მთავარი » სხვადასხვა

ბაგრატის ტაძრის გუმბათზე ჯვარი აღიმართება

სტატიის ავტორი: | თარიღი: 17.08.2012 | 2,092 ნახვა

ბაგრატი 17 აგვისტოს ბაგრატის ტაძრის გუმბათზე ჯვარი ეკურთხება და აღიმართება. 300 კილოგრამის, 2 მეტრისა და 14 სმ-ის ბრინჯაოს ჯვარი არქიტექტორ-რესტავრატორ ვანო გრემელაშვილის ნახაზით დამუშავდა და შეიქმნა. ის ქუთაისის ყველა ცენტრალური წერტილიდან შესამჩნევი გახდება.

ჯვრის აღმართვასთან დაკავშირებით, ქუთაისში 17 აგვისტო უქმე დღედ გამოცხადდა.

“ეროვნული მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის – ბაგრატის ტაძრის აღდგენისა და ტაძარზე ჯვრის აღმართვის ღონისძიებასთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ქუთაისის მთელ ტერიტორიაზე, მიმდინარე წლის 17 აგვისტო ერთჯერადად გამოცხადდეს დასვენების დღედ”, – ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.

ჯვრის აღმართვის ცერემონიას საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები და სასულიერო პირები დაესწრებიან.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარი არ არის »

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი