მთავარიჯანმრთელობაბავშვთა ნეიროგანვითარება

ბავშვთა ნეიროგანვითარება

არსებობს თუ არა ჩვილ ბავშვთა განვითარების ნორმები? ბავშვთა ნეიროგანვითარებასთან დაკავშირებულ საკითხებზე „ამბიონს“ ბავშვი და ექიმი ნეიროგანვითარების ცენტრის ბავშვთა ნევროლოგი სოფო ტატიშვილი ესაუბრა:

„არსებობს ბავშვის განვითარების ასაკობრივი ნორმები შესაბამისი განვითარების სფეროების მიხედვით (მოტორული: ნატიფი და მსხვილი მოტორიკა, მენტალური, ადაპტური, სოციალური და სოციალურ-კომუნიკაციური სფეროები). ასევე, არსებობს ბავშვის განვითარების შეფასების სკრინინგული ტესტები ასაკობრივი ნორმების მიხედვით 2 თვიდან – 18 წლამდე – ასაკისა და ეტაპების სკრინინგული ტესტი (ASQ, ASQ:SE).“

ბავშვის ნეიროგანვითარებაზე რა ახდენს გავლენას?

ბავშვის ნეიროგანვითარებაზე უმთავრესად მოქმედებს ჩასახვის, მუცლადყოფნის პერიოდში განვითარებული ინფექცია, ინტოქსიკაცია, გენეტიკური ფაქტორები, მშობიარობის ტრავმა, ასფიქსია, დღენეკლულობა.

უმთავრესად რა სახის ნევროლოგიური განვითარების პრობლემები იჩენს თავს?

ძირითადად გვხვდება ცერებრული დამბლის, ეპილეფსიის, გონებრივი განვითარების შეფერხებისა და ქცევის დარღვევათა შემთხვევები.

მიზანშეწონილია თუ არა მედიკამენტების გამოყენება ნეიროგანვითარების შეფერხების შემთხვევაში?

მედიკამენტური მკურნალობა მიზანშეწონილია მხოლოდ ეპილეფიისა ბავშვი და მძიმე ქცევითი დარღვევების დროს, სხვა შემთხვევაში – არაეფექტურია და მოწოდებულია მხოლოდ ადრეული ინტერვენცია და სარეაბილიტაციო მკურნალობა.

რამდენად მნიშვნელოვანია ნევროლოგთან კონსულტაცია?

განვითარების შეფერხების დროული ამოცნობა და ადრეულ ინტერვენციის პროგრამაში ჩართვა მნიშვნელოვნად აუმჯობესებს გამოსავალს.

ექიმის რჩევა:

მშობლებს ვურჩევთ დააკვირდნენ ბავშვის განვითარებას, შეაფასონ მათი ასაკობრივი ნორმები, რომელიც წარმოდგენილია საიტზე: www. child.ge, რაიმე დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში დროულად მიმართონ ნეიროგანვითარების ცენტრს.

თეონა ნოზაძე

2 COMMENTS

  1. ნევროლოგთან დროულო კონსულტაცია ძალიან მნიშვნელოვანია და შესაძლოა, მომავალში მრავალი პრობლემის წარმოშობასაც ავარიდოთ თავი

  2. Gamarjobat. Gtxovt tu shegidzliat epilefsiis centris koordinatebi momceret sxva qveynebis, gavige turqeti da germanias aqeben.ak vmkurnalobt magram shedegi ar gvaqvs bavshvi ukan midis.cinascar didi madloba

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

მსგავსი სტატიები

კატეგორიები

ახალი კომენტარები