მთავარიქრისტიანობაბერი პორფირის წერილი სულიერი შვილებისადმი

ბერი პორფირის წერილი სულიერი შვილებისადმი

საყვარელნო შვილნო ჩემნო!

ახლა, როცა გონება კიდევ მემორჩილება, მსურს რამდენიმე რჩევა მოგცეთ. ყრმობიდანვე ცოდვილი ვიყავი. რადგანაც ღარიბად ვცხოვრობდით, მამაჩემი შვილების დასახმარებლად ამერიკაში გაემგზავრა პანამის არხის მშენებლობაზე. მთებში, სადაც დედა მაგზავნიდა საქონლის სამწყემსავად, ბერი პორფირი მარცვალ-მარცვალ ვკითხულობდი წმიდა იოანე განდეგილის ცხოვრებას, ძალიან შემიყვარდა და ბევრს ვლოცულობდი მისდამი. მაშინ თორმეტი-თხუთმეტი წლის ვიქნებოდი… ზუსტად არ მახსოვს. მინდოდა წმიდა იოანესთვის მიმებაძა, გამოვიპარე სახლიდან, გავემგზავრე წმიდა მთაზე კავსოკალივიის სკიტში და იქ ორ ღვიძლს ძმას – ბერებს, პანტელეიმონსა და იოანიკეს დავუდექი მორჩილად. გამიმართლა, რადგან ისინი ფრიად ღვთისმოშიშნი და სათნონი იყვნენ. ძალიან შემიყვარდნენ და მათი ლოცვების წყალობით უდიდესი მორჩილებად გამოვიჩინე. ამან ძალიან მიშველა – შევიგრძენი დიდი სიყვარული ღვთისადმი – ბედნიერი ვიყავი!

მაგრამ ღვთის დაშვებითა და ცოდვათა ჩემთა გამო მძიმედ დავსნეულდი და ბერებმა გამაგზავნეს ჩემს ახლობლებთან, კუნძულ ევბეაზე მდებარე წმ. იოანეს სოფელში. ყმაწვილობიდანვე მრავალცოდვილი ვიყავი, ამიტომ ერში დაბრუნების შემდეგ დღევანდლამდე ჩემი ცოდვები ერთობ გამრავლდა.

თუმცა, ქვეყანამ კარგ ადამიანიად მიმიჩნია და ყველა წმიდანს მეძახდა. მე კი ამა სოფლად უდიდესო ცოდვილად ვთვლიდი თავს. ყველაფერი, რისი გახსენებაც შევძელი, რა თქმა უნდა, აღსარებაში ვთქვი და ვიცი, რომ ღმერთმა ჩემი ცოდვები მომიტევა. მაგრამ ახლაც ვგრძნობ, რომ უამრავი ცოდვა მაქვს. გთხოვთ ყველას, ვინც მიცნობდა, ილოცოთ ჩემთვის, რადგან, როცა შემეძლო, მე თავმდაბლად აღვავლენდი ღვთისადმი ლოცვებს თქვენთვის.

ახლა, როცა მოახლოვდა ჟამი ზეცად ასვლისა, ისეთი გრძნობა მეუფლება – უფალი უსათუოდ მკითხავს: „აქ რა გინდა?“ და მხოლოდ ერთის თქმას მოვახერხებ: „უფალო, ვიცი, რომ უღირსი ვარ აქ ყოფნისა, მაგრამ როგორც მოისურვებ, ისე მომეპყარი…“ მე არ ვიცი, როგორი იქნება უფლის პასუხი, მაგრამ მინდა, იმოქმედოს მისმა სიყვარულმა. ჩემს სულიერ შვილებსაც ყოველთვის ვუსურვებდი, უყვარდეთ უფალი, რომელიც ყველაფერია, რათა მან თავის არამიწიერ და ხელთუქმნელ ტაძარში შესვლად ღირს-გვყოს. მისი აგება კი უკვე აქ, დედამიწაზე, უნდა დავიწყოთ.

ყოველთვის ვცდილობდი, მელოცა, ვგალობდი საეკლესიო ჰიმნებს, ვკითხულობდი წმიდა წერილს, წმიდანთა ცხოვრებას და მინდა, თქვენც იგივე აკეთოთ…

უფლის მადლის შეწევნით ღმერთთან მიახლებას ვცდილობდი – თქვენც გისურვებთ მისკენ ისწრაფოდეთ.

ყველას გთხოვთ, მომიტევოთ, თუ რამე გაწყენინეთ და ოდესმე გული გატკინეთ!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

მსგავსი სტატიები

კატეგორიები

ახალი კომენტარები