მთავარი » ქრისტიანობა

ბედიის ფრესკის ასლი

სტატიის ავტორი: | თარიღი: 31.03.2023 | 310 ნახვა

ექსპონატით მოყოლილი საქართველოს ისტორია

სადღეისოდ შემორჩენილი არტეფაქტებიდან, ბაგრატ III-ის სახელი ყველაზე თვალნათლივ ბედიის ბლაქერნის ღმრთისმშობლის სახელობის მონასტრის ეკლესიას უკავშირდება. ეს ეხება როგორც ოქროს ბარძიმს, ისე ბედიის ტაძრში არსებულ მის ფრესკულ პორტრეტს, რომელიც დღეს სამწუხაროდ განადგურებულია, ისევე როგორც, ბაგრატის პორტრეტის გვერდით გამოსახული მოგვიანო ხანის ქტიტორების ვრცელი ქართული ასომთავრული წარწერით განმარტებული პორტრეტები.

ეს გამოსახულებებია აღბეჭდილი ეროვნული მუზეუმის სიმონ ჯანაშიას სახელობის სახელმწიფო მუზეუმში დაცული, შალვა აბრამიშვილის , დღეს უკვე დედნის მნიშვნელობის მქონე ასლზე. მასზე მკაფიოდ ჩანს ბაგრატ მეფე თანმდევი წარწერის ფრაგმენტითა („ატ“) და ბედიის გუმბათიანი ეკლესიის მოდელით ხელში. მის გვერდით კი ვერტიკალური გამყოფი ზოლის მიღმა სამეგრელო-აფხაზეთის მმართველი ოჯახის უმაღლესი პირები, დედა-შვილი, დეუფალთ დეუფალი მარეხი და მანდატურთუხუცესი გიორგი დადიანია.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი