მთავარისაზოგადოებამარტო ცხოვრება - პიროვნული დამოუკიდებლობის გარანტი?!

მარტო ცხოვრება – პიროვნული დამოუკიდებლობის გარანტი?!

ახალი სახლი, დამოუკიდებლად ცხოვრება, თავისუფლება – ეს, ერთი შეხედვით, ძალიან მიმზიდველია, მაგრამ ამავდროულად მრავალ პრობლემასთანაა დაკავშირებული. უამრავი წვრილმანი, ფული, ფსიქოლოგიური მომზადება – ეს აუცილებელია იმისთვის, თინეიჯერი რომ დავიწყოთ დამოუკიდებელი ცხოვრება. თუმცა ამ კუთხით საქართველოში ნამდვილად არ არის სახარბიელო მდგომარეობა. სოციალურ ქსელებში ჩატარებული გამოკითხვების შედეგად ახალგაზრდების დიდი ნაწილი მშობლებთან ცხოვრობს, მეტიც, არა მარტო ახალგაზრდები, ახალგაზრდა ოჯახების უმრავლესობასაც ოჯახთან უწევს ცხოვრება. სამწუხაროა ის, რომ ამის მიზეზი მხოლოდ მატერიალურით არ შემოიფარგლება და ძვალ-რბილში გამჯდარი ქართული მენტალიტეტი იჩენს ხოლმე თავს, რაც ხშირად ოჯახებში უსიამოვნების მიზეზი ხდება.

თუმცა ხშირია ისეთი შემთხვევებიც, როდესაც ახალგაზრდები საკმაოდ გაბედულ ნაბიჯს დგამენ და ახალ დამოუკიდებელ ცხოვრებას იწყებენ. ამის ერთ-ერთი მაგალითია ერთი ჩვეულებრივი თბილისელი ახალგაზრდის, 27 წლის სოფიკო დურგლიშვილის ისტორია:

“ეს თემა ჩემთვის კარგადაა ნაცნობი. 22 წლის ვიყავი, როდესაც დავამთავრე ბაკალავრიატი უცხო ენების, უფრო ზუსტად, გერმანული ენის განხრით. მოგეხსენებათ ჩვენი უნივერსიტეტების ამბავი. ეს საკმარისი არ აღმოჩნდა და ჩემი პროფესიული სრულყოფისთვის, გადავწყვიტე გერმანიაში წასვლა ენის კურსებზე. გამიმართლა და წავედი ოპერად, სხვათაშორის, ძალიან კარგ ოჯახში მოვხვდი, ვუვლიდი ბავშვს და თან ენას ვეუფლებოდი. მეტად გამიჭირდა სამშობლოდან წასვლა, მაგრამ ამბობენ, დრო ყველაფრის მკურნალიაო და ასეც მოხდა… რამდენიმე თვეში იქაურობას მივეჩვიე. გერმანიაში სულ 2 წელი ვცხოვრობდი, შემდეგ დავბრუნდი სამშობლოში იმ იმედით, რომ ვიმუშავებდი და ჩემს ცხოვრებას ავაწყობდი, მაგრამ ძალიან გამიჭირდა სამსახურის პოვნა, თუმცა მოვახერხე და რამდენიმე თვეში ერთ კერძო ფირმაში დავიწყე მუშაობა თარჯიმნად, სადაც დღემდე ვმუშაობ.

სიმართლე გითხრათ, მე, პირადად, ცალკე ცხოვრება არ გამჭირვებია, რადგან გერმანიაში რომ ვიყავი, ძალიან მივეჩვიე დამოუკიდებლობას და მინდოდა ყველასთვის დამემტკიცებინა, პირველ რიგში, ჩემი თავისთვის, რომ დამოუკიდებელი პიროვნება ვარ. სწორედ ამიტომ გადავდგი ეს ნაბიჯი, რა თქმა უნდა, უჯახის მხრიდან შემხვდა წინააღმდეგობა, არ მოსწონდათ ჩემი ცალკე ცხოვრების იდეა, მაგრამ რომ მიხვდნენ, ყველაფერი უკვე გადაწყვეტილი მქონდა, დამთანხმდნენ იმ იმედით, ნახავს, რომ ადვილი არაა ცალკე ყოფნა და მალე უკან დაბრუნდებაო, მაგრამ უკვე წელიწადზე მეტია ცალკე ვცხოვრობ და თავს ძალიან ბედნიერ და დამოუკიდებელ ადამიანად ვგრძნობ.

ვფიქრობ, რომ ახალგაზრდა გარკვეულ ასაკს რომ მიაღწევს, აუცილებელია შექმნას საკუთარი გარემო, უნდა ჰქონდეს დამოუკიდებელი ცხოვრების საშუალება და სურვილი.

მე გამიმართლა, ეს არ გამჭირვებია, რადგან მქონდა მშობლების ნაჩუქარი ერთოთახიანი ბინა თემქაზე და მარტო ჩემი თავის შენახვა მიწევდა. სამწუხაროდ, ყველას ამის საშუალება არ აქვს და ჩვენთან არ არის ისეთი სამსახურები, რომ ქირით იცხოვროს ადამიანმა და თან თავი ირჩინოს. ეს საქართველოში ძალიან რთულია.

გერმანელი ახალგაზრდები და არა მარტო ახალგაზრდები არიან ძალიან დამოუკიდებლები და პირველ რიგში, ფინანსურად. თითქმის ყველა მუშაობს და აქვს საკუთარი ფული. რაც შეეხება ცალკე ცხოვრებას, მათთვის ეს ჩვეულებრივი ამბავია, მაგრამ ისინიც კი, ვინც ოჯახთან ერთად ცხოვრობენ, მუშაობენ და მშობლებს არ სთხოვენ ყოველდღიურ ფულს.

ყველაზე მეტად მომეწონა ის, რომ იქ ახალგაზრდებს მუშაობა არ ეთაკილებათ ბარში, რესტორანში, კაფეში, კლუბსა და ასეთ ადგილებში. საქართველოში კი, თუ ახალგაზრდა გოგო რესტორანში ან კაფეში მუშაობს, ათასნაირ იარლიყს აკრავენ, რაც ვფიქრობ, ჩვენი ცუდი მენტალიტეტის ბრალია.
რა თქმა უნდა, უცხოეთმა მოახდინა გარკვეული გარდატეხა ჩემს ხედვაზე, ღირებულებებზე, მაგრამ რაც შეეხება პიროვნული თავისუფლების წყურვილს, ეს ბავშვობიდან მქონდა. ასე რომ არ ყოფილიყო, ალბათ, ვერ გავბედავდი უცხოეთში წასვლას. ეს ადამიანს შინაგანად უნდა გინდოდეს და მაშინ ყველაფერს მოახერხებ“.

როგორ ყალიბდება ახალგაზრდა დამოუკიდებელ პიროვნებად? ამ თემაზე თავისი მოსაზრება გაგვიზიარა ფსიქოლოგმა ია შუკაკიძემ:

“ახალგაზრდა ბავშვობიდან ნელ-ნელა ყალიბდება პიროვნებად. ამაში მას ეხმარება ოჯახი და გარემო, რომელშიც ის ცხოვრობს. ახალგაზრდა ვითარდება წლების განმავლობაში და არა ორ თვეში ან წელიწადში. ასე რომ, მგონი ჯერ უნდა ჩამოყალიბდეს და შემდეგ გადაწყვიტოს ოჯახისაგან ცალკე ცხოვრება, რა თქმა უნდა, იმ შემთხვევაში, თუ მას გათავისებული აქვს, ამა თუ იმ ცხოვრებისეულ პრობლემებს როგორ გაუმკლავდეს.

ბინის შეცვლასთან დაკავშირებული სტრესი მართლაც დიდია და რთულად გადასალახი. ყველაფერი, რაც შენს ბავშვობასთან თუ ახალგაზრდობასთან არის კავშირში, უნდა დათმო და სრულიად უცხო გარემოში შედგა ფეხი. ყველასთვის უცხო ხარ და შენც არავის იცნობ, დგები იმ რთული მომენტის წინაშე, რომ თითქმის ყველაფერი თავიდან უნდა დაიწყო. ადამიანს უჭირს სიახლეებთან შეგუება, რადგან ის უცხოცაა და დიდი დროა საჭირო იმისათვის, რომ შეეჩვიო და გაითავისო.

ხშირია უთანხმოება ოჯახში, მშობლებსა და შვილებს შორის, რძალ–დედამთილს შორის. ეს ჩვეულებრივი მოვლენაა. დედა–შვილს შორისაც ხომ არის ასეთი შემთხვევები?… ბუნებრივია, მათ შორის ხომ დიდი ასაკობრივი სხვაობაა?! სრულიად განსხვავებულ დროსა თუ გარემოებებში ცხოვრობდნენ. უფროსს ყოველთვის რაღაც არ მოსწონს პატარა თაობის, ახალგაზრდას კი – უფროსის. ეს არ უნდა გახდეს ოჯახის დანგრევის მიზეზი. რაღაც აუცილებლად უნდა დათმოს ორივემ და ყოველ წვრილმანზე განგაშის ზარი არ უნდა შემოჰკრას. რა თქმა უნდა, ცალკე ცხოვრება კარგია უთანხმოების განმუხტვისთვის, თუ გაქვს ამის შესაძლებლობა, მაგრამ როდესაც ამის ფუფუნება არ გაგაჩნია, მაშინ აუცილებლად უნდა დათმო და მოითმინო.

ყველა ადამიანს აქვს თავისი შეხედულება ნებისმიერ თემაზე, მათ შორის, ცალკე ცხოვრებაზეც. არიან ადამიანები, რომლებიც დამოუკიდებელ ცხოვრებას ირჩევენ, ზოგი კი ოჯახთან ერთადაც კომფორტულად გრძნობს თავს. მაგრამ ფაქტი ერთია, რომ თუ ადამიანს სურს, მიაღწიოს პიროვნულ დამოუკიდებლობას ოჯახთან თუ მის გარეშე, ის ამას აუცილებლად მოახერხებს”.

დავით დანელია

3 COMMENTS

  1. მემგონი ამ საკითხს სხვადასხვაგვარი ახქმა აქვს ხოლმე ყოველი პიროვნებისაგან, გასარკვევია თუ რას ვგულისხმობთ დამოუკიდბელ ცხოვრებაში? ისეთი შთაბეჭდილება იბადება თითქოს ვცდილობთ გავექცეთ იმ ოჯახურ იდილიასა და სითბოს რომლითაც ჩვენი მშობლები გვასაზრდოებენ და რმელთა წიაღშიც ყალიბდება ესა თუ ის პიროვნება.

    მემგონი ასეთ შემთხვევაში აქცენტი, ქვეცნობიერად ფინანსურ დამოუკიდელობაზეა გამახვილებული ხოლმე და არა ფიზიკურზე, იმიტომ, რომ ფიზიკურად ადამიანი ყოველთვისაა დამოკიდებული რაღაცაზე (მაგ. თუნდაც საჭმელზე), მიუხედავად იმისა უნდა მას ეს თუ არა.

    ფინანსური დამოუკიდებლობა კი, არა მგონია ხელს უშლიდეს ოჯახურ გარემოში უფროსებთან თანაცხოვრებას.
    პირიქით ერთის მხრივ კარგიცაა, ერთმანეთის შეწევნით მეტი სათნოებების და გამოცდილების შეძენა და გამომუშავებაა შესაძლებელი, ყველაფერი კი ჩვენს განათლებულობაზეა დამოკიდებული, რაც ხელს უწყობს ადამიანთა ე.წ.”კოჰაბიტაციას”, ურთიერთ თანაცხოვრებას.
    ნუ დაგვავიწყდება ის ლოზუნგი რომელიც ჩვენს სახელმწიფოს გერბზე გვაქვს აღბეჭდილი, “ძალა ერთობაშია”. თითოეული ოჯახის სიძლიერე მთელი ერისა და სახელმწიფოს სიძლიერეა. სწორედ ასეთმა მიდგომამ შემოგვინახა ჩვენს ერს თვითმყოფადობა და მოგვაღწევინა დღევანდლამდე.

    ჩვენ უფალი მოყვასის სიყვარულსა და ერთმანეთზე ზრუნვას გვასწავლის და არა გათითოკაცებასა და დანაწევრებას, როგორც ვიცით ღმერთი სამპიროვანი და ერბუნებოვანია, სწორედ ეს უნდა იყოს ჩვენი ამომავალი წერტილი, ამ ყოველივეს კი ერთსულოვნება ესაჭიროება, რომლის მიღწევაც მხოლოდ ქრისტიანული სწავლების წიაღშია შესაძლებელი.

    ასევე ვიცით, რომ სიყვარული იქაა სადაც ერთი მეორეზე უანგაროდ ზრუნავს და მეორე პირველზე, ორივე ერთად კი მესამეზე.

    სწორედ ამ პრინციპის რღვევამ გამოიწვია ის შედეგი რაც დღეს ჩვენს მოძმე ევროპელებში შეინიშნება. დავესესხები ლევან ვასაძეს, რომელსაც მოყავს სტატისტიკური მაჩვენებლები ევროპელი მოსახლეობის, რომელთა 53% აბსოლუტურ სიმარტოვეში ცხოვრობს. არადა ყველამ კარგად ვიცით გამოთქმა, “დაშალე და იბატონეო” რის განხორციელებასაც მუდმივად მიისწრაფის ჩვენი მტერი. უნდა აღინიშნოს, რომ მას ეს ჩვენს მოძმე ევროპელებზე კარგად გამოსდის და ახლა ჩვენზე აქვს მოტანილი იერიში, თუმცა ყოველთვის ამას ესწრაფოდა და მაინც ვერ დაგვაჩოქა. ახლა კი ჩვენი ცნობიერების გადაგვარებას ცდილობს, რომ “ციხე” შგნიდან დაშალოს.

    ამიტომ სანამ კარგად არ გავისიგრძეგანებთ დამოუკიდებლად ცხოვრების აზრს და მიზანს(პიროვნული იქნება ეს თუ ოჯახური), მანამდე ნუ ვეცდებით გამოყოფას იმ სიყვარულიდან რომელიც ყოველ ჩვენთაგანს დიდ ოჯახში ეგულება, რომლითაც ჩვენი სული საზრდოობს.

    რაც უფრო ასაკში შედის ადამიანი და მისი ვნებები და განცდები ცხრება, მით უფრო მტკივნეული ხდება მისთვის ახალგაზრდობაში მიღწეული ე.წ. დამოუკიდებლობა, რომელიც სიბერეში სიმარტოვეში გამოიხატება და სიკვდილის შიშს უმძაფრებს.

    თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მრავალი ჩვენი მშობლების თაობებია, რომლებიც დაშლისა და გამოყოფისაკენ სრაფვაში გამოიზარდნენ და გაითავისეს ე.წ. ფსევდო დამოუკიდებლობა (რაც სამწუხაროდ ცივილიზაციას და მის არასწორ აღქმას მოაქვს საზოგადოებაში), რომელსაც უსიყვარულობა, დაძაბულობა, გაჭირვება, ეგოიზმი, შური, ამპარტავნება, დამღუპველი სიამაყე, სულიერი სიცარიელე და აბსოლუტური სიცივის შეგრძნება ახლავს და მუდმივ შფოთში ამყოფებს ადამიანებს. მითუმეტეს იმ გადახვეწილი ადამიანებისათვის, რომლებიც თავის საყვარელ ოჯახს შორეული ქვეყნებიდან უმზერენ და შენატრიან იმ დროს როდესაც ერთმანეთთან თანაცხოვრებით სიყვარულში სუფევდნენ.

    ადამიანთა უმეტესობა სანამ ღვთისაგან ბოძებულ საუნჯეს არ დაკარგავს, მანამდე უჭირს მისი დაფასება და როცა მიხვდება, უკვე გვიანი აღმოჩნდება ხოლმე, რომლის აღდგენაც პრაქტიკულად შეუძლებელი ხდება. მოგეხსენებათ დანგრევა გაცილებით იოლია, თანაც ამავე დროს ნებისმიერი ჩვენთაგანისათვის, ვიდრე შენება, რომელიც სიყვარულს, განსწავლულობასა და გარჯას მოითხოვს.

    მშობლები და ეკლესია უნდა ზრუნავდნენ ახალგაზრდების პიროვნებად ჩამოყალიბებაში, რომელსაც ეცოდინება თუ რას ნიშნავს ოჯახი, რომ იგი უბრალოდ წარმოთქმული სიტყვა კი არა, არამედ ღვთის ერთ-ერთი საიდუმლოებათაგანია და რომელსაც თავისი დანიშნულება და მიზანი აქვს ყოველი ჩვენთაგანისათვის. ამ საიდუმლოებასთან გაზიარება ბრწყინვალედ შეიძლება წმ. ი.ოქროპირის სწავლებებში, რომლის შემდეგაც უკვე თამამად შეგვეძლება მივიღოთ სწორედ ის პიროვნული გადაწყვეტილება რასაც ოჯახის შექმნა ქვია და მხოლოდ მას შემდეგ დავინახავთ, რომ ის საკითხები რომლებიც ასე გვაწუხებს დღევანდელ საზოგადოებას დამოუკიდებლად ცხოვრების პრობლემები),ფრიად უმნიშვნელო და შეუმჩნეველიც კი გახდება.

    ყველაფერი ჩვენს განსწავლულობაზეა დამოკიდებული, იმისათვის რომ კითხვა ვისწავლოთ, უნდა იმ პიროვნებას მივმართოთ ვინც ანბანი შექმნა, რომ აგვიხსნას თუ როგორ გამოითქმის ესა თუ ის ბგერა. იმისათვის რომ შენება ვისწავლოთ, მშენებელს მივმართავთ, რომ შეგვასწავლოს აგურის სწორი წყობა, თორემ “რაჭა ჩემი სიყვარულისა” არ იყოს, მცირედი ზეწოლა და ჩვენი ნაგები კედელი ჩამოგვენგრევა, თუ ოჯახის შექმნა გვინდა უნდა ვისწავლოთ (მათ შორის ქრისტიანული იქნება ეს თუ სხვა რელიგიური კონფესიის) ღვთისგან, ვინც ჩვენი სწორად, სიყვარულში არსებობისათვის მოიგონა და საფუძვლად შესაბამისი პრინციპები დაუდო.

    სხვა ყველა შემთხვევაში, არც კითხვა გვეცოდინება, არც შენება და არც ოჯახის შექმნა, რომლის სიმყარე და სილამაზეც ყოველი ჩვენთაგანის სადარდებელია.

    ნაჩქარევი და შესაბამის საფუძველს მოკლებული გადაწყვეტილებები, უღმერთობით გაჯერებული, ადამიანთა მუდმივი თავის ტკივილია.

    მხოლოდ მტკიცე და სწორი ცოდნის საფუძველზეა შესაძლებელი იმ ოჯახური კომფლიქტებისა და ურთიერთობისაგან თავის დახწევა, რომელიც წარმოიშვება ხოლმე როგრც, მშობლებსა და შვილებს, ასევე რძალ-დედამთილსა და თუნდაც ხანდაზმულ ასაკობრივ ზღვარს მიღწეულ ადამიანთა შორის.

    ალბათ დამეთანხმებით, რომ პრობლემისაგან გაქცევა (მოსიყვარულე ოჯახისგან დამოუკიდებლად ცხოვრება), “სირაქლემის პოზაში” მყოფობას გავს და არანაირად არ უწყობს მის დაძლევაში ხელს, ეს “პრობლემა” ჩვენი არსებობის მანძილზე თანმდევი მოვლენაა, მისგან გაქცევამ კი რაც გამოიწვია ჩვენს მოძმე ერებში (ერვოპაში), ზემოთ უკვე აღვნიშნე, რაც ხელს უწყობს ჩვენს მტერს, ჩვენსავე დამორჩილებასა და დამონებაში და აბსოლუტურ უმეცრებაში მყოფობისათვის.

    ამიტომ უმჯობესია უკეთ, სწორად და საფუძვლიანად განვისწავლოთ თავი ამა თუ იმ საკითხში რომლის რეალიზებასაც ვაპირებთ და მხოლოდ უკვე მას შემდეგ მივიღოთ გადაწყვეტილებები ჩვენი მყოფადობის წარმართვაში.
    რაც მთავარია ყოველ საქმეს სიყვარულით უნდა მივუდგეთ და ცხოვრებას ღვთის თვალებით უყუროთ, რომ მსგავსი პრობლემებს არამცთუ ოჯახში და საზოგადოებაში, გონებაში წარმოსაშობათაც კი არ გააჩნდეს ადგილი.

    ღმერთმა დალოცოს ყოველი ოჯახი და არ მოუშალოს მას არასდროს სიმტკიცე, ერთობა და სიყვარული.

  2. me srylkopilad minda davetanxmo giorgis kvela mosazrebas,,martlac chven ynda vecadot ojaxis simtkice vascavlot shvilebs,,axzlgazrdebi rodesac mshoblebtan cxovroben isini ypro metad tavshekavebyli,moridebyli da damtmobi arian vidre damoykideblebi,,mat cxovrebis naklebi gamocdileba aqvt da yprosebis tanadgoma mydam chirdebat,,es ki ertad cxovrebit kargad ixveceba,,mec kvelas ojaxis simtkices ertobas da sikvaryls vysyrveb

  3. me vpiqrob rom tu ki axalgazrdas aqvs imis ambicia ro man marto damoukudeblad icxovros amashi veranair dabrkolebas da xelis shemhlel paqtors ver vxedav.mtavaria man moindomos da yvelaperi gamouva,ogon wesierebis parglebshi.minda yvela im axalgazrdas warmateba vusurvo vinc mhoblebisgan calke damoukudebeli cxovrebis wess eweva.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

მსგავსი სტატიები

კატეგორიები

ახალი კომენტარები