მთავარიფოტორეპორტაჟიბოლნისის სიონი

ბოლნისის სიონი

ბოლნისის სიონი

სამნავიანი ბაზილიკა, ბოლნისის სიონი აგებულია 478-493 წლებში.  მან უძველესი ასომთავრული წარწერა შემოგვინახა. მშენებლობის ინიციატორი დავით ეპისკოპოსია.

ტაძრის არქიტექტურა მკაცრი მონუმენტურობით გვხიბლავს. ტაძარი მორთულია გასაოცარი რელიეფური სკულპტურებით: ფრინველთა თუ ცხოველთა გამოსახულებებით, ჯვრებით. ჯვრის ერთ სახეს – წრეში ჩახაზულ ბოლოებგაფართოებულ ჯვარს – “ბოლნური ჯვრის” სახელწოდებით ვიცნობთ.

ტაძრის გარშემო ფართო, მასიური გალავანი აქვს შემორტყმული. გალავნის შიგნით სამსართულიანი სამრეკლოა აღმართული. ის XVII საუკუნის 80-იან წლებში ბოლნელ ეპისკოპოსს აუგია.

გიორგი სისაური

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

მსგავსი სტატიები

კატეგორიები

ახალი კომენტარები