რუმინეთის დედაქალაქში, წმინდა ანთიმოზ ივერიელის სახელობის მონასტერთან, წმინდა ანთიმოზ ივერიელის ძეგლი საზეიმოდ
გაიხსნა.
ძეგლის გახსნის ცერემონიაში ბუქარესტის მერი სორინ ოპრესკუ, რუმინეთში საქართველოს ელჩი ილია გიორგაძე და ქანდაკების ავტორი მიჰაი ისტუდორი მონაწილეობდნენ.
წმინდა ანთიმოზ ივერიელის ძეგლის გახსნას დაესწრნენ ადგილობრივი თვითმმართველობის, ბუქარესტში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, ხელოვნების და მედიის წარმომადგენლები და რუმინეთში მოღვაწე სასულიერო პირები.
სტუმრებმა რუმინეთსა და საქართველოში წმინდა ანთიმოზ ივერიელის მოღვაწეობასა და ბუქარესტში მის მიერ აგებული სამონასტრო კომპლექსის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
