მთავარიკულტურააზერბაიჯანული კულტურული მემკვიდრეობის გამოფენა

აზერბაიჯანული კულტურული მემკვიდრეობის გამოფენა

2013 წლის 15 თებერვალს 16:00 საათზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში აზერბაიჯანული ხელით ნაქსოვი ხალიჩებისა აზერბაიჯანული კულტურა და აზერბაიჯანული კულტურული მემკვიდრეობის ამსახველი ნივთების გამოფენა მოეწყობა.

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება აზერბაიჯანელი ხელოვანების მიერ შექმნილი ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრები. აგრეთვე, ნაციონალური საკრავები, სპილენძისა და კერამიკის ჭურჭელი, ხელით ნაქსოვი ხალიჩები, ფარდაგები და სხვა.

ღონისძიების ორგანიზატორები არიან: საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, საქართველოს ეროვნული მუზეუმი, ფ. ახუნდოვის აზერბაიჯანული კულტურის მუზეუმი და მუზეუმთან არსებული კულტურის ცენტრი.
გამოფენა 2013 წლის 5 მარტამდე გაგრძელდება.

მის.: შ. ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმი, გუდიაშვილის ქ. №1

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

მსგავსი სტატიები

კატეგორიები

ახალი კომენტარები