი მამა პავლე ქინქლაძე, ხოლო ეხლა კი არის მამა დავით წულაძე. …

ალვანის წმ. იოანე ნათლისმცემლის ეკლესია

30.09.2023 – 14:52 | 200 ნახვა

ალვანის წმ.იოანე ნათლისმცემლის ეკლესია VIII-IX საუკუნეების გარდამავალი ხანის დამახასიათებელი სამნავიანი ბაზილიკაა კახეთში, ახმეტის რაიონში. მდებარეობს მთაზე, სოფელ ზემო ალვანის მახლობლად. იქვე დგას ცხრაკარას სასახლე, XVI ს-ში აგებული კახთა მეფის ლეონის მიერ, ხოლო ზედ ეკლესიის სამხრეთით …

დვანის წმ. გიორგის ეკლესია

01.08.2023 – 15:08 | 472 ნახვა

დვანის წმინდა გიორგის ეკლესია შიდა ქართლში, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დვანის ჩრდილო-დასავლეთით, კონუსური მთის წვერზე. სტილისტური ნიშნებით ნ. ჩუბინაშვილი VI საუკუნის III მეოთხედით ათარიღებს, ხოლო ნ. გენგიური – VIII საუკუნით. ადგილობრივი მცხოვრებლები უწოდებენ წმინდა გიორგი კვართისას, …

დაბის წმ. გიორგის ეკლესია – ბორჯომის მუნიციპალიტეტი

04.07.2023 – 16:22 | 256 ნახვა

დაბის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია მდებარეობს სოფელ დაბაში, ბორჯომის მუნიციპალიტეტში. იგი საქართველოში ერთ–ერთი უძველესი და უძლიერესი სალოცავია, რომელიც დაბურულ ტყეში მდებარეობს და გზიდან არ მოჩანს. ტაძარს სანახევროდ გამოქვაბული ფარავს. ეს ეკლესია XIV საუკუნის ქართული ხუროთმოძღვრების …

ჯუმათის მიქაელ და გაბრიელ მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესია

15.05.2023 – 22:15 | 403 ნახვა

ჯუმათის სამონასტრო კომპლექსი ქალაქ ოზურგეთის ცენტრიდან დაახლოებით 15 კილომეტრითაა დაშორებული. ის საკმაოდ მაღალი გორაკის მწვერვალზეა აშენებული. ეკლესიიდან ფართო ჰორიზონტი იშლება. ჯუმათი შემოქმედის შემდეგ ყველაზე თვალსაჩინო როლს ასრულებდა გურიის ისტორიაში. იგი ჯუმათელ ეპისკოპოსთა მდიდარი და პატივდებული …

ბოლნისის წმინდა პეტრესა და პავლეს მამათა მონასტერი

26.04.2023 – 15:20 | 578 ნახვა

ბოლნისის წმინდა პეტრესა და პავლეს მამათა მონასტერი – ბოლნისში მდებარე წმინდა პეტრესა და პავლეს სახელობის ეკლესია, კვარცხლბეკივით ამაღლებულ მთაზეა აგებული. გადმოცემით, ამ ადგილს წმინდა ელიას მთას ეძახდნენ. აქ ოდითგანვე ტაძარი იდგა, რომელიც წმინდა პეტრე …

ლიხაურის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია

25.04.2023 – 16:15 | 308 ნახვა

სოფელი ლიხაური მდებარეობს ოზურგეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ მხარეს, აჭარა-გურიის მთების ერთ-ერთ კალთაზე. ლიხაური ისტორიული სოფელია. საყურადღებოა მისი პატარა, მაგრამ ძველისძველი, 1552 წ. კახაბერ გურიელის მიერ აშენებული ეკლესია, წამომართული მაღლობზე, სოფლის შუაგულ ალაგას.

ეკლესიას დასავლეთით მოდგმული აქვს ასევე პატარა …

ანტიპასექი, კვირაცხოვლობა ანუ აღდგომის განახლება, თომას კვირა

22.04.2023 – 20:48 | 1,431 ნახვა

ბრწყინვალე შვიდეული გვირგვინდება კვირა დღით, რომელსაც ეწოდება ანტიპასექი, კვირაცხოვლობა, ანუ ახალი კვირა, ანუ აღდგომის განახლება. ეს დღე განახლებაა აღდგომის დღესასწაულისა. ამ დღიდან მოყოლებული ყოველი კვირა დღე აღდგომის დღესასწაულია, სწორედ ამიტომ ვიკრიბებით ქრისტიანები კვირაობით ეკლესიაში სადღესასწაულო …

ვანისქედის იოანე ნათლისმცემლის სახელობის მამათა მონასტერი – გურია

19.04.2023 – 13:22 | 531 ნახვა

გურიაში, სოფ. მთისპირში ასკანის ციხესა და ოქროსქედის აღდგენილ ეკლესიასათან ერთად ძალზე მნიშვნელოვანი ისტორიული ძეგლია იოანე ნათლისმცემელის სახელობის ვანისქედის დარბაზული ტიპის ეკლესია, რომელიც XI-XIII საუკუნეებით თარიღდება.

ტაძარი XI საუკუნეში აუგიათ. XVII საუკუნეში საფუძვლიანად განუახლებიათ, XIX საუკუნეში …

უდაბნოს იოანე ნათლისმცემლის სახელობის მონასტერი – ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი

23.03.2023 – 15:54 | 481 ნახვა

უდაბნო მდებარეობს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ამაღლების მთის ერთ-ერთ ციცაბო კალთაზე.
უდაბნოში ორი ეკლესიაა. ერთია ძველი, მცირე, კლდეში ნახევრად გამოკვეთილი, რომლის აგების თარიღი უცნობია. არქიტექტურული მონაცემების მიხედვით, ეკლესია VI საუკუნის მეორე ნახევარს მიეკუთვნება. მეორე ეკლესია, უგუმბათო, ვრცელი, დარბაზული …