მთავარი » პოპულარული

აზერბაიჯანელი მესაზღვრეები გარეჯის უდაბნოსთან

სტატიის ავტორი: | თარიღი: 12.05.2012 | 1,988 ნახვა

ტელეკომპანია “მაესტროს” ინფორმაციით (11.05.2012), 6 მაისის შემდეგ, დავითგარეჯის ლავრის უდაბნოს მონასტერთან აზერბაიჯანელი მესაზღვრეები განლაგდნენ. დავითგარეჯი მონასტერში მოღვაწე სასულიერო პირების განმარტებით, მესაზღვრეები ამ ტერიტორიაზე უკვე ტურისტებსაც აღარ უშვებენ.

მღვდელმონაზონი კირიონი (დავითგარეჯის ლავრის მღვდელმსახური): “პრეტენზია მუდმივად გააჩნდათ ამ ტერიტორიებზე და უკვე 6 მაისიდან არც უცხოელ და არც ქართველ ტურისტებს აღარ უშვებენ. დაშვებულია ჩვენი როგორც სასულიერო პირების ასვლა, მაგრამ ეს არანაირ ნუგეშს და დასამშვიდებელს არ გვაძლევს იმიტომ, რომ დღეს ჩვენ ავდივართ და ხვალ ჩვენც ვეღარ ავალთ და ეს ტერიტორია საბოლოოდ გახდება აზერბაიჯანის საკუთრება,” – აცხადებს “მაესტროსთვის” მიცემულ ინტერვიუში სასულიერო პირი.

მღვდელმონაზონი კირიონის თქმითვე, ისინი დაუკავშირდნენ საგარეო საქმეთა სამინისტროს, რომლებიც საქმეში ჩარევასა და გარკვევას დაპირდნენ.

“უკვე მეექვსე დღეა, მემგონი საკმაოდ დიდი დროა იმისათვის, რომ სახელმწიფოს, რომელსაც აქვს ისტორიული უფლება და ამავე დროს პრეტენზია, რომ დაიცვას ეს ტერიტორია, არანაირი ხმამაღალი განცხადება, არანაირი შეფასება ამას არ მოჰყოლია”, -აღნიშნავს მღვდელმონაზონი.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი