ბანანის შემადგენლობაში შედის სამი ბუნებრივი შაქარი – სუკროზა, ფრუქტოზა და გლუკოზა. ბანანს შეუძლია თავიდან აგვაცილოს უამრავი დაავადება.
ბანანის ნაყოფი ფართოდ გამოიყენება პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ანთებითი დაზიანებების, დიაბეტური სისხლდენების, კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადებებისა და ბაქტერიალური დიზინტერიის დროს, როგორც დიეტური პროდუქტი. ბანანს უნიშნავენ სხვადასხვა კოლიტებისა და კუჭ-ნაწლავის მძიმე ქრონიკული დაავადებების დროს.
რეკომენდირებულია შაქრიანი დიაბეტით დაავადებულთათვის. ბანანის ნაყოფი ეფექტურია ღვიძლისა და თირკმლების ზოგიერთი დაავადებების დროს.
ბანანი საუკეთესო საშუალებაა დეპრესიისას. ბანანის შემადგენლობაში შედის ნივთიერება, რომელიც ბედნიერების ჰორმონის – სეროტონინისა და ენდოფინის მსგავსია. ეს ნივთიერება კი აუმჯობესებს განწყობილებას და ხელს უწყობს მშვიდ ძილს. სწორედ ამიტომაც ბანანს “ბედნიერების ხილს” უწოდებენ.
ბანანის შემადგენლობაში სხვადასხვა ვიტამინებთან ერთად შედის კალიუმის მაღალი და მარილის დაბალი შემცვლელობა, რომელიც არეგულირებს მაღალ წნევას.
ბანანი გამოიყენება კრუნჩხვის საწინააღმდეგო საშუალებად. ბანანი ასევე ტვინის საუკეთესო მკვებავია.
ბანანის შემადგენლობაში შედის რკინა, რომელიც აუცილებელია სისხლში ჰემოგლობინის წარმოსაქმნელად და სწორედ ამიტომაც ბანანი გამოიყენება ანემიის საწინააღმდეგოდაც.
ბანანის ნაყოფი, რომ სასარგებლოა ეს უკვე აღვნიშნეთ, თუმცა ნაყოფზე არანაკლებ სასარგებლოა ბანანის ქერქი. ის გამოიყენება მწერების ნაკბენის საწინააღმდეგოდ, შეშუპებისა და ანთებითი პროცესის შესაჩერებლად. ამისათვის საჭიროა ბანანის ქერქის შიდა მხარე წავისვათ მტკივან ადგილზე.
ამრიგად, მივირთვათ ბანანი და უამრავ პრობლემას ავიცილებლთ თავიდან და რაც მთავარია, სულ კარგ და ჯანსაღ განწყობაზე ვიქნებით.
ჯანმრთელობას გისურვებთ!
