მთავარი » ქრისტიანობა

ბარბარობა – პატრიარქის ქადაგება (17.12.2020)

სტატიის ავტორი: | თარიღი: 17.12.2020 | 986 ნახვა

ბარბარობის დღესასწაულზე, სიონის საკათედრო ტაძარში, მრელს ქადაგებით მიმართა და დღესასწაული მიულოცა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ.

ყველას გილოცავთ ბარბარობას. ეს არის უდიდესი დღესასწაული.

„დიდ ხარ შენ, უფალო, და საკვირველ არიან საქმენი შენნი და ვერვინ შემძლებელ არს მადლის მიცემად საკვირველებათა შენთა“.
წმინდა ბარბარე არის მაგალითი მტკიცე სარწმუნოებისა, ერთგულებისა, ქრისტიანული ერთგულებისა.

პრობლემები მუდამ ყოფილა და იქნება მშობლებსა და შვილებს შორის; და აი, დღეს ჩვენ შევთხოვთ უფალს, რომ გახსნას გული და გონება ჩვენი ახალგაზრდებისა, ჩვენი ხალხისა.

ჩვენ დღეს ვფიქრობთ, ეს რაც ხდება – ამდენი მსხვერპლი – ეს სასჯელია თუ ლოცვა-კურთხევა ღვთისა?

არაფერი ხდება ღვთის გარეშე. შევთხოვთ უფალს, რომ უფალმა ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან დალოცოს ერი თვისი მშვიდობით!

„ითხოვდით და მოგეცეს თქუენ; ეძიებდით და ჰპოვოთ; ირეკდით და განგეღოს თქუენ“. და აი, დღეს ჩვენ ვითხოვთ მშვიდობას, სიხარულს, ქრისტიანული რწმენის განმტკიცებას, სიმშვიდეს გულსა და გონებაში, სულში და დარწმუნებული ვართ, რომ ღმერთი შეისმენს ჩვენს ლოცვას.
გუშინ დაიწერა მოკლე ლოცვა, სადაც ვთხოვთ უფალს, რომ სიმშვიდე მოგვცეს, დაამშვიდოს ეს ცხოვრება ჩვენი. ამის გარდა, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ჩვენმა ბავშვებმა, ახალგაზრდებმა დაწერონ ლოცვები, თხოვნები, არ შეიძლება, რომ ღმერთმა არ შეისმინოს ჩვენი შვილების ლოცვები.
რომ დაწერთ ამ ლოცვებს, თხოვნებს, წერილებს, როგორც საკუთარ მშობელს, ისე უნდა მიმართოთ მამასა, ძესა და სულსა წმინდასა და გამომიგზავნეთ მე. გადაწყვეტილი მაქვს, რომ როცა შეგროვდება საკმაოდ ბევრი, გამოვცეთ წიგნად.

ახლა მეუფე დანიელს ვთხოვთ, რომ წაიკითხოს ლოცვა:

„მამაო ჩვენო, ღმერთო, აბრაამისა, ისააკისა და იაკობისა, დიდება და მადლობა შენ!
უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს სახელით, მისი მეოხებითა და შუამდგომლობით გევედრებით, გარდამოიხილე ზეცით, მოწყალეო, შეგვინდე შეცოდებანი ჩვენნი, მოგვეც ძალა ბოროტის დათრგუნვისა და სიმართლის გზით სვლისა. მოგვეც ძალა შენი მორჩილებისა!
დაგვილოცე ოჯახები, შვილები და შვილიშვილები, ჩვენი ახლობლები, დაგვილოცე საქართველო და მთელი მსოფლიო.
შენნი ვართ, გვაცხოვნე ჩვენ!
შეგთხოვთ, უფალო, დაამშვიდე ცხოვრება ჩვენი, გვიხსენ ჭირთა და სენთაგან და მრავაფერთა განსაცდეთაგან.
შეგთხოვთ, უფალო, არა უგულებელს-გვყო ჟამსა მას მეორედ მოსვლისა შენისასა, არამედ ვიხარებდეთ ორსავ სოფელსა შინა და მარად გადიდებდეთ შენ – მამასა და ძესა და წმინდასა სულსა, ამინ!“

ღმერთმა დალოცოს ჩვენი ხალხი, მთელი მსოფლიო, ღმერთმა ისმინოს ლოცვისა ამის.

ეს ლოცვა იქნება ტაძრებში და სადაც არ უნდა იყოთ, – ტაძარში, სახლში თუ სამსახურში, – ეს ლოცვა წაიკითხეთ და ღმერთი შეისმენს თქვენს ლოცვას.
დალოცვილი იყავით!
ვულოცავ სრულიად საქართველოს და მთელ მსოფლიოს ბარბარობას, წმინდა ბარბარე იყოს მფარველი ჩვენი შვილებისა, დალოცვილი და გახარებული იყავით!
ჩვენთან არს ღმერთი!“


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი