მთავარისხვადასხვა“მისაბაძი ადამიანი” – ბაჩო გრიგოლია - ვიდეო

“მისაბაძი ადამიანი” – ბაჩო გრიგოლია – ვიდეო

ბაჩო გრიგოლია უპირველეს ყოვლისა, მინდა ვბაძავდე სიკეთეს. სიკეთე ყველაფერშია. ხის დარგვაშიც კი დიდი სიკეთე დევს, ვენახის გაშენებაშიც, მისალმებაშიც, გაღიმებაშიც… სიკეთიდან გამომდინარე ადამიანებს, რომლებიც უანგაროდ გასცემენ მას, ადამიანებს, რომლებიც დაუფიქრებლად იღებენ გადაწყვეტილებას მოწყალებისთვის, ადამიანებს, რომელთათვის სხვისი ბედნიერება, ან თუნდაც იმაზე ფიქრია მთელი ცხონება შია, წყურია, ცივა, უხარია, ნატრობს ესა თუ ის ადამიანი. დაზუსტებით არ მახსოვს სად, მაგრამ ერთხელ ასეთი ფრაზა ამოვიკითხე: „ამქვეყნად ყველაზე მაგარი კაიფი სიკეთეა“ და ეს მართლაც ასეა. უანგაროდ გაღებული სიკეთის ფასი არაფერია. ამას გრძნობ მაშინ, როდესაც სხვის ტყავში ჯდები და ისევე იზიარებ იმ განცდას, რასაც კონკრეტულ მომენტში კონკრეტული პიროვნება გრძნობს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

მსგავსი სტატიები

კატეგორიები

ახალი კომენტარები