12 ივლისი 2024, პარასკევი
მთავარიეკლესია-მონასტრებიბერიეთში წმ. ელია წინასწარმეტყველის სახ. ეკლესიის რეაბილიტაცია

ბერიეთში წმ. ელია წინასწარმეტყველის სახ. ეკლესიის რეაბილიტაცია

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებითა და ფონდი „ქართუს“ დაფინანსებით დასრულდა ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფ. ბერიეთში წმ. ელია წინასწარმეტყველის სახელობის ეკლესიის რეაბილიტაცია.

ეკლესია მძიმე მდგომარეობაში იყო. კელდები ჩამონგრეული ხოლო სახურავი მთლიანად იყო ჩამოშლილი.

შესრულებული სამუშაოების შედეგად:

√ ტაძრის ოთხივე ფასადებზე მოიხსნა მორყეული და კირდუღაბგამოცლილი ქვები,რის შემდეგაც გაიწმინდა და ხელახლა მოერგო.

√ კირდუღაბის ხსნარზე მოერგო მარკირებული თლილი ქვები, ასევე გაითალა ახალი ქვები და მოპირკეთდა ტაძრის ოთხივე ფასადი.

√ აღდგა ქვიშაქვით კარნიზები.

√ სუფთად თლილი ქვით მოეწყო კონქი და კამარა.

√ დაიგო იატაკი კირის ხსნარზე , დამზადდა და დამონტაჟდა კარ-სარკმელი.

√ ტაძარი გადაიხურა თუნუქით, ლორფინის იმიტაციით.

სარეაბილიტაციო სამუშაოები შპს „სამშენებლო სარესტავრაციო კომპანია“ -ს მიერ განხორციელდა.

მსგავსი სტატიები

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

კატეგორიები

ახალი კომენტარები