დოკუმენტურ ფილმში “ახალმოწამენი” მოთხრობილია საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების პირველი წლები, ქართული ეკლესიისა და სასულიერო პირების დევნისა და რეპრესიების ფაქტები. ისტორიკოსებთან ერთად ამ ფაქტს იხსენებენ რეპრესირებული სასულიერო პირების შთამომავლები. ფილმი შექმნილია საქართველოს ეროვნული არქივის ბაზაზე 2007 წელს.
