მთავარისხვადასხვაბერს ბერობა შვენის, ერს ერობაო

ბერს ბერობა შვენის, ერს ერობაო

“ერის დიდი ნაწილი უფრო ადვილად ხდება
ტყუილის მსხვერპლი, ვიდრე – მცირე”
ადოლფ ჰიტლერი

ამ დღეებში ფეხბურთში ორი სახელგანთქმული კლუბი “დინამო” შეხვდა ერთმანეთს. ტრადიციულად ამ ორი გუნდის შეხვედრა მეტად საინტერესო იყო ხოლმე გულშემატკივართათვის. იყო ერთგვარი ზეიმი, რომელიც ხშირ შემთხვევაში მატჩის დამთავრების შემდეგ ტაშით მთავრდებოდა, რომელსაც ორივე მოპაექრე მხარე იმსახურებდა ურთიერთმოპყრობითა და თამაშის კულტურით.

ჩვენ კი ამჯერად დავამთავრეთ…

ეჭვი მაქვს, ეს ახალგაზრდები იყო მართული და პირველ რიგში არაქართველისგან. ამ ახალგაზრდების საქციელი არანაირად არ ჯდება ქართველი კაცის ბუნებაში. საქართველო რუსეთი სირცხვილი სირცხვილად, მაგრამ იბადება კითხვა: სად არის ქართული თავმოყვარეობა, ქართული სულგრძელობა, ქართული სტუმართმოყვარეობა?

ქართველი კაცი (კაცი!) მტერს თავის ოჯახში არა მარტო თვითონ, სხვას არ დააჩაგვრინებდა, ზედმეტს არ აკადრებდა. სად გაქრა ყოველივე ეს, რა გვჭირს? ან სად ნახეს მტერი სტადიონზე?

ვინც ამ ახალგაზრდებს მართავდა, აი, ისინია გამოსაძიებელი და პასუხისგებაში მისაცემი!

არ შემიძლია გავჩუმდე და (მოყვარეს პირში უძრახეო) არ ვთქვა საყვედური, არ ავღნიშნო ის, რომ მოკლე მეხსიერება დაგვჩემდა ბოლო ხანს, უფრო მეტიც – ზომბირებულნი ვართ, რაშიც ლომის წვლილი ეჭვსგარეშეა, ყოფილ ხელისუფლებას მიუძღვის. იმდენი იძახეს, რუსი მტერიაო, რომ შედეგმაც არ დააყოვნა, განსაკუთრებით ახალგაზრდებში. არ მინდა დავიჯერო, რაც უზომოდ საწყენი და სატირალი იქნება, რომ ამ ყველაფერთან ერთად დაუნახავებიც აღმოვჩნდით.

ზოგიერთი აზროვნებით ბეცი ჩვენი თანამემამულე, იქამდე დავიდა, რომ რუსების გასალანძღად ამტკიცებს – რუსები თავიანთ მშობელს, როცა დაიღუპებოდა, ხევში აგდებდენო. ქართველი კი კლავდა მამას, ძმას, თვალებს თხრიდა. თუ ეს არ მომხდარა?
არც უფლის დარიგება გვახსოვს: “ნუ განიკითხავ…”!
ნუ ვიქნებით სირაქლემას პოზიციაში.

ნუთუ არ ვიცით, რომ თავის დროზე დაბანა ჯანმრთელობისთვის მავნედ ითვლებოდა და ტილებით იყვნენ სავსე? ეს ხდებოდა ამერიკაშიც, ინგლისშიც, საფრანგეთშიც და ა.შ., მაგრამ ეს ყველაფერი ისტორიას ჩაბარდა, მოგვარდა და ამჟამად იგივე სახელმწიფოები ცივილიზებულ ქვეყნად გვევლინებიან.

რუსი ვერ ეგუება იმას, რომ პეტრე დიდი I-ს ქართული სისხლი ერიაო. რატომღაც პეტრე პირველის ერთ-ერთი საუკეთესო ძეგლი საუკეთესო ადგილას არის პეტერბურგში ანუ მოსაზრება აბსურდულია.

მოკლე მეხსიერების გამო გვავიწყდება, რომ გიორგიევსკის ტრაქტატის დადებისას საქართველოში ხშირი შემოსევების გამო მოშლილი იყო სოფლის მეურნეობა, ვაჭრობა, შობადობა და ა.შ., ხოლო მოსახლეობა უკიდურესად შემცირებული, საიდანაც, ვინაიდან ქრისტიან ქართველს დანდობა არ ჰქონდა, (ხოცავდნენ და ჩეხდნენ მას), ალბათ ნახევარი არ იქნებოდა ქართველი. არაქართველთა საქართველოში ყოფნას ადასტურებს იმ დროს კრწანისის ომის ქართველთათვის წაგებით გადაწყვეტა, რომელშიც გამცემლური როლი ითამაშა იოსებ ბებუთოვმა და არტემ არუთუნიანმა.

ერთმორწმუნე ერის თანადგომით, ერეკლე დიდი II-ს გამჭრიახობის წყალობით, აგერ უკვე ხუთი მილიონია საქართველოს მოსახლეობა, (ბოლო წლებში იწყო კატასტროფულად კლებამ) შენარჩუნებულ იქნა ენა, დამწერლობა, სარწმუნოება. გარდა ამისა განვითარდა კულტურა,. მეცნიერება, ხელოვნება, განათლება, აიწია ცხოვრების დონემ. აშენდა და დამშვენდა საქართველოს ქალაქები და სოფლები, ფაბრიკები და ქარხნები…, ყველა მუშაობდა!
მავანნი იმასაც იტყვიან, რათ მინდა ამგვარი ერთმორწმუნე, თუ დამპყრობლური თვისებები გამოავლინა და დაგვიმონაო. იქნებ ერთად გავცეთ პასუხი შეკითხვას: რომ არა რუსეთი, ამჟამად იარსებებდა საქართველო? ის, რომ მთელი მუსლიმანური და არა მარტო მუსლიმანური სამყარო საქართველოსკენ მოიწეოდა. რომ არა რუსეთი, თუ აღიგვებოდა პირისაგან მიწისა ქართველობა და ღვთისმშობლის წილხვედრილი მიწა განაწილდებოდა მავანზე და მავანზე?

სადღაც წავიკითხე, რომ რუსეთი საქართველოს, ერის არსებობისათვის აუცილებელ სახელმწიფო მოწყობას, დამწერლობას _ ენას და სარწმუნოებას ერთდროულად ებრძოდაო და მხოლოდ რუსეთი იქცეოდა ასეო.
როგორ არ შევეკამათო ამ სტრიქონების ავტორს. მოვიყვან მაგალითს:

– რომელმა დამპყრობელმა დატოვა საქართველოში თუნდაც ერთი დაუნგრეველი ციხე-სალოცავი და რომელი არ წაბილწა?
– წააჭრეს თუ არა 100 ათას ქართველ მოწამეს თავები ქრისტიანობისათვის? რუსმა?
და, თუ შემდგომში ბოლშევიკების რუსეთმა იწყო ეკლესიის დევნა, ის მას დევნიდა რუსეთშიც, უკრაინაშიც, ბელორუსიაშიც, საქართველოშიც, და, განა ქართველი არ იყო მათ შორის, მათ გვერდში?

ან თუ არა რუსეთმა (ქართველების დახმარებით), ვინ დააბრუნა აჭარა ბათუმითურთ ოსმალებისგან? განა თურქებს გალამდე დაპყრობილი არ ჰქონდა აფხაზეთი და განა რუსეთმა არ დაგვიბრუნა იგი? (1872 წელს გალის რაიონის, სოფ. ოქუმთან მოხდა დაპირისპირება რუსეთსა და ოსმალეთს შორის, სადაც ადგილობრივი ქართველების დახმარებით რუსებმა სძლიეს თურქებს. (საქართველოს ისტორია XIX საუკუნე, თბილისი 2004 წ. გვ. 185-187).
როგორ არ გავიხსენოთ, დიდგორის ომის დროს დიდმა დავით აღმაშენებელმა თავის ჯარს უკან დასახევი გზა, რომ ჩუახერგა? ეს იყო ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება, რომ საქართველო გადარჩენილიყო! განა დიდ მეფეს ჰქონდა სხვა გამოსავალი? განა დიდ მეფე ერეკლეს ჰქონდა სხვა გამოსავალი?

განა ერეკლეს, მეფეს, თავისი ქართული თავმოყვარეობითა და ამბიციებით, არ თრგუნავდა და არ ტანჯვიდა თხოვნით მიემართა სხვა ქვეყნებისთვის დამიცავით, თქვენი ფრთის ქვეშ გვამყოფეთო, განა არ იცოდა, რომ ამისათვის საქართველოს მსხვერპლი უნდა გაეღო? მაგრამ მას ერის გადარჩენაზე უნდა ეზრუნა და მისმა გამჭრიახობამ საქართველო რუქიდან გაქრობას გადაარჩინა!

ერთმორწმუნეობაზე მავანნი იტყვიან, რომ ქართველნი მოხიბლა რუსეთმა თავისი ქრისტიანობითო, შეგვაცდინა და დაგვღუპაო. რატომ არ ახსოვთ, რომ საქართველომ მრავალ ევროპის ქვეყანას მიმართა თხოვნით, რათა დადგომოდნენ გვერდში და შეეჩერებინათ ურიცხვი ურდოების შემოსევები. ვინმემ ისურვა დახმარება? განა ეს ის ქვეყნები არაა, რომელნიც ამჟამად ევროკავშირს წარმოადგენენ, რომლებიც გვკარნახობენ როგორ ვიცხოვროთ, როგორ შევფუთოთ მრავალი სექტების, გეების თუ ლესბოსელების გამოსვლები – გამოხტომები? ისევ რუსეთმა ისურვა ჩვენს გვერდში დგომა, რამაც გადაგვარჩინა, დიახ, გადაგვარჩინა კიდეც.

აქვე შეგახსენებთ (გაცნობებთ) რუსეთის დუმამ კანონით აკრძალა ყოველგვარი გეების, ლესბოსელების და მათი მსგავსის პარადები თუ კურტუმოების თამაშები!

როგორც ვიცით (მოგეხსენებათ რუსეთი დიდია), დიდ საქმეს მცირედი ეწირება. ჩვენ, საქართველო, ჩვენი ერი, ენა, სარწმუნოება არ ვართ `შეწირული~ და ისევ უკმაყოფილება, ისევ უმადურობა და ლანძღვა?

ვარდების რევოლუციის შემდეგ, ყოფილმა ხელისუფლებამ ეცადა მივეყვანეთ იმ დონემდე, როდესაც მოსახლეობას მხოლოდ ყოველდღიური საკვების პრობლემა გააჩნია, რომელსაც არ აინტერესებს სხვა არანაირი საკითხი (არც ენა, არც სარწმუნოება, არც, არც…), ჩვენ შევწყვეტდით ფიქრს, არ გვექნებოდა აზროვნების უნარი, არ გვექნებოდა მოთხოვნები რწმენაზე, დედაენაზე, სამშობლოზე, ისტორიაზე, მეცნიერებაზე, კულტურაზე, განათლებაზე, ხელოვნებაზე და ა.შ. დიდება უფალს, არ დასცალდათ!

2008 წლის აგვისტოს ომის დროს გამოითქვა აზრი, ქართველი ერი გატყდაო. ერი კი არ გატყდა, ერი შოკში იყო, ერი ზომბირებული, დაგიპნოზირებული და გამოტვინებული იყო, და… გავმართეთ ტაშფანდურა და ცეკვა-თამაში, ეს ამაზრზენი, გულისამრევი ტაშფანდურა! მიზეზი? გამარჯვებას ზეიმობდა!?

ამ დროს შეშფოთდნენ და შეშფოთდნენ ჩვენი უფროსი ძმები და სასწრაფო წესით წყალი და პამპერსები მოგვაწოდეს. წყალი ალბათ თუ ვინმეს გაეპარებოდა, ჩასაბანად? აბა სასმელი წყალი ღვთის წყალობით იმდენი გვაქვს… მოგვაშველეს პამპერსები ქართველებს, იმ ქართველებს, რომლებიც შერემეტიევის თქმისა არ იყოს: “ქართველები ბრძოლაში უნდა ნახო, მაშინ ისინი ჩვეულებრივი ადამიანები კი არ არიან, არამედ ტიტანები, რომელთაც ძალუძთ ზეცა იერიშით აიღონ”.

დასანანია და სატირალი იყო ქართველი კაცის იმჟამინდელი ყოფა…
2008 წლის ომის დროს, როცა რუსეთის ჯარი 15-20 კმ-ში იდგა, ხელისუფლების წევრებიდან ზოგი რომელი საზღვრიდან თუ ხვრელიდან უკანმოუხედავად გარბოდა და ზოგი საიდან. როგორ გინდა ვინმეს დაუმტკიცო და დააჯერო, რომ ქართველი კაცის ხასიათში, მის ბუნებაში არ არის მტრის ზურგის ქცევა, ვინც გარბოდა, მეეჭვება გვარით ხომ არ იყო მხოლოდ ქართველი?

გულდასაწყვეტია აგრეთვე ის, რომ ამჯერადაც ვერ გაიგეს, ან არ უნდათ აღიარონ იმ ნაციონალების 20 ლარიანმა, და არა მარტო, მხარდამჭერებმა, რომ თანამონაწილენი არიან ყველაფერ იმაში, რაც ხდებოდა ამ გასული ცხრა წლის მანძილზე! მაგრამ ამჯერად საქმე უფრო განგაშისმომცველია, რადგანაც მსგავსმა პოლიტიკამ შესაძლოა სავალალო შედეგამდე მიგვიყვანოს.

ჩემი ასაკის ადამიანმა მიმართა ჩვენს საჯარისო ფორმირებას (2008 წლის 8 აგვისტოს გორში გახლდათ ჩასული), როგორც ჯარგამოვლილმა და აფხაზეთის თუ სამაჩაბლოს ომების გამოვლილმა, ასე ვთქვათ გარკვეული გამოცდილებით, არაფრით არ წაიყვანეს საომრად! თქვენ არ გვჭირდებით, თქვენ ბებრები ხართ, ჩვენ პირტიტველა ბიჭები გვჭირდება საზარბაზნე ხორცებადო, ისინი უნდა ჩავახოცინოთო.

2008 წლის აგვისტოს ომით ქართველ კაცებს მოგვაყენეს უდიდესი შეურაცხყოფა, შეგვარცხვინეს, დაბადების დღე გვაწყევლინეს. “ქართველებო, ისწავლეთ ბძროლა!” ეწერა ერთ-ერთ კედელზე რუსი ჯარისკაცის მიერ დაწერილი. მე, და არა მარტო მე, ამ მდგომარეობაში ყოფნას იქ ბრძოლა და ბრძოლის ველზე დაღუპვა გვერჩია.
2008 წლის ომის დღეებში ნატოს მინისტერიალის ჩატარებისას გაცხადდა, რომ ნატოს მთავარი ამოცანაა საქართველოს ტერიტორიალური მთლიანობის (საზღვრების) დაცვა. 2008 წლიდან დღემდე საქართველომ დაკარგა 22-23 პროცენტი თავისი ტერიტორიებისა. სად არის ნატოს (როცა დღესაც მცირდება საქართველოს ტერიტორია) ამოცანა და მისი შესრულება?

ერთი ხეირიანადაც არ შეშფოთებულან. სხვათა შორის არც ევროკავშირი იკლავს თავს. გარდა სამაჩაბლოს ტერიტორიებისა, წინასწარი გათამაშებული სცენარით ჩავაბარეთ კოდორის ხეობა, რომელსაც გამიზნულად ვეძახეთ ზემო აფხაზეთი. ბარემ თბილისის ავლაბრისთვის გვეძახა სომხურიაო და ჩაგვებარებია მათთვის. ის, რომ დაცლოდათ, არა მარტო ავლაბარს უბოძებდნენ სომხებს… სომხურ ეკლესიებზე რომ არაფერი ვთქვათ!
ბატონებო, მერწმუნეთ, დაფიქრების დროა, განგაშის გამოცხადების დროა! მართმადიდებელი რუსეთი, რომელიც მზადყოფნას გამოთქვამს აღადგინოს ჩვენთან მეგობრული ურთიერთობა, რომელიც საუკუნეები განმავლობაში იდგა საქართველოს გვერდით, შეიძლება ხელი ვკრათ და ვიშვიროთ ხელი გაურკვეველი აღმსარებლობის ქვეყნისკენ და თან საეჭვო მეგობრობაზე?

ჩვენი ქვეყნის რეალობისთვის ერთადერთი გამაერთიანებელი ძალა მაინც ეკლესიაა. ვთხოვოთ, შევევედროთ ეკლესიას, გაგვიძღვეს წინ ახალ მთავრობასთან ერთად და გააკეთოს ყველაფერი ჩვენი ორი მართლმადიდებელი ერების მეგობრობის აღსადგენად.

თორემ შეშფოთდებიან, შეშფოთდებიან და ქართული მიწა შაგრენის ტყავით ნელ-ნელა უფრო დაპატარავდება.
საჭიროა “ხმა ღვთისა და ხმა ერისა”! რაც შეიძლება მიკლე ვადაში მოხდეს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების დალაგება, არ მივყვეთ სხვა, მცდარ გზას!

ჩემის აზრით, მიუხედავად ჩემი არაკომპეტენტურობისა, მიმაჩნია, ვინაიდან სიღრმისეულად გავეცანი ბატონ ალექსანდრე ჭაჭიას სახელმწიფოებრივ ხედვას, ის თავს წარმატებით გაართმევს ამ ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ერისთავის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საკითხს.

აქვე სურვილი მაქვს შეგახსენოთ, რომ ამ “ოკუპანტ, აგრესორ და ჩვენს მტერ” რუსეთის წიაღში ცხოვრობს და შრომობს ურიცხვი ქართველი, რომელიც იქიდან ინახავს აქ დარჩენილ ოჯახის წევრებს. ქართველებს რუსეთიდან არ დევნიან, არ უკეთებენ ე.წ. დეპორტაციას, როცა ევროპული ქვეყნებიდან ყოველდღე ყრიან ქართველებს.
გამოვედით “დსთ”-ს წევრობიდან, მოვიპოვეთ `”თავისუფლება”, რომელშიც უცილობელ პირობად იგულისხმება წესრიგი და კანონმორჩილება, რაც ჩვენს ხალხს მაინცადამაინც არ უყვარს, “ავაშენეთ დემოკრატია” და შედეგად მივიღეთ:

– განა ქართველმა არ აყარა აფხაზეთის ქართველ მოახლოებას ყოველნაირი იარაღი, რათა მას არ ჰქონოდა თავისი მიწაწყლის დაცვის უნარი?
– განა ქართველმა არ შეუწყო ხელი აფხაზეთის და სამაჩაბლოს დაკარგვას და ლტოლვილების უზარმაზარი ოდენობის შექმნას?
– განა ქართველმა ქართველს არ გახადა ჭუმბერში და არ აძახებია თავის მოძმეს – ვაის გავეყარე, ვუის შევეყარეო?
– განა ნაკლები სისასტიკე და ვანდალობა ჩაიდინა მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე “მხედრიონმა”, როცა ის მამის წინ შვილს აუპატიურებდა? (ეს ერთ-ერთი მაგალითია).
– განა ქართველმა (მთლად არა, მაგრამ) არ ჩახოცა პირტიტველია ბიჭები ქუჩაში?
– განა ქართველმა (მთლად არა, მაგრამ) არ მოუწყო ქართველებს 7 ნოემბერი, 26 მაისი?
– განა ქართველმა (მთლად არა, მაგრამ) არ მიგვიყვანა შიმშილის, სიდუხჭირის, შეურაცხყოფის გამო თვითმკვლელობამდე?
– განა ქართველმა (მთლად არა, მაგრამ) არ გააცია ქართველი ქვეყნიდან ლუკმაპურის საშოვნელად?
– განა ქართველმა (მთლად არა, მაგრამ) არ გახადა ქართველი მონად, ზოგიერთი ქართველი კი სულითაც მონად?
– განა ქართველმა (მთლად არა, მაგრამ) არ გარყვნა და გაათახსირა ქართველი ქალიც და ვაჟიც? განა დღესაც არ აგრძელებს პროსტიტუციის წახალისებას?
– განა ნაჯახით არ მოკლა მამამ შვილი თუ შვილმა მამა?
– განა ქართველმა (მთლად არა, მაგრამ) არ იხმარა ცოცხი თუ სკამის ფეხი ქართველის გასანადგურებლად?
განა ჩვენმა მხედართმთავარმა არ თხარა ცხვირით მიწა თვითმფრინავის ხმაზე?
– განა ამ ნაძირლებმა არ მოკლეს ქუჩაში ცხონებული გურამ შარაძე?! გავაგრძელო? არ ღირს. და რაიმე გვიკვირს რუსეთისგან?

ამ ფონზე წარმოვიდგინოთ, ჩვენ რომ ვყოფილიყავით რუსეთის ადგილას, იარსებებდა საერთოდ ჩვენნაირი პატარა ერი?

ყველას კარგად ახსოვს, როგორი სითბოთი იღებდა რუსეთი ჩვენს ხელოვნებს, ჩვენი თუ თაობის უფროსი წარმომადგენლებს. კიკაბიძემ კი, არ ვიმღერებ რუსეთში, უმადური ვარ…, ხოლო ბატონ რობერტ სტურუას (როცა თეატრის გარეთ დატოვეს) მოსკოველებმა თეატრი, თანაც როგორი, დაუთმეს თავისი ტიტანური ნიჭის გამოსავლენად.

თქვენის ნებართვით მოვიყვან რუსეთის გამოჩენილ ადამიანთა გამონათქვამებს, რომელიც დახატავს იმ ერთგვარ სურათს, რაც სუფევდა და იმედი მაქვს, სუფევს ჩვენი ქვეყნების მოქალაქეთა ურთიერთობებში.
– სერაფიმ საროველი, წმინდანი (უბარებს რუსებს) _ “საქართველოს ხელს ნუ ახლებთ, ის ღვთისმშობლის ქვეყანაა!”
წაიკითხეთ, რას წერს ჩვენზე, ქართველებზე ვასილ ველიჩკო, თავის `კავკაზ~-ში. როგორ უყვარს მას საქართველო და ქართველები და როგორ არ უყვარს (!) მას სომხები… არ შემიძლია არ მოვიყვანო რამდენიმე ციტატა:
– “საქართველოს ისტორია ერთიანი მარტიმოლოგიაა. შექსპირს შეეძლო აქ ეპოვნა ფასდაუდებელი ტრაგიკული სიუჟეტების უშრეტი წყარო”.
– “მთელს ჩემს ცხოვრებაში, განსაკუთრებით თბილისში მოღვაწეობის დროს პატივსა ვცემდი, მიყვარდა და ვიცავდი რიცხვმცირე, კაცთმოყვარე, კეთილშობილ ქართველ ხალხს, ვიცავდი ორგულთა ვერაგობისგან, და ვერასდროს ვერავითარი მზაკვრული ღონისძიებით ვერ შეარყიეს ჩემი რწმენა და ერისადმი ერთგულება”.

_ `ტყუილად როდი უმღეროდნენ ჩვენი რუსი პოეტები მშვენიერ საქართველოს, უძველეს ტაძართა, კოშკების, ყვავილების, სიმღერებისა და გადმოცემის მხარეს. ივერიის მიწა-წმინდა ქალწულის წილხვდომილი, წმინდა გიორგის მხარე, ჩვენი ძმები – ქართველები, რომელთა ნიჭსა და სიმამაცეზე მრავალი საუკუნის წინაც სიყვარულით ლაპარაკობდნენ ჩვენი კეთილი წინაპრები, როგორც მართლმადიდებლობის ძველ გმირულ კერაზე, – ამ გმირი ხალხის ტანჯვა – წამება სარწმუნოებისა და დამოუკიდებლობისათვის მუდამ პოულობდა გამოძახილს და თანაგრძნობას ჩრდილოეთის, ერთმორწმუნე ხალხში. ეს სიახლოვე მუდამ იზრდებოდა და უთუოდ უნდა დამთავრებულიყო ნებაყოფლობითი ძმური შეერთებით. ეს ჩვენთვის სულიერად მახლობელი ხალხია. მასთან კავშირი სხივმოსილია ქართული რაინდული სულით, რუსეთის დროშების ქვეშ დაღვრილი ქართული სისხლით. თუ სხვები ფარულად ესროდნენ, ქართველები მოძმეებს მკერდით იცავდნენ”.

ლ. კუზმიჩევა – ჩვენ რუსები, მივეჩვიეთ “უფროსი ძმის” როლს და მოვუსპეთ ქართველებს საშუალება იცხოვრონ საკუთარ სახლში, როგორც მისმა პატრონებმა. 9 აპრილს სამარცხვინო და დანაშაულებრივმა აქციამ ზურგში ჩასცა მახვილი განახლებას…

ი. აფანასიევი – მთავრობის მაღალი ეშელონები გადავიდნენ შეტევაზე გარდაქმნის წინააღმდეგ… 70 წელი უკან მივდიოდით… შეტევის ერთ-ერთი გამოვლინება იყო თბილისის, 9 აპრილის ტრაგედია.

იგორ ბონდარევი – რა არის ჩემთვის ქართული ენა?… ქართულ ენა ისევე ბუნებრივი შემოვიდა ჩემს ცხოვრებაში, როგორც დედის სახე, როგორც ქართული ცა… ჯადოსნური გასაღებით გაიხსნა ჩემი სული, გადამეშალა დიდი ისტორიული წარსული და დიდი მომავალი. ესაა გასაღები, რომელიც გზას მიხსნის ამაყი და ვაჟკაცური, კეთილი და დიდებული ადამიანებისკენ… ჩემს წინ ისტორიის ფოლიანტები ამეტყველდებიან, ჟღერს ქართული მუსიკა, ლექსი, ჟღერს საგანთა ფილოსოფიური ხედვა და სიბრძნე ერისა, ქვაში ამეტყველებული ჰარმონია, ჩუქურთმა… რომელ კონტინეტზეც არ უნდა ვიყო თან დამყვება ქართული ენის, მუსიკის, ლექსის სიტკბო და სინატიფე…
ლიდია დებედინსკაია – მწერალი – პირველი გაკვეთილი, რაც საქართველომ მომცა, იყო ნიჭისა და ადამიანური სულიერი მშვენიერების გაკვეთილი.

ანდრეი სახაროვი – აკადემიკოსი – ჩემი მორიგი ჩამოსვლა თბილისში მძიმე ვითარებამ განაპირობა. ის, რაც მოხდა 9 აპრილს, შემზარავი დანაშაულია. ჩვენმა შვილებმა ჩვენივე შვილები დახოცეს. ძირფესვიანად უნდა შევისწავლოთ ამ ტრაგედიის ყოველი ნიუანსი. აქვე მინდა გამოვხატო ჩემი ღრმა სიმპატიები ქართველი ერის მიმართ. ეს ის ხალხია, ვინც ისტორიის რთულ ქარტეხილებს გაუძლო და დღემდე შეინარჩუნა თვითმყოფობა, მაღალი კულტურა.
ალექსი სერგეევი – თბილისში დამსჯელი ჯარის შემოსევის შედეგად გარდაიცვალა ოცდამეერთე, საშოში მყოფ ბავშვთან ერთად… ჩადენილია ვანდალური დანაშაული. ვის სჭირდება სისხლით მოპოვებული `წესრიგი და მშვიდობა”?

რობერტ ბარილსკი (ფლორიდის უნივ-ს დეკანი) – მივდივარ და მიმყვება ქართველთა სითბო და სტუმართმოყვარეობის ნიჭი. თქვენმა ხალხმა დამატყვევა.

რიმა კაზაკოვა (პოეტი) – რუს – ქართველთა მეგობრობას ბზარი გაავლეს 9 აპრილს… მთელმა ერმა უნდა აგოს პასუხი… – ერთი უმადური კალმოსნის – ასტაფიევის თევზაობის გამო. მე არაფერი ბრალი არ მიმიძღვის, მაგრამ მინდა დავიჩოქო, შენდობა გთხოვოთ იმ ურიცხვი რუსის სახელით, რომელნიც თქვენს უბედურებას საკუთარივით განიცდიდა.
ოლეგ გონჩარი – ილია ჭავჭავაძე ერთი მათგანი გახლავთ, რომლის პიროვნებაშიც ქართველი ერის ფენომენალური გენია მთელი სისავსით გამოვლინდა.

ლევ ტოლსტოი _ “ჩემი განზრახვა, საქართველოში ჩამოსვლა, ზეგადმო მადლით იყო შთაგონებული. ეს ნაბიჯი ღმერთმა გადამადგმევინა და მხურვალედ ვწირავ მადლობას უფალს: მე ვგრძნობ, საქართველოში უკეთესი გავხდი”.
ვლადიმერ მაიაკოვსკი _ “მე მომაგონდა, რომ ქართველი ვარ!”

ევგენი ევტუშენკო _ “ვიცი რუსად რომ არ ვშობილიყავ, ქართველკაცობას ვირჩევდი ქვეყნად!”

ვ.ი. ლენინი – “ვფიქრობ, ქართველი ერის მიმართ ჩვენ გვაქვს ტიპიური მაგალითი, სადაც საქმისადმი ჭეშმარიტად პროლეტარული მიდგომა მოითხოვს ჩვენგან სიფრთხილეს, თავაზიანობასა და დამთმობლობას”.
გრიბოედოვის და ნინო ჭავჭავაძეზე უკვე იმდენი ითქვა…

გაგრძელდა უსასრულოდ შეიძლება.

რაღა თქმა უნდა მივესალმები საქართველოს გადამრჩენელ “ქართულ ოცნებას” და მის ლიდერს, ბატონ ბიძინას, მაგრამ დროა ყველამ, ერმა და ბერმა, მთავრობამ (ოპოზიციამ ხმაამოუღებლივ!), მივხედოთ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის აღდგენის საქმეს – ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ერი და სარწმუნოება როგორც ყოველთვის, უნდა გადარჩეს.
“სასოწარკვეთას ნუ მიეცემით, მამაცნო! თუ სარწმუნეობისთვის თავდაუზოგავად არ ვეკვეთეთ მტერს, სულერთია, დავიღუპებით, იმგვარად შერცხვენილნი, რომ ჩვენი ხსოვნაც აღარ დარჩება… როგორღა შევძლებთ კვლავ გაერთიანებას, თუ ურჯულონი დაგვიმონებენ? შიში უკუვაგდოთ, გაიმსჭვალენით სიმამაცით! მეც მოვდივარ თქვენთან ერთად, დავივიწყებ ქალურ სისუსტეს, აღვივსები მამაკაცური ძალით, შევიმოსები აბჯრით, თავზე მუზარადს დავიხურავ, ხმალს შემოვირტყამ და ხელში შუბს ავიღებ, წინ გაგიძღვებით და ერთად ვიბრძოლოთ”. ასე მიმართვდა დიდი თამარ მეფე ქართულ სპას, ასე იცავდა ქართველი თავის სარწმუნოებას, ენას, მამულს.
მე არ მინდა ჩვენ გვეხებოდეს, ჩვენსკენ იყოს მიმართული გამონათქვამი: “რა მნიშვნელობა აქვს კარგი ბატონი გყავს თუ ავი. ორივე შემთხვევაში მონა ხარ”. ჩვენი საქციელი სტადიონზე კი ამ ზემოთქმულ გამონათქვამს ჩვენსკენ აძლევს გეზს, რაც ძალზე, ძალზე საწყენია. ეს არ არის ქართული საქციელი. ჩვენ ბრძენი, ცივილიზებული ერის ამბიცია გვაქვს. არ გვეკადრება მსგავსი უზნეობა, რომელიც მართული იყო (როგორც ყველა სამარცხვინო აქცია) ნაცმოძრაობის მიერ, რაც საქართველოსთვის დამღუპველია.

რა ვქნა, თუ ასე გაგრძელდა და იძულებული შევიქმენი, ამერიკაში წავიდე? იქ კი რა ვასწავლო ჩემს შვილს, ჩემს შვილიშვილს, როცა სკოლაში კანონები რადიკალურად განსხვავდება ჩვენისგან? მოგიყვანთ რამდენიმე ეპიზოდს:

1. ტეხასის სკოლაში 12 წლის სარა ბასტამანდესი დააპატიმრეს სუნამოს შესხმის გამო.
2. 13 წლის მოსწავლე ნიუ-მექსიკაში, ალბეკერკეს სკოლაში დააპატიმრეს დაბოყინების გამო.
3. კალიფორნიის სკოლის დაცვამ ხელი მოტეხა 16 წლის გოგონას, ტორტის ნამცეცების ჩამობერტყვის გამო.
4. 2010 წლის დასაწყისში 12 წლის გოგონა ნიუ-იორკის ფორესტ ჰილსის სკოლაში დააპატიმრეს და ხელბორკილები დაადეს იმის გამო, რომ მან მერხზე დაწერა: `მე მიყვარს ჩემი მეგობრები, ები და ფეიტი”(?!)
5. ტეხასის სკოლაში მოსწავლე დააპატიმრეს იმის გამო, რომ ის კლასში უშვებდა ქაღალდის თვითმფრინავებს.
6. ჩრდილოეთ კაროლინაში 17 წლის ფრიადოსან გოგოს, ეშლი სმიუტს, რომელსაც უპოვეს შემთხვევით წამოღებული მამის ხილის სათლელი დანა, გააგდეს სკოლიდან სასწავლო წლის ბოლომდე და წაუყენეს ბრალი სამართალდარღვევაში.
7. ფლორიდაში 11 წლის მოსწავლე ციხეში ჩასვეს იმის გამო, რომ მან სკოლაში პლასტმასის კარაქის წასასმელი დანა მოიტანა.
8. მესეჩუსესში 8 წლის ბიჭი სკოლიდან გაუშვეს სახლში, აიძულეს გაევლო ფსიქიატრიული ექსპერტიზა, იმის გამო, რომ მან დახატა იესო ჯვარზე.
9. პოლიცია იქნა გამოძახებული იმის გამო, რომ პატარა გოგონამ აკოცა ბიჭს სპორტდარბაზში.
10. სტოკტონელ მოსწავლეს დაადეს ხელბორკილები, რომელიც კრავს ხელებს და ფეხებს, აიძულებს წასულიყო ფსიქოლოგიურ ექსპერტიტაზე. იყო პოლიციელების მეირ მიბმული ბატარეაზე. ბავშვი ამ დროისთვის იყო 5 წლის.
მე ასეთ სკოლაში შვილიშვილს არ გავუშვებდი.

ბოლოს და ბოლოს რა გაუკეთა რუსეთმა ისეთი საქართველოს, რაც ნაცმოძრაობამ და მისმა წინამორბედმა მთავრობამ დამართა ჩვენს ქვეყანას?

ამ ბანდიტებმა მორალური, სულიერი, არაკაცური ზიანის მიყენებით, 22-23 პროცენტი ტერიტორიების დაკარგით (გამიზნულად), ერის გათახსირებით, გარყვნით, ქვეყნის დაქცევით, გაპარტახებით, გაუპატიურებით, ძარცვით და გლეჯვით, გეებისა და ლესბოსელების წახალისებით, უამრავი არაქრისტიანული სექტების მომრავლებით, უწმინდესისა და უნეტარესის ლანძღვით, ეკლესიის ნგრევით თუ შეურაცხყოფით, უცხო ტომებზე კაპიკებში ქართული მიწების მიყიდვით, პიარ კომპანიებში და ცუღლუტობაში ჩვენი მილიონების ხარჯვით, ჩარეცხილების ასაკს კაი ხნით გადაცილებულ მომღერლებზე მილიონების ხარჯვით, საროსკიპოებისა და ე.წ. არასამთავრობოებით, ერის ტვინის გამორეცხვა – გამოტვინებით, თვითმკვლელობამდე მიყვანით. რომელი ერთი ჩამოვთვალო?

ამჯერად კი უსინდისოდ წამოსკუპებულან ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს თბილ სკამებზე და ჰყოფნით ნამუსი, ისევ გმოძღვრავენ ძველებურად.

ნუთუ უფრო მეტ სიმაღლეზე არ დგას ქართველი, ერი, რომ ყველა დანაშაულზე მოითხოვოს სათანადო პასუხისგება?
_ Кот леопольд-ის ნათვამისა არ იყოს, Россияне и Грузини, даваите жить дружно!

ომარ ნანავა

5 COMMENTS

  1. წავიკითხეთ, საინტერესოა. ეხლა კი დროა წაშალოთ ეს წერილი…

  2. ამ წერილში მოყვანილი ფაქტები საქართველოს ისტორიის მანძილზე ცალმხრივად მოაზროვნე პიროვნებების დამსახურებაა. ბ-ნი ომარ ნანავაც ასეთი მოაზროვნეების ტრადიციის გამგრძელებელია. ქართველ ხალხს არ ეშლება მტერმოყვარე.

  3. არაა ეს წერილი სრული ჭეშმარიტება. ბევრი მართალი რამეები წერია მაგრამ ეგ ყველაფერი მაინც არასწორ დედა-აზრს (ღერძს) ემსახურება. მთავარი, ეს წერილი არ არის ობიექტური და მიუკერძოვებელი. ეს მორიგი ავადმყოფობაა, ქართველებს “პოლუსების” არჩევა დაგვჩვევდა, აუცილებლად რომელიმე პოლუსს უნდა ავეკრათ, ან მარჯვნვივ უნდა გავუხვიოთ ან მარცხნივ.. ჩვენი წინაპრები პირიქით.

    უფრო სწორად მიგვაჩვიეს ისეთ აზროვნებას, რომ მაგ ორი პოლუსის გარდა სხვა არჩევანზე ფიქრის უფლებასაც კი არ გვაძლევენ. ნამდვილ საქართველოს არსებობის უფლებას არ აძლევენ.

    და ჰოი, მოტყუებულო ობოლო ბავშვებო არც კი ვიცით რომ სინამდვილეში პოლუსი ერთი უნდა იყოს და – ეგ ერთი სინამდვილეში ჩვენ ვართ! ზუსტად, სხვა კი არავინ..

    სიმართლე არც იქით არის და არც აქეთ, საქართველო თავისი საკუთარ გზით უნდა მივიდეს საკუთარ აღზევებამდე. არავითარი სხვისი, საკმარისად ვემსახურეთ სხვა ხალხების აღზევებას და აღზევებულებს, მორჩა საკმარისია! ქართველები უკვე ყველას ემსახურნენ, ყველას წინაშე მოიხადეს ვალი, ყველას ყველაფერი გაუკეთეს მაგრამ არავის ეყო და არავინ არ დააფასა, კიდევ ჭირდებათ ქართველები. ამიტომ ჩემო ძამია, ყველა ეს ხალხები და მთელი მსოფლიო თავად ქართველმა უნდა მართოს! ამიტომაც თქვა იესო ქრისტემ: ” ვინც თქვენში მოისურვებს პირველობას, ის იყოს ყველას მონა.” აი რისთვის გვამზადებმა ჩვენ ღმერთი საუკუნეების და ათასწლეულების განმავლობაში – ჭეშმარიტი პირველობისთვის!!! ატლანტიდელების(ქართველების) მერე სხვა ხალხებმა ვერავინ ვერ შეძლეს მსოფლიო ცივილიზაციის შექმნა ან გაძღოლა, იმიტომ რომ არ არიან ის და ისეთი ხალხი ვინც უნდა იყვნენ სამაგისოდ, ვინც ეგ უნდა აკეთოს ვისად შეუძლია. შანსი ყველას ქონდა, ვერავინ ვერ იტყვის შანსი გვქონდაო, მაგრამ ვერავინ ვერ გამოიყენა, ყველამ სხვების დამონება მოინდომა. ერთადერთი “სულელი” ვისაც სხვების დაპყრობის და სხვისი ტერიტორიის მიტაცების ამბიციები არ ქონდა იყო ქართველი! სისულელეა იმის მტკიცება რომ უბრალოდ არ შეგვეძლო და მაგიტომ. ბატონი კეთილი უნდა იყოს… სიყვარულმა უნდა მართოს და იმეფოს.

    ჩვენ ქართველებს სხვა “საქართველო” არ გვინდა და არც იქნება. სხვანაირი ქართველობა არ იქნება.

    – აი ეს ამის ავტორს, მის დაპირისპირებულ მხარესაც, და რაც მთავარია მკითხველებს, ყველა ქართველს.

    • 9giorgi მაგრად ვიცინე თქვენს კომენტარზე… მაგრამ მერე მწარედ დავღონდი, ნუთუ მართლა ასეთები ვართ ქართველები, თქვენ რომ აღწერთ? მინდა გითხრათ სრული უვიცობაა, როგორც ისტორიის ისე ქართული სულიერებისა და მენტალიტეტის…
      სიმართლე მწარეა რას იზავ, ეს წერილი მე აღვიქვი არა როგორც რუსეთის უ…ში შეძვრომის მოწოდება, არამედ რეალობის აღქმის მცდელობად!
      დარწმუნებული ვარ რუსეთის და ამერიკის ადგილები, რომ იყოს გადანაცვლებული ასეთ მძაფრ რეაქციას არ გამოიწვევდა.
      ვინ ვინ და ქართველებმა ნამდვილად ვიცით რუსეთის ნამდვილი სახე თავისი წინააღმდეგობრივი პოლიტიკით, მაგრამ სიბრძნისა და გონიერების გამოვლენა ისევ ჩვენი წინაპრების გამორჩეული იარაღი იყო საუკუნეების მანძილზე!
      მაინც რა არ მოგეწონათ? ის რომ ანტი-ნაციონალური მთავრობა რასაც გვიკეთებდა ავტორის შეთხზულია და აღწერილი ფაქტები ტყუილია, თუ ის რომ ამერიკული ტიპის აზროვნება ქართულთან შეუთავსებელია?
      რუსეთთან ურთიერთობის მოწესრიგების გარეშე, საქართველოს გამთლიანების პროცესი ვერ და არ დაიწყება. გვინდა ჩვენ თუ არ გვინდა ეს გასაღები რუსეთის ხელშია! ეს არის რეალობა და თუ გონიერება და სიბრძნე არ გამოვიჩინეთ, მარტო ბრავადული შეძახილებით, გულზე მჯიღის ცემით და რუსეთზე ზიზღის საქვეყნოდ გამოფენით, არაფერი გამოვა, ამით მხოლოდ გაქეციანებულ გულს მოვიფხანთ!!

  4. ფილმი ტიფლისის ყურების შემდეგ გამიჩნდა რაღაც აზრები კერძოდ გიორგიევსკის ტრაქტატის ირგვლივ გამიჩნდა აზრი ტრაქტატის ქართული ვარიანტის წაკითხვისა ვერ ვნახე და წავაწყდი ომარ ნანავას სტატიას კერძოთ მე მომეწონა ბევრ რამ სიმართლეს წერს გადავხედე სხვა კომენტარიებს ეს ინტერნეტი კარგი რამ არის თუ ისტორიაში ან წარსულში კარგათ არ ერკვევი შეგიძლია გაიღრმაო ცოდნა ეხლა რაც შეეხება საქართველოს ალბათ ბევრს ისტორიიდან ახსოვს რო შუა საუკუნებში კონსტანტინოპოლის საბერძნეთან მეგობრობდა სანამ კონსტანტინოპოლი არ დაეცა ალბათ ეს მეგობრობაც არ იყო უბრალო მე ეხლა არ შევტოპვ ძალიან ეხლა ავიღოთ რუსეთ ჯერ კიდევ კახეთის მეფე ლევანმა დაიწყო ივანე გროზნის-თან ურთიერთობის აღდგენა და თითქმის მოილაპარაკეს კიდეც მაგრამ ივანე გროზნის შვილის სიკვდილმა შეუშალა ხელი შემდეგაც ბევრი მცდელობა იყო მაგრამ ტრაქტატს ხელი მოაწერეს1783 ამ ხნის განმავლობაშ არა ერთ გაჩანაგებას გადაურჩა და თუ არა რუსეთი ვინ იცის იქნებოდა თუ არა დღეს საქართველო ადამეანს ალბათ უნდა ჰქონდეს საღი აზროვნების უნარი ალბათ ზოგი ჩინოვნიკის ყოფაქცევა იწვევდა უკმაყოფილებას მაგრამ განა დღევანდელი მოხელებით ვართ კმაყოფილი ეხლა რაც შეეხება დღევანდელ დღეს რა გვინდა რუსეთისგან და რა გვინდა ევროპისგან და რა უფრო ახლოა მე ყველთვის ვამბობდი ამ საუკუნების მანძილზე მაინც შემოვინახეთ ჩვენი ადათ წესები მე ხშირად მესმის ევროპული კულტურა და ვერ მესმის რა კულტურა არის ის რომ შეიძლებოდეს შენი კულტურის გაცვლა ეხლა რუსეთი ესეა თუ ისეა ჩვენ მაინც უახლესი 80 წლის განმავლობაში ერთ ჭერ ქვეშ ვცხოვრობდით თუ შეიძლება ესე ვთქვათ ალბათ ისიც უნდა ითქვას რო იმ საბჭოთა კავშირში ჩვენ ყველაზე ლაღად ვგრძნობდით თავს და კიდევ ამ კომენტარის დასასრულს მინდა მოვიგონო ის 90 ანების პირველი მიტინგები როცა მიამიტურად გვჯეროდა რო მივიღებთ დამოუკიდებლობას და ავყვავდებით და გავიდა 25 წელი და ჯერაც არ ვიცი სადა ვართ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

მსგავსი სტატიები

კატეგორიები

ახალი კომენტარები