
ხშირად გვენატრება ბავშვობა – ყველაზე უდარდელი, ფერადი და ლაღი პერიოდი თითქმის ყოველი ჩვენგანის ცხოვრებაში. იშვიათია ადამიანი, რომელსაც ბავშვი არ უყვარს. თავად უფალსაც ხომ “განსაკუთრებით უყვარს ბავშვები და ლოცავს მათ” (უწმიდესი და უნეტარესი ილია მეორე)?! ბავშვის ნებისმიერი ქცევა თუ ნათქვამი გვაკვირვებს და ხშირად აღგვაფრთოვანებს კიდეც… მათთან სიახლოვე ჩვენც მიგვაქანებს იმ სამყაროში, სადაც ყველაფერი ყოველდღიური აღმოჩენის საგანს წარმოადგენს; სადაც მხოლოდ გულწრფელობა, სიკეთე, სილაღე და სიყვარულია… სამყაროში, სადაც ყველაზე მეტად სწამთ ზღაპრების, ოცნებისა და სასწაულების…
ბაია ლომსაძე

საქართველო გადარჩება და… გაბრწყინდება