მთავარი » Archive by Category

Articles in სოფლის მეურნეობა

ქლიავის გასაშენებლად რეკომენდებული და პერსპექტიული ჯიშები

20.08.2023 – 11:00 | 554 ნახვა

სტენლი ამერიკული ჯიშია. მსხმოიარობაში შედის მე-4-5 წელს, ხასიათდება საშუალო-საგვიანო ყვავილობით, თვითდამტვერავია, მაღალმოსავლიანი და რეგულარულად მსხმოიარე ჯიშია, ერთი ხის საშუალო მოსავალი სრულმსხმოიარობაში 40–50 კგ-ს შეადგენს. ნაყოფი მწიფდება სექტემბრის დასაწყისში, გამოიყენება სასუფრედ, მზადდება საუკეთესო ხარისხის ჩირი. …

ლურჯი მოცვის ბაღის გაშენება

01.08.2023 – 15:05 | 568 ნახვა

დარგვის წინ ნიადაგის სტრუქტურის გაუმჯობესება ხდება ნიადაგის ზედა ფენაში ნახერხის, კომპოსტის ან ტორფის შერევით.
ლურჯი მოცვის დარგვა უნდა მოხდეს 20 – 30 სმ სიღრმის და დიამეტრის ორმოებში. დარგვის დროს, ფესვთა სისტემის კარგად განვითარების მიზნით, უნდა მოხდეს …

მარწყვის პლანტაციის გაშენება და დარგვის სისტემები

03.07.2023 – 14:37 | 589 ნახვა

მარწყვის გაშენების საუკეთესო პერიოდი გვიანი ზაფხული (აგვისოტს ბოლო) – ადრე შემოდგომაა (სექტემბერი-ოქტომბერი), მისი გაშენება ასევე შესაძლებელია გაზაფხულზეც, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ საშემოდგომო დარგვა პირველი წლის პროდუქტიულობას მკვეთრად ზრდის.
მარწყვის დარგვისას უნდა გავითვალისწინოთ:

დარგვის დროს მცენარის ფესვის …

“ვერხვის მრავალმიზნობრივი პლანტაციები და მათი გაშენების სქემები”

13.03.2023 – 10:35 | 376 ნახვა

მერქნულ რესურსებზე მზარდი მოთხოვნის შესაბამისად მსოფლიოში აქტუალურია სატყეო პლანტაციური მეურნეობების განვითარება. ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ადგილი სწრაფმზარდი მერქნიანი მცენარეების პლანტაციებს ეკუთვნის, სადაც ვერხვის გვარის სახეობებისა და ჰიბრიდული კლონების გამოყენებას პრიორიტეტული ადგილი უჭირავს, რასაც განაპირობებს სწრაფმზარდობა, არაინვაზიურობა, …

კარტოფილის ჯიშები

16.01.2023 – 12:07 | 1,714 ნახვა

კარტოფილის ჯიშებს ყოფენ სამეურნეო და ბიოლოგიური თვისებების მიხედვით. გამოყენების მიხედვით დადგენილია ოთხი ჯგუფი: სასუფრე, საკვები, საქარხნე და უნივერსალური. ვეგეტაციის მიხედვით კარტოფილის ჯიშები იყოფა: საადრეო, საშუალო და საგვიანო. ამჟამად საქართველოში გავრცელებულია კარტოფილის შემდეგი ჯიშები:

მარფონა – საშუალო …

ვაშლის ჯიში – ბრაბერნი (Braeburn)

12.12.2022 – 14:40 | 393 ნახვა

ბიოლოგიური და სამეურნეო თავისებურებები:
ზრდა და მსხმოიარობა – ჯიში ხასიათდება კვირტების და ყლორტების განვითარების საშუალო უნარით. ძირითადად მსხმოიარობს 1-3 წლიან სანაყოფე ტოტებზე (მეჭეჭი, შუბი, წკეპლა) და მიეკუთვნება ვაშლის მსხმოარობის მე-3 ჯგუფს. ჯიშისთვის დამახასიათებელია გრძელი სავეგეტაციო პერიოდი. …

ოსპის მოვლა-მოყვანის მოკლე ცნობარი დამწყები ფერმერებისთვის

24.11.2022 – 15:52 | 407 ნახვა

ოსპის ადგილი თესლბრუნვაში
როგორც ყველა სხვა სამარცვლე პარკოსანი კულტურები ასევე ოსპიც საუკეთესო წინამორბედია ყველა სასოფლო სამეურნეო კულტურისათვის პარკოსანი კულტურების გარდა. თვით ოსპისათვის საუკეთესო წინამორბედია ყველა კულტურა პარკოსნების გარდა, განსაკუთრებით ისეთები, რომლებიც ნიადაგს ტოვებენ სუფთას სარეველებისაგან, რადგანაც …

აღმოსავლური ხურმის გამრავლება

17.10.2022 – 14:03 | 466 ნახვა

ხურმას ამრავლებენ როგორც თესლით, ისე ვეგეტატიურად, მყნობით. თესლით გამრავლებული ხურმა არათანაბარი თვისებების ნაყოფს იძლევა და გვიან იწყებს მსხმოიარობას. გამრავლების საუკეთესო ხერხია მყნობა.
აღმოსავლური ხურმის საძირეებად გარეული ხურმის ნათესარებს იყენებენ. საძირეებად იყენებენ ვირგინიის ნათესარებსაც, თუმცა გარეული ხურმის …

მაყვლის პლანტაციის გაშენება და დარგვის სქემები

29.09.2022 – 11:31 | 394 ნახვა

გაშენებისათვის ნაკვეთი კარგად უნდა მომზადდეს: ნიადაგი უნდა იყოს კარგად დამუშავებული – მოხნული და დაფარცხული. აუცილებელია ნაკვეთის სარეველებისაგან წინასწარი გასუფთავება, რადგან გაშენების შემდეგ სარეველების სიჭარბე დიდ სირთულეებს ქმნის და აქვეითებს მოსავლიანობას.
მაყვლის გაშენებისას მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ წინამორბედი კულტურა, …

პეკანის გამრავლება თესლით

05.08.2022 – 11:48 | 503 ნახვა

პეკანის გამრავლება შესაძლებელია თესლით და ვეგეტაციური წესით. მსოფლიოში გამრავლების ფართოდ მიღებული ხერხია თესლით გამრავლება.

გამრავლებისათვის თესლი უნდა ავიღოთ სადედე მცენარეებიდან. სადედე მცენარედ უნდა შეირჩეს საუკეთესო ფორმის (ჯიშის) მცენარე. სადედე ხე უნდა აკმაყოფილებდეს ჯიშისათვის დამახასიათებელ ყველა დადებით …

მზესუმზირა – სითბოს და სინათლის მოყვარული მცენარე

01.08.2022 – 15:59 | 4,927 ნახვა

მზესუმზირა – Helianthus L. რთულყვავილოვანთა (Compositae) ოჯახის წარმომადგენელია. სამშობლო ჩრდილოეთ ამერიკაა. გვარი აერთიანებს 100-მდე სახეობის ერთწლოვან და მრავალწლოვან ბალახოვან მცენარეს. სახელწოდება წარმოდგება ბერძნული სიტყვებიდან “Helios” – მზე და “anthos” – ყვავილი. …

ნესვის მოვლა-მოყვანის მოკლე ცნობარი დამწყები ფერმერებისთვის

14.07.2022 – 13:18 | 455 ნახვა

ნიადაგის დამუშავება
აღმოსავლეთ საქართველოში ნიადაგი უნდა მოიხნას შემოდგომაზე, დასავლეთ საქართველოში ადრე გაზაფხულზე. მოხვნის სიღრმე 30-35 სმ.
ნიადაგის გაფხვიერება
ნიადაგის გაფხვიერება დაფარცხვას მიმართავენ აპრილში, გამოიყენება დისკებიანი კულტივატორი, კბილებიანი ფარცხი ან დანებიანი კულტივატორი.
თესვა და ჩითილების გამოყვანა
აპრილის პირველ ან მეორე დეკადაში …

ხორბლის მოსავლის აღება

07.07.2022 – 10:50 | 466 ნახვა

ხორბლის მოსავლის აღება იწყება მარცვლის სანთლისებური სიმწიფის ბოლო პერიოდში. უფრო მოგვიანებით აღებას თან ახლავს დანაკარგები. ზოგიერთ ჯიშებზე დანაკარგი 30-35%-საც აღწევს.
მოსავლის აღების პეროიდში მარცლის ტენიანობა არ უნდა აღემატებოდეს 16-17%, წინააღმდეგ შემთხვევაში კომბაინით გამოლეწვა გაძნელდება და …

როგორ გავაშენოთ ჟოლოს ბაღი?

20.06.2022 – 12:59 | 938 ნახვა

ჟოლო უნდა გაშენდეს გვიან შემოდგომაზე, სავეგეტაციო პერიოდის დამთავრებიდან ყინვების დაწყებამდე ან ადრე გაზაფხულზე მარტში ან აპრილის დასაწყისში.
გაშენების ოპტიმალური სქემაა 2.5 – 3.0 მ X 0.5 – 0.6 მ. ნერგის დარგვისას კეთდება 30-40 სმ სიღრმის …

მწვანილოვანი კულტურების (ქინძი, ოხრახუში, კამა და სხვა) მოვლა-მოყვანის მოკლე ცნობარი

13.06.2022 – 14:54 | 659 ნახვა

ნიადაგის დამუშავება
თუ გაზაფხულამდე ნიადაგი არ იყო დამუშავებული, იგი უნდა დამუშავდეს რაც შეიძლება ადრე და გულმოდგინედ, მოცილდეს აღმოცენებული სარეველები და მათი ფესვები.
ნიადაგის გაფხვიერება
ნიადაგის გაფხვიერება დაფარცხვას მიმართავენ აპრილის დასაწყიში, ერთეული სარეველების გამოჩენისთანავე, ამავე დროს ხდება ნიადაგის გაფხვირება …