13 ივლისი 2024, შაბათი
მთავარისაზოგადოებაახალი წელი იმერეთში

ახალი წელი იმერეთში

იმერეთში საახალწლოდ რამდენიმე ჩიჩილაკი მზადდებოდა. ერთ-ერთი მარნისთვის იყო განკუთვნილი. ახალი წლის დილას შინაური მეკვლე წყაროდან წყალს მოიტანდა. ოჯახის წევრები პირს დაიბანდნენ და ისევ მეკვლის წინამძღოლობით მარნისკენ წავიდოდნენ. მიჰქონდათ სანოვაგით სავსე გობი, ორშიმო და ჩიჩილაკი.

მეკვლე ჩიჩილაკს საახალწლო ჭურის გვერდით დაასობდა. მარანს ახალ წელს მიულოცავდა, შემდეგ საახალწლო ჭურს მოხდიდა, ღვინოს გასინჯავდნენ და დოქებს აავსებდნენ.

ახალი წლის ღამეს, ძილის წინ, იმერეთში, ბალიშის ქვეშ, ოჯახის ყველა წევრი ერთ ნატეხ შაქარს ამოიდებდა, რომ მთელი წელი ტკბილად და ბედნიერად გაეტარებინათ და ეს ნატეხი, მამლის ყივილამდე უნდა შეეჭამათ.

იმერეთი თავისი საახალწლო სამზარეულოთი და უგემრიელესი კერძებით ერთ-ერთია, რომელიც გამოირჩევა საქართველოს სხვა კუთხეებისგან. სუფრის ტრადიცია საქართველოს ამ ულამაზეს კუთხეში დღემდე გრძელდება.

მსგავსი სტატიები

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

კატეგორიები

ახალი კომენტარები