13 ივლისი 2024, შაბათი
მთავარისხვადასხვააზიზიეს მეჩეთის მშენებლობასთან დაკავშირებით ხელშეკრულება გაფორმდება

აზიზიეს მეჩეთის მშენებლობასთან დაკავშირებით ხელშეკრულება გაფორმდება

ნიკა რურუაკულტურის მინისტრის ნიკა რურუას თქმით, ქართული მხარე თურქულ მხარესთან აზიზიეს მეჩეთის მშენებლობასთან დაკავშირებით ხელშეკრულებას ხელს მოაწერს. მინისტრის განმარტებით, აზიზიეს მეჩეთი აშენდება იქ, სადაც საქართველოს მთავრობა გადაწყვეტს. ეს საკითხი ოშკის ფიზიკურად გადარჩენის თემაზეა მიბმული.

“ოშკი არის ქართული ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ძეგლი. მისი დანგრევის პასუხისმგებლობას, ბუნებრივია, ვერ გავექცევით. ამიტომ, ეს არის გადასარჩენი და ამის სანაცვლოდ თურქული მხარე ითხოვს, საქართველოს ტერიტორიაზე ძალიან მცირე მეჩეთის აშენების უფლებას იქ, სადაც მათ ადგილობრივი ხელისუფლება მიუთითებს. ეს ნაბიჯი არის გადასადგმელი და ჩვენ ამ ხელშეკრულებას ხელს მოვაწერთ”, – აღნიშნა რურუამ (07.03.2012).

ისტორიულ ტაო-კლარჯეთში (დღევანდელი თურქეთის ტერიტორიაზე) მდებარე იშხნისა და ოშკის ტაძრების რესტავრაციისა და მის სანაცვლოდ აზიზიეს მეჩეთის მშენებლობისა და ახალციხეში აჰმედის კომპლექსის რესტავრაციის შესახებ შეთანხმება 2012 წლის იანვრის თვეში თურქეთში მყოფი საქართველოს კულტურის მინისტრს ნიკოლოზ რურუასა და თურქეთის კულტურისა და ტურიზმის მინისტრს, ერთუღრულ უნაის შორის მოხდა.

საქართველოს საპატრიარქოს განცხადებით, “მეტად პრობლემატურია ხელისუფლების სურვილი, ბათუმში ახალი მეჩეთ-კომპლექსის მშენებლობის შესახებ, რასაც ძველი მეჩეთის აღდგენად წარმოაჩენენ. არა აქვს გამართლება იმ პოზიციასაც, თითქოს ეს კეთდება ოშკისა და იშხანის გადარჩენის მიზნით, რადგან, საერთაშორისო სამართლის ნორმებით, მსოფლიო კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის დაცვა თურქეთის სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა. ამიტომაც, ხელისუფლებას ამ მიზნით წლების წინ უნდა მიემართა იუნესკოსთვის (რაც არაერთხელ შევახსენეთ) და ეს თემა დღეს განხილვის საგნად არ უნდა ექცია.” (09.02.2012)

მსგავსი სტატიები

2 COMMENTS

  1. ეს საკითხი თავიდანვე გადაწრილი ჰქონდათ საქართველო ხომ ექსპერიმენტების და სექტანტების ქვეყნად აქციეს. დიდება უფალს რომ ხვთისმშობლია მფარველი საქართველოსი და წმინდანთა ლოცვა კურთხევით საქართველო მუდამ იქნება მართლმადიდებელი ქვეყანა . დიდება უფალს

    • თურქული მხარე არაფერ შუაშია.აქ მე ქართული მხარის მიერ რაღაც ბინძურ გარიგებაშია საქმე. თუ თურქეთში დღეს არ ხდება ჩვენი ტაძრების აღდგენა,იმიტომ რომ ქართულმა მხარემ არ დააყენა საერთაშორისო ორგანიზაციების დონეზე და უპირველეს ყოვლისა იუნესკოს დონეზე ეს საკითხი. როგორ შეიძლება ქართველების მოძულე სულწაწყმედილი აზიზიეს სახელობის მეჩეთის მშენებლობა.ერთხელ მაინცთუ მიმართეს იუნესკოს ოშკის, იშხანის და სხვა ტაძრენბის მდგომარეობის შესახებ?არც ერთხელ.სამთავრობო დონეზე დასაყენებელი სულაც არ არის ეს საკითხი და თუ იუნესკოს მიმართავენ, ეს ორგანიზაცია დაავალდებულებს თურქულ მხარეს მათ აღდგენას,თუ არა და თურქეთი დადანაშაულდება ქრისტიანული ისტორიული ძეგლების განადგურებაში და დაჯარიმდება.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

კატეგორიები

ახალი კომენტარები