13 ივლისი 2024, შაბათი
მთავარიქრისტიანობანეტარი მატრონას მიერ აღსრულებული სასწაული - "ბავშვი გამოჯანმრთელდა, სკოლაში დადის, ნორმალური ცხოვრებით...

ნეტარი მატრონას მიერ აღსრულებული სასწაული – “ბავშვი გამოჯანმრთელდა, სკოლაში დადის, ნორმალური ცხოვრებით ცხოვრობს”

ნეტარი მატრონა “ჩემს ნაცნობ ქალს ათი წლის შვილიშვილი – გოგონა გაუხდა ავად. ბავშვი რეანიმაციაში იწვა. იმდენად კრიტიკული იყო ბავშვის მდგომარეობა, რომ ექიმები მშობლებს გადარჩენის იმედს არ აძლევდნენ. მშობლები, ბებია, ბაბუა, ამას, ცხადია, მტკივნეულად განიცდიდნენ. და… ბებია ნეტარი მატრონას საფლავისკენ გაეშურა. შევნიშნავ, რომ ეს ქალი მთელი თავისი სიცოცხლე ურწმუნო იყო, თანაც – მოუნათლავი. მრავალი წელი სკოლაში ისტორიისა და ათეიზმის პედაგოგად მუშაობდა. და აი, საფლავზე მიიღო კურთხევა: სასწრაფოდ მონათლულიყო ტაძარში და ქრისტიანული ცხოვრების ყველა წესი შეესრულებინა. ამით ის დაეხმარებოდა ავადმყოფ შვილიშვილს. ყოველივე ეს მატრონას საფლავზე მომსახურე მონაზონმა უთხრა, მან ზედმიწევით შეასრულა. ბავშვი გამოჯანმრთელდა, სკოლაში დადის, ნორმალური ცხოვრებით ცხოვრობს და ახლობლების გულს ახარებს. გმადლობთ მატრონა.”

ო. მარკინა. მოსკოვი. 1997 წ.

მსგავსი სტატიები

2 COMMENTS

  1. დიდ ხარ შენ უფალო სასაკვირველ არიან საქმენი შენნი!

  2. დიდება და მადლობა უფალს ყველაფრისათვის!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

კატეგორიები

ახალი კომენტარები