მთავარი » ხატები და ფრესკები

ბელენიჩის ღვთისმშობელი

სტატიის ავტორი: | თარიღი: 04.07.2015 | 2,721 ნახვა

მოგილევის გუბერნიის – ბელინიჩის დასახლების მამათა მონასტრის ეკლესიაში ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატი იმყოფება. ბელინიჩის ხატის ისტორია გარდასული დროის მიღმა იკარგება, მაგრამ არსებობს გადმოცემა, რომ ეს სიწმინდედ შერაცხილი ბელენიჩის ღვთისმშობელი ხატი წარსულში მართლმადიდებელ ეკლესიას ეკუთვნოდა, მაგრამ უნიის დროს პოლონეთის კათოლიკეთა ეკლესიაში გადაინაცვლა და იქ პატივს მიაგებდნენ როგორც კათოლიკეები, ასევე – მართლმადიდებლები. 1876 წელს ეკლესია დაიკეტა და შენობა სასწაულთმოქმედ ხატთან ერთად, რომელსაც მთელი მოსახლეობა სიწმინდედ მიიჩნევდა, მართლმადიდებლურ უწყებას გადაეცა.

იმავე წლის 12 აპრილს მრავალრიცხოვან მართლმადიდებელ და კათოლიკე მორწმუნეთა დასწრებით პირველი საღვთო ლიტურგია აღესრულა. ბელორუსებისთვის ეს უდიდესი სიხარული იყო. ამავდროულად მართლმადიდებლ მოსახლეობაში გაჩნდა აზრი, რომ 1882 წელს დაკეტილი რომაულ – კათოლიკური მონასტრის შენობაში – მართლმადიდებლური მონასტერი დაარსებულიყო. ბელინიჩის მართლმადიდებლურ ტაძართან მონასტრის არსებობის საჭიროება გამოიწვია ამ ტაძრის დიდმა მნიშვნელობამ და იქ მყოფმა ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედმა ხატმა, რომლისკენაც მართლამდიდებელი და კათოლიკე მლოცველები სხვადასხვა შორეული მხარეებიდან მოილტვიან.

ბელინიჩის ტაძარი დიდებულადაა მორთული. სასწაულთმოქმედი ხატი საკურთხევლის კედლის სიმაღლეზეა მოთავსებული. ამ სიწმინდისკენ აივანზე საკურთხევლის მარჯვენა და მარცხენა მხარეებიდან ორი თუჯის კიბე ადის. საკურთხეველსა და გარეთა კედელს შორის მოწყობილია გასასვლელი. კიევისკენ მიმავალი მომლოცველები გზის გაუგრძელებლად გაივლიან ბელინიჩის მონასტერში და თაყვანს სცემენ ხატს, რომელიც უძველესი დროიდან სასწაულებით განდიდდა. მიუხედავად მისი სიძველისა, მაღალი ხელოვნებით შესრულებულმა ხატმა საღებავის არაჩვეულებრივი სიახლე შეინარჩუნა. მისგან უხვად გარდამომდინარე მადლი სიხარულით ავსებს წრფელი გულით მომლოცველი მართლმადიდებლების გულებს.

წყარო: წიგნი – ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიწიერი ცხოვრება და მისი სასწაულთმოქმედი ხატების ისტორია


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი