“ბარამბომ” – ქართული სახელწოდების მქონე საკონდიტრო კომპანიამ და ხანგრძლივი შესვენების შემდეგ ქართულ ბაზარზე გამოჩენილმა ადგილობრივი წარმოების პროდუქციამ – თითოეული მომხმარებლის გული სწრაფად დაიპყრო.
“ბარამბოს” მიზანია, დაიკავოს ლიდერის პოზიცია არა მატრო საქართველოს, არამედ მთელი რეგიონის საკონდიტრო ბაზარზე. კომპანიის საქმიანობის შესახებ “ამბიონს” “ბარამბოს” მარკეტინგის მენეჯერი, ალეკო სტროგანოვი ესაუბრა:
“”ბარამბო” – ეს არის პირველი მსგავსი მასშტაბებისა და ტექნოლოგიების საკონდიტრო კომპანია ამიერკავკასიის მასშტაბით. შ.პ.ს. “ბარამბო” 2009 წლის 11 მარტს ქართველი ბიზნესმენების მიერ დაარსდა. ჩვენი მაღალკვალიფიციური სპეციალისტები თავის უცხოელ კოლეგებთან ერთად მუდმივად მუშაობენ ასორტიმენტის გაზრდაზე, ახალი ტექნოლოგიების შემოღებასა და მომხმარებლის გემოვნების მაქსიმალურად დაკმაყოფილებაზე. ჩვენი პრიორიტეტია, მომხმარებელმა მიიღოს უმაღლესი ხარისხისა და საუკეთესო გემოს ტკბილეული. “ბარამბო”, სულხან-საბა ორბელიანის მიხედვით, “ფუტკართ მოლს” ნიშნავს.”
კომპანიამ საქმიანობა 30 სახეობის ტკბილეულის წარმოებით დაიწყო. დღეს “ბარამბოს” რა დასახელების პროდუქციას შევხვდებით ბაზარზე?
“ბარამბმო” გამოირჩევა თავისი მრავალფეროვანი ასორტიმენტით: შოკოლადის ფილა, შოკოლადის ბატონი, სხვადასხვა შოკოლადის კანფეტი, ასორტი, კარამელის კანფეტი და სხვ. 2011 წლის მარტის თვიდან კომპანიამ დაიწყო ახალი პროდუქტის – ნაყინის წარმოება, ხოლო სულ ახლახან გამოუშვა ვაფლი და ვაფლის ტორტები.
როგორ ხდება პროდუქციის წარმოებისა და ხარისხის კონტროლის პროცესი?
დაარსების პირველივე დღიდან კომპანიამ პრიორიტეტად პროდუქციის ხარისხი დაისახა. ამისათვის დამონტაჟდა თანამედროვე ევროპული დანადგარები (გერმანული, ბელგიური), გამოიყენება მხოლოდ უმაღლესი ხარისხის ბელგიური ნედლეული, ქარხანაში მოწვეული არიან უცხოელი ტექნოლოგები, თანამშრომლები გადიან ინტენსიურ ტრეინინგებს ევროპელ სპეციალისტებთან.
პროდუქციის ხარისხის კონტროლი ხდება წარმოების ყველა ეტაპზე: მკაცრად კონტროლდება ნედლეულის ხარისხი, მუდმივად ხდება წარმოების პროცესის კონტროლი, გამოშვებული პროდუქცია მოწმდება მაღალტექნოლოგიურ ლაბორატორიაში, კომპანიის ზედამხედველობის ქვეშ არის სადისტრიბუციო ქსელი.
რამდენი ადამიანია დასაქმებული კომპანიაში?
კომპანიაში დაახლოებით 370 ადამიანია დასაქმებული.
რამდენად ხელმისაწვდომია “ბარამბოს” პროდუქცია ნებისმიერი შემოსავლის მქონე ადამიანისათვის?
კომპანია “ბარამბო”-ს პროდუქცია გამოირჩევა ფართო ასორტიმენტით, რომელიც გათვლილია როგორც პრემიუმ, ასევე საშუალო სეგმენტზე.
თუ ხდება პროდუქციის ექსპორტზე გატანა?
ამ ეტაპზე კომპანია “ბარამბო”-მ პროდუქცია გაიტანა აზერბაიჯანში. ამჟამად ხდება იმპორტის მოცულობის ზრდა.
ბიზნესის განვითარების გარდა, რა როლს ასრულებს კომპანია საზოგადოებრივ ცხოვრებაში?
კომპანია მუდმივად ეხმარება სხვადასხვა საქვემოლმოქმედო ორგანიზაციას, ბავშვთა სახლებსა და სოციალურად დაუცველ პირებს. ასევე, ეწყობა სხვადასხვა მარკეტინგული და PR აქციები.

გამარჯობა!
1.რა არის პროდუქციის ცვლადი, ფიქსირებული და მთლიანი ხარჯები.
2.ახალი პროდუქციისთვის ფასწარმოქმნის სტრატეგია.
3.საეთაშორისო ფასწამოქმნა.
დიდი მადლობა წინასწარ, ძალიან გთხოვთ შეძლებისდაგვარად გვიპასუხოთ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ეს ინფორმაცი
გამარჯობა!
1.რა არის პროდუქციის ცვლადი, ფიქსირებული და მთლიანი ხარჯები.
2.ახალი პროდუქციისთვის ფასწარმოქმნის სტრატეგია.
3.საეთაშორისო ფასწამოქმნა.
დიდი მადლობა წინასწარ, ძალიან გთხოვთ შეძლებისდაგვარად გვიპასუხოთ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ეს ინფორმაცი